ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირს მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი გამოეთიშა
ლონდონში ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპი დაასრულეს B ჯგუფის წევრებმა.

დღის პირველ შეხვედრაში უმოტივაციო როჯერ ფედერერი და მარდი ფიში შეხვდნენ ერთმანეთს. შვეიცარიელს გარანტირებული ჰქონდა პირველი ადგილიდან ნახევარფინალში გასვლა, ამერიკელს კი შემდეგ ეტაპზე გასვლის არანაირი შანსი არ გააჩნდა.

მიუხედავად ამისა, ფიშმა გაიბრძოლა და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მსოფლიოს მეოთხე ჩოგანს. პირველ სეტში როჯერმა 32 წუთში სამი ბრეიკის წყალობით მოიგო - 6:1. ეს ერთადერთი გეიმი ფიშმა მეტოქის მოწოდებაზე აიღო.

მეორე პარტიაში ამერიკელმა მეოთხე გეიმში გააკეთა ბრეიკი, ფედერერს კი ერთ ბრეიკ-პოინტიც არ მისცა და 6:3 გაიმარჯვა.

მესამე სეტში გადამწყვეტი აღმოჩნდა ფედერერის მიერ მეორე გეიმში აღებული ბრეიკი და ამის ხარჯზე ფედერერმა საათსა და 48 წუთში გამარჯვებამდე მიიყვანა შეხვედრა - 6:1, 3:6, 6:3.

ლონდონის ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მეორე ჩოგანი რაფაელ ნადალი. მისი და ჟო-ვილფრიდ ცონგას მატჩში გამარჯვებული ნახევარფინალში გადიოდა, შესაბამისად, ძალიან დიდი იყო ამ შეხვედრის ფასი.

პირველ სეტში ოდნავ უკეთ ფრანგი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა, რომელსაც რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ვერც ერთმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლო ბრეიკის აღება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც ცონგამ სამი მინი-ბრეიკი გააკეთა და შემოკლებული გეიმი 7:2 მოიგო.

მეორე სეტში ნადალი უფრო მეტს უტევდა, თან მოწოდებაზე თამაში დაალაგა. მიუხედავად ამისა, 5:4-მდე არც ერთს ჩოგბურთელს ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. მხოლოდ მეათე გეიმში მიიღო რაფამ ოთხი ასეთი შანსი და მეოთხე ცდაზე მიაღწია საწადელს - 6:4.

მესამე პარტიაში კი გამოიკვეთა ცონგას აშკარა უპირატესობა. ფრანგმა თავიდანვე ბრეიკით წაიყვანა ანგარიში და შემდეგ აქცენტი საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე გააკეთა. მოგვიანებით, ცონგამ მეორე ბრეიკიც აიღო და 5:2 დაწინაურდა. მართალია, პირველ ჯერზე მატჩზე ჩაწოდება ვერ მოახერხა, მაგრამ იქვე ნადალმა საჩუქარი გაუკეთა - "მშრალი" ანგარიშით წააგო საკუთარი მოწოდება და სეტი 3:6 დათმო.

ცონგამ მეორე ადგილი დაიკავა და ფედერერთან ერთად B ჯგუფიდან ნახევარფინალში გავიდა.

მოგვიანებით, რაფაელ ნადალმა ახსნა თავისი სუსტი გამოსვლის მიზეზი. როგორც ესპანელი ამბობს, მას სულ უფრო და უფრო უმძიმს კორტზე გამოსვლა. შარშან რაფა საუკეთესო იყო, მაგრამ წელს აშკარად დათმო პოზიციები. ბოლო წვეთი გახდა ცონგასთან წაგება, რის შემდეგაც ნადალმა აღიარა, რომ უჭირს საკუთარი თავის მოტივირება.

"ამჟამად ცუდი პერიოდი მაქვს. არანაირი აღმაფრენა, მხოლოდ დაღლილობას ვგრძნობ, - ამბობს ესპანელი ჩოგბურთელი. - სპორტსმენის კარიერაში ასეთი რამ ხდება".

შეგახსენებთ, რომ ნადალს წელს კიდევ მოუწევს კორტზე გასვლა. მან ესპანეთის ნაკრებში დევისის თასის ფინალი უნდა ითამაშოს არგენტინის წინააღმდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა