გაიმართა მეოთხე სტარტი და მეოთხედ პირველობა ლეგენდარულმა ნორვეგიელმა მარიტ ბიორგენმა მოიპოვა
ფინეთის ქალაქ კუუსამოში გაგრძელდა თხილამურებით სირბილში მსოფლიოს თასის გათამაშება. ქალებს შორის სეზონი ჯერჯერობით ერთი სპორტსმენის შოუდ გადაიქცა. გაიმართა მეოთხე სტარტი და მეოთხედ პირველობა ლეგენდარულმა ნორვეგიელმა მარიტ ბიორგენმა მოიპოვა.

კუუსამოში სპრინტში გამარჯვების შემდეგ ბიორგენმა 5-კილომეტრიანი დისტანცია მოიგო. ნორვეგიელმა მხოლოდ ერთ მომენტში მისცა შვედ შარლოტე კალას ლიდერთან მიახლოების საშუალება, მაგრამ ეს დროებითი და ხანმოკლე ინტრიგა იყო.

5 კილომეტრზე 11-წამიანი სხვაობა უდიდესი უპირატესობაა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბიორგენის ბრწყინვალე ფორმას. იგივე ითქმის მთლიანად ნორვეგიის ნაკრებზე. ისევე როგორც პირველ ეტაპზე, ამჯერადაც პირველ ათეულში ამ ქვეყნის სპორტმენთა მოზღვავება შეინიშნებოდა.

მესამეზე გავიდა ნორვეგიელი ვიბეკე სკოფტედური, რომელმაც კარგი რბოლა ჩაატარა. ათეულში მოხვდნენ ტერეზე იოჰაუგი, ასტრიდ იაკობსენი, მარტე კრისტოფერსენი და კრისტინ სტეირა.

5 კმ. ქალები

1. მარიტ ბიორგენი (ნორ) - 11:45.3; 2. შარლოტე კალა (შვედ) - +11.6; 3. ვიბეკე სკოფტერუდი (ნორ) - +12.9; 4. ტერეზე იოჰაუგი (ნორ) - +13.9; 5. იუსტინა კოვალჩიკი (პოლ) - +21.5; 6. ასტრიდ იაკობსენი (ნორ) - +27.1...

მამაკაცებს ორჯერ გრძელი დისტანციის დაფარვა უწევდათ. თუ ქალებს შორის სპორტის ამ სახეობაში ლიდერი ბიორგენია, კაცებში თხილამურების "მეფეს" ასევე ნორვეგიელ პეტერ ნორტუგს უწოდებენ. თუმცა ხშირად ამბობენ, რომ ნორტუგი ვიწრო სპეციალიზაციის მოთხილამურეა. ის ხშირად იგებს მას-სტარტებს, სადაც კარგი ფინიშია საჭირო. ასე რომ, პეტერ ნორტუგი - ერთგვარად სათხილამურო რბოლის მარკ კევენდიშია (ველოსპორტის ვარსკვლავი). თუმცა ნორვეგიელს ინდივიდუალურ რბოლებშიც არაერთი გამარჯვება აქვს და კოლექცია მორიგი ტრიუმფით შეავსო.

ბიორგენის მსგავსად, ნორტუგმაც კარგი ფორმა აჩვენა, რაზეც უახლოეს მდევართან, იტალიელ როლანდ კლარასთან 23-წამიანი უპირატესობა მეტყველებს. მესამე ადგილზე გავიდა ფრანგი მორის მონიფიკა, ვინც წამი მოუგო შვეიცარიელ დარიო კოლონიას.

თავი შეირცხვინეს წინა დღეს სპრინტის ეტაპის გმირებმა - მათი ჩამორჩენა ორი წუთის რაიონში იყო.

10 კმ. კაცები

1. პეტერ ნორტუგი (ნორ) - 21:49.1; 2. როლანდ კლარა (იტა) - +23.8; 3. მორის მონიფიკა (საფ) - +30.1; 4. დარიო კოლონია (შვეიც) - +31.7; 5. კრის ანდრე იესპერსენი (ნორ) - +33.0; 6. მარკუს ჰელნერი (შვედ) - +35.6...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა