საფრანგეთში მოთამაშე ქართველთა გუნდები ევროარენაზე გამოსვლის შემდეგ ჩემპიონატს უბრუნდებიან
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში ევროთასების გათამაშების გამო ორკვირიანი შესვენება იყო. ქართველ მორაგბეთა გუნდებმა ევროპულ არენაზე მეტ-ნაკლები წარმატებით იასპარეზეს და ახლა ისევ ფრანგულ ბატალიებს უბრუნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი შვიდი "ქართული გუნდიდან" ხუთს აქვს. დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" კი მე-10 ტურამდე სულაც ლიდერობდა.

"ვულკანებს" მე-11 ტურში საინტერესო გასვლითი მატჩი ელით მამუკა გოროგძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიესთან". მონპელიელები შარშანდელთან შედარებით უჩვეულო მდგომარეობაში არიან. გუნდის თითქმის ყველა წამყვანი მორაგბე სხვადასხვა ქვეყნების ნაკრებებში ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასზე ასპარეზობდა, რის გამოც ვიცე-ჩემპიონმა ცხრა შეხვედრაში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა.

"მონპელიემ", რომელიც 14 ქულით მე-12 ადგილზეა, თავისი თამაში იპოვა და წესით ამიერიდან სატურნირო ცხრილში ზემოთ უნდა აიწიოს.

შეუძლია თუ არა ჩვენებურთა გუნდს ამის გაკეთება, დღეს ძალზედ ძლიერ მეტოქესთან მატჩში გამოჩნდება. "კლერმონმა" პირველი ტურებიდანვე ლიდერობა ხელთ იგდო და მხოლოდ ერთი ტურის წინ გაუსწრო საფრანგეთის ჩემპიონმა "ტულუზმა".

წესით, მოღონიერებულმა "მონპელიემ" მეტოქეს უნდა მოუგოს, მაგრამ "კლერმონს" ახლახან ახალზელანდიელი გარემარბი სიტივენი სივივატუ დაემატა, რომელიც, სავარაუდოდ, გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს. შესაბამისად მატჩის შედეგის პროგნოზირება ძალიან რთულია. გორგოძე და ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში არიან, ნარიაშვილი და ზირაქაშვილი კი თადარიგში, შველიძე განაცხადში არ არის.

planetrugby-ს კი მიაჩნია, რომ "კლერმონი" მინიმუმ ხუთი ქულის სხვაობით მოიგებს.

საკმაოდ საინტერესო შეხევდრა გაიმართება კსტრში, სადაც ანტონ ფეიქრიშვილის ადგილობრივი გუნდი დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს" დაუპირისპირდება. კასტრელები 31 ქულით მესამე ადგილზე არიან და "ტულონს", რომელიც უახლოესი მდევარი, სამი ქულით უსწრებენ.

ტულონელებს ამ შეხვედრაში დააკლდებათ რვა ნომერი ლეონარდო სენატორე, თუმცა სამაგიეროდ დაემატებიან ბაკის ბოთა, რორი ლამონტი და მეთ გიტო. "კასტრმა", რომელიც მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება, სტარტზე ზედიზედ შვიდი მოგებული მატჩის შემდეგ მიჯრით ოთხი წააგო. ორი საფრანგეთის ჩემპიონატში და ორიც "ჰეინეკენის თასის" გათამაშებაში.

წესით მასპინძლებმა წარუმატებელ სერია უნდა დაასრულონ, თუმცა საამისოდ საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

მულტიმილიონერმა მურად ბურჯელალამა "ტულონში" კიდევ ერთხელ მოუყარა თავი ვარსკვლავურ რაზმს. გაუმართლებს თუ არა ამჯერად ამბიციურ მედია მაგნატს, მომავალი გვიჩვენებს.

planetrugby-ს ვარაუდით მინიმუმ ორი ქულით "ტულონი" მოიგებს.

ბექა შეყლაშვილის "აჟენი", რომელიც წლეულს შარშანდელზე ბევრად უკეთესად ასპარეზობს, "ბორდოს" მიიღებს. აჟენელებმა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშებაში შინ "ბრივთან" წააგეს, რაც ადვილი შესაძლებელია, გუნდისთვის დამატებით გამაღიზიანებლად გამოდგეს.

"აჟენს" 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი ეცდება მე-10 ადგილზე მყოფ "ბორდოს" ხუთი ქულა აართვას და იერარქიაში კიდევ უფრო დაწინაურდეს. შეყლაშვილი განაცხადში არ არის.

planetrugby-ს პროგნოზით, "აჟენი" მინუმუმ რვა ქულით მოიგებს.

დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივი" შინ ფრანგული რაგბის გრანდს, მოქმედ ჩემპიონს და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "ტულუზს" ეთამაშება. სტუმრებს ამ შეხვედრაში დააკლდებათ ტრავმირებული მეორეხაზელი რომენ მიო-შლუსკი. თუმცა, ამ დანაკლისის მიუხედავად, "ტულუზი" მაინც ფავორიტია. ტულუზელებმა აქამდე 36 ქულა დააგროვეს და მე-8 ადგილზე მყოფ "ბრივს" 17 ქულით უსწრებენ.

ჩვენებურთა გუნდმა წარმატებულად იასპარზა "ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების საწყის ორ ტურში და უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარ თამაშს მიაგნო. ბრიველები შინაურ კედლებში იოლად არავის არაფერს უთმობენ და ამჯერადაც, ცხადია, ბოლომდე იბრძოლებენ.

თუმცა, planetrugby-ს გჰონია, რომ გამარჯვებას მინიმუმ 16 ქულით ტულუზელები მოიპოვებენ.

გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონი", რომელიც 12 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა, სტუმრად ეთამაშება ბასკურ "ბაიონს". ჩვენებურის გუნდი რთულ მდგომნარეობაშია და აუცილებლად გამარჯვება ესაჭიორება. თუმცა საკმაოდ ამბიციურ "ბაიონთან", რომელსაც, რატომღაც ჩემპიონატის სტარტზე თამაში არ წაუვიდა, სტუმრად გამარჯვების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.

კავთიძე და რატიანიძე განაცხადში არ არიან.

planetrugby-ს პროგნოზით, "ბაიონი" მინიმუმ ათი ქულით მოიგებს.

XI ტური

ბაიონი-ლიონი, მეტრო რასინგი-ბიარიცი, პერპინიანი-სტად ფრანსე, ბრივი-ტულუზი, მონპელიე-კლერმონი, კასტრი-ტულონი, აჟენი-ბორდო.

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 36 ქულა, 2. კლერმონი - 35, 3. კასტრი - 31, 4. ტულონი - 28, 5. მეტრო რასინგი - 25, 6. აჟენი - 24, 7. სტად ფრანსე - 21, 8. ბრივი - 19, 9. პერპინიანი - 19, 10. ბორდო - 17, 11. ბაიონი - 15, 12. მონპელიე - 14, 13. ლიონი - 12, 14. ბიარიცი - 10.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა