სამთო მოთხილამურეები ოკეანის გაღმა გადაბარგდნენ და მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი ჩრდილოეთ ამერიკის კურორტებზე ჩაატარეს
სამთო მოთხილამურეები ოკეანის გაღმა გადაბარგდნენ და მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი ჩრდილოეთ ამერიკის კურორტებზე ჩაატარეს.

კანადის ლეიკ-ლუისში მამაკაცებმა სწრაფდაშვებაში გაარკვიეს ურთიერთობა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა - პირველ და მესამე ადგილს შორის სხვაობა მხოლოდ 8 მეასედი წამი იყო!

პირველობისთვის ორმა შვეიცარიელმა - დიდი კუშმა და ბიტ ფოიზმა იბრძოლეს. შარშანდელი სეზონის შემდეგ კუში სერიოზულად ფიქრობდა კარიერის დასრულებას, მაგრამ გადაიფიქრა და ახლა იდეალური დაშვების წყალობით კარიერაში მსოფლიოს თასის მე-18 ეტაპი მოიგო. ცუდად არც ფოიზი გამოიყურებოდა, მაგრამ კუშმა მას გამოცდილების ხარჯზე აჯობა. დიდიე 37 წლისაა, ფოიზი - 13 წლით უმცროსი.

მესამე გახდა ავსტრიელი ჰანეს რაიჰელტი, რომელსაც 45-ე სასტარტო ნომერი ჰქონდა, რაც თითქმის არ უტოვებდა სერიოზულ შანსს, მაგრამ ჰანესმა ფოიზთან მხოლოდ ორი მეასედი წამი წააგო, კუშთან - რვა.

შვეიცარიელებმა დუბლი შეასრულეს, ტოპ-ათეულში კი ავსტრიელების სიჭარბე შეინიშნებოდა. მოკლედ, სეზონი ლოგიკურად გაგრძელდა.

სწრაფდაშვება

კაცები

1. დიდიე კუში (შვეიც) - 1:47.28; 2. ბიტ ფოიზი (შვეიც) - +0.06; 3. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) - +0.08; 4. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - +0.35; 5. კლაუს კრელი (ავსტრია) - +0.47; 6. იოჰან კლერი (საფ) - +0.63; 6. ადრიენ ტეუ (საფ) - +0.63...

ასევე მეორე ეტაპი ჩაატარეს ქალებმა. ისინი ამერიკის კურორტ ასპენს სტუმრობდნენ და გიგანტურ სლალომში სცადეს ბედი.

როგორც გახსოვთ, პირველ ეტაპზე სპეციალურ სლალომში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ამერიკელმა ლინდსი ვონმა, რომელიც ამ დისციპლინაში არასოდეს ბრწყინავდა. მაგრამ ამჯერად ადგილობრივი პუბლიკის კერპმა ვერ შეძლო მაღალი შედეგის ჩვენება, თუმცა საერთო ჩათვლაში მისმა ძირითადმა კონკურენტმა და მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, გერმანელმა მარია რიშმა საერთოდ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა.

პირველი ცდის შემდეგ კონკურენტებზე საკმაოდ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა ავსტრიელმა ელიზაბეტ გიორგლმა, ხოლო გიგანტურ სლალომში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მცირე გლობუსის მფლობელი ვიქტორია რებენსბურგი მხოლოდ მეხუთე იყო. მაგრამ გერმანელს ბრწყინვალე მეორე ცდა გამოუვიდა, იოლად გავიდა პირველ პოზიციაზე და სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე რებენსბურგი მეორე იყო ფინიშზე.

მართალია, გიორგლმა პირველი ცდის შემდეგ მოპოვებული წამიანი უპირატესობა გაფლანგა, მაგრამ მაინც კმაყოფილი უნდა იყოს ამ ეტაპით. სამეულში მოხვდა ამერიკელი ჯულია მანკუზო, რომელმაც ისევ შესამჩნევად მოუმატა იმ სახეობაში, რომელმაც მას მსოფლიოს აღიარება მოუტანა.

გიგანტური სლალომი

ქალები

1. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:11.25; 2. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.33; 3. ჯულია მანკუზო (აშშ) - +0.44; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0.50; 5. ლარა გუტი (შვეიც) - +0.81; 6. დენიზ კარბონი (იტა) - +0.89...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა