ბრაზილიის გრანპრი იმით იყო გამორჩეული, რომ სებასტიან ფეტელმა 2011 წლის სეზონი მნიშვნელოვანი რეკორდით დაასრულა
ბრაზილიის გრანპრი იმით იყო გამორჩეული, რომ სებასტიან ფეტელმა 2011 წლის სეზონი მნიშვნელოვანი რეკორდით დაასრულა.

"რედ ბულის" პილოტმა წლევანდელ ჩემპიონატში მე-15 პოული მოიპოვა, რითაც დაამხო ლეგენდარული ნაიჯელ მენსელის რეკორდი, რომელიც 1992 წელს იყო დამყარებული. მაშინ მენსელმა 14-ჯერ აიღო სტარტი პირველი პოზიციიდან.

"კვალიფიკაციის წინ ბევრს ლაპარაკობდნენ ამ რეკორდის შესახებ, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე სწორი ვარიანტი იყო, თუ წინასწარ არ ვიფიქრებდი ამ მიღწევაზე.

ბრაზილიური უქმეების დასაწყისი არც ისე წარმატებული გამოვიდა. მანქანის ბალანსი მოიკოჭლებდა, მაგრამ საჭირო ზომები მივიღეთ და კვალიფიკაციის სტარტისთვის ყველაფერი წესრიგში იყო - ბოლიდი მაღალ სიჩქარეს აჩვენებდა. ფინალური სესიის პირველივე წრეზე მისაღები დრო ვაჩვენე, მაგრამ ვიცოდი, რომ მეტის მიღწევა შემეძლო და საბოლოოდ, ბოლო ცდაზე მანქანისგან მაქსიმუმი მივიღე.

ფინიშის ხაზის გადაკვეთისას ემოციებით დატვირთული ვიყავი. თუმცა საკმაო ხანი მომიწია ლოდინი იმის გასაგებად, საკმარისი იყო თუ არა ჩემი დრო პოულის მოსაპოვებლად. მოგვიანებით, ჩემმა ინჟინერმა რადიოთი შემატყობინა, რომ ჯენსონმა მხოლოდ მეორე დრო აჩვენა, შემდეგ ის მარკ უებერმა შეავიწროვა... მხოლოდ ამის შემდეგ გახდა ცხადი, რომ პოული ჩემი საკუთრება იყო.

ვიტყოდი, რომ ეს განსაკუთრებული კვალიფიკაცია იყო ჩემთვის. ის სხვებს არ ჰგავდა. რა თქმა უნდა, წინა რეკორდის მფლობელმა ნაიჯელ მენსელმა 1992 წელს სამით ნაკლები რბოლა ჩაატარა, მაგრამ ეს მაინც ისტორიული მომენტია, რომელიც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს", - განაცხადა რეკორდის დამყარების შემდეგ ფეტელმა.

"ვულოცავ სებას! შესანიშნავი წრე გაიარა და ბრწყინვალე შედეგს მიაღწია, - დაწერა თავის "ტვიტერზე" მსოფლიოს 1992 წლის ჩემპიონმა ნაიჯერ მენსელმა. - "რედ ბული" დიდი გუნდია და მას წარმატებას ვუსურვებ".

როგორც ჩანს, ფეტელი დარწმუნებული იყო, რომ მენსელის რეკორდს მოხსნიდა. მან ჯერ კიდევ სან პაულუს აეროპორტში შეიძინა ჯამბაზის ულვაშები და კვალიფიკაციის შემდეგ დაიწება, რითაც მისალმება გაუგზავნა ნაიჯელს. როგორც ცნობილია, აქტიური კარიერის წლებში ინგლისელის სავიზიტო ბარათი სწორედ ულვაშები იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა