შვეიცარიაში “ქსამაქსის” ჩეჩენი მესაკუთრე დააკავეს, რომელსაც ბრალად The Bank of America-ს ყალბი საგარანტიო წერილის წარდგენა ედება
შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა “ქსამაქსის” ჩეჩენი მესაკუთრე ბულატ ჩაგაევი დააკავეს. მას The Bank of America-ს ყალბი საგარანტიო წერილის წარდგენა ედება ბრალად.

აღნიშნულ წერილში ეწერა, რომ ვითომ ამ ბანკში მის ანგარიშზე 35 მილიონი დოლარი ირიცხებოდა, რის საფუძველზეც ითხოვდა, რომ შვეიცარიის საგადასახადო სამსახურებს “ქსამაქსის” გაკოტრების საქმის წარმოება შეეწყვიტათ.

პროკურატურამ ბრალდების წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჩაგაევმა ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ ვერ შეძლო დამაჯერებელი პასუხების გაცემა მათ შეკითხვებზე. პირველი მოსმენა ჟენევის კანტონის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე უკვე შედგა. მოსამართლემ ბიზნესმენი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.

შვეიცარიის კანონმდებლობა მსგავსი ქმედებისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“ბატონი ჩაგაევი სასამართლოს პირველივე მოთხოვნისთანავე გამოცხადდა. პროკურატურა მისი შემოსავლების წარმომავლობით დაინტერესდა. ამ ეტაპზე მან გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხა. ჩემი კლიენტი აღიარებს, რომ აღნიშნულ წერილს The Bank of America-სთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ ის უარყოფს, რომ აღნიშნული საბუთი მან დაამზადებინა,” - განუცხადა გამოცემა “ლე მატინს” ბრალდებულის ადვოკატმა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა