კვირის ფრაზები
კვირის ფრაზები

მესის და რონალდოს დარი ვან პერსი

„არსენალის“ ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მათი ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი ახლა ისეთ ფორმაშია, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდუს გაუტოლდაო.

უკანასკნელ შეხვედრაში, დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (2:1) მოგებულ მატჩში პერსიმ დუბლი შეასრულა. 28 წლის ესპანელმა ნახევარმცველმა კი „სანთან“ საუბრისას თქვა:

„ჩვენ ყველამ ვიცით, თუ როგორი დიდებული ფეხბურთელიცაა რობინი. მას ამჟამად გოლების მანქანა აქვს ჩართული და მისი გამორთვა ძნელია - ჩემი აზრით, ახლანდელი დონე ამ სეზონში ნებისმიერი თავდამსხმელის დონეს სჯობს. მისი ბოლო 8-9 თვის მონაცემები უბრალოდ ფანტასტიკურია. ზოგიერთ შეხვედრაში შესაძლოა ისე გამოიყურებოდეს, თითქოს გოლის გატანა არ უწერიაო, თუმცა ის მაინც გამონახავს საგოლე მომენტს და გამოიყენებს“.

ადებაიორი ფულისთვის თამაშობს

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა განაცხადა, რომ ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობთ, ფული რომ მივიღოთო. შეგახსენებთ, რომ ტოგოელის კონტრაქტი „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის, მაგრამ იჯარის წესით იგი „დეზებში“ ასპარეზობს და მისი ჯამაგირი 170 000 ფუნტ სტერლინგია კვირაში.

აფრიკელმა თავდამსხმელმა „დეილი მეილთან“ ინტერვიუში თქვა:

„ჩვენ ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობთ, რომ ფული მივიღოთ. მე, როგორც იცით, აფრიკიდან ვარ, იქ კი გაჭირვებული ოჯახი ცოტა ნამდვილად არ გახლავთ - უკვე საკმაოდ დიდი ხანია, გაჭირვებულებს ვეხმარები. ამიტომაც, ახლა მჭირდება ფულის გამომუშავება, რათა არაშეძლებულებს დახმარება გავუწიო. ამ საქმიანობას კი მანამ გავყვები, სანამ ფეხბურთს ვთამაშობ“.

წელს რეალი უკეთესია

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა თავდამსხმელმა დავორ შუკერმა განაცხადა, რომ წლევანდელ სეზონში ჯერჯერობით „ბარსელონაზე“ ძლიერი „რეალია“ და იმედოვნებს, რომ „ელ კლასიკოში“ სწორედ „ბლანკოსი“ გაიმარჯვებს. იგი ამბობს:

„მადრიდული გრანდი ახლა საკმაოდ ძლიერია - მათ მოგებათა სერია აქვთ, რაც ადვილი საქმე არ გახლავთ. ჟოზე მოურინიო უკვე მოვიდა თავის ტონუსში. იგი ტიტულების მოსაგებად მოვიდა ესპანეთში და ფლორენტინო პერესმა მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტთან გააფორმა კონტრაქტი“.

კვირის მატჩი

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში „სან სიროზე“ ერთმანეთს „მილანი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდნენ და კატალონიელებმა 2:3 იმარჯვეს. შეხვედრა ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა, რითიც ნეიტრალურმა გულშემატკივარმა საკმაოდ ისიამოვნა.

აღსანიშნავია მილანელთა გოლები: ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეგდებულ ბურთზე კლარენს ზეედორფის პასი უნდა გამოვყოთ, შემდეგ კი იბრას შესრულება, ხოლო მეორე გოლზე კი კევინ-პრინს ბოატენგის შესანიშნავი თამაში. „ბარსამ“ კი მესამე გოლი გაიტანა ბრწყინვალე - მესიმ შესანიშნავი პასი გადააწოდა ჩავის, რომელსაც არ გასჭირვებია აბიატის კარის დალაშქვრა. მოკლედ, ამ შეხვედრას კვირის მატჩად მივიჩნევთ.

კვირის მომავალი ჯახი

ასეთი ორია: ბუნდესლიგაში დიდი „რურის დერბი“ იმართება „ვესტშფალენზე“, სადაც დორტმუნდის „ბორუსია“ „შალკეს“ დაუხვდება და დიდ ომს გაუმართავს, ხოლო სერია ა-ში კი რომის ოლიმპიურ სტადიონზე „ლაციო“ ჩემპიონატის ლიდერ ტურინის „იუვენტუსს“ მიიღებს.

გიორგი ფულარიანი

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა