იტალიის ჩემპიონატში ჩვენებურმა ვერაფერი უშველა კანტუელებს, რომლებიც "რომასთან" უიმედოდ - 74:91 დამარცხდნენ
იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიის "კანადიან სოლარი" ისვენებდა. შესაბამისად, არ უთამაშია ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეს. არ ითამაშა არც გიორგი შერმადინმა, ოღონდ "ბენეტ კანტუს" ქართველ ცენტრს ტრავმა აწუხებდა, მანუჩარ მარკოიშვილმა კი ვერაფერი უშველა კანტუელებს, რომლებიც "რომასთან" უიმედოდ - 74:91 დამარცხდნენ.

მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან ყველაზე მეტი - 31 წუთი ითამაშა. მანუჩარმა 6 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 4 სამქულიანიდან რომაელთა კალათში 3 მოათავსა. 15 ქულასთან ერთად 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მიითვალა. მარკოიშვილზე უკეთესი შედეგი კანტუელთაგან მხოლოდ ნიკოლას მაცარინოს ჰქონდა - 18 ქულა და 5 პასი.

"კანტუს" 8 თამაშიდან 5 მოგება აქვს და "ვარეზესთან" და "ბიელასთან" ერთად III-V ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი მარკოიშვილ-შერმადინის გუნდს 4 დეკემბერს სტუმრად "სიენასთან" ელის.

დაახლოებით იგივე ანგარიშით იმარჯვა ნიკა მეტრეველის "დინამო სასარიმ", რითაც "კანტუ" დამარცხდა. დინამოელებმა "ტერამოს" უმასპინძლეს და მეტოქე 91:73 დაამარცხეს. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 11 წუთი გაატარა 4 ქულასთან ერთად 1 მოხსნა მიითვალა.

ნიკამ საშუალო დისტანციიდან სამჯერ შეუტია მეტოქის კალათს, საიდანაც 2 ჩააგდო. მეტრეველის გუნდელმა ქართული პასპორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ 31 წუთი 15 წუთი, 4 პასი და 2 მოხსნა მიითვალა.

სასარელებს 6 თამაშიდან 3 მოგება აქვთ და ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო ტურში 4 დეკემბერს მეტრეველის გუნდი სანიკიძის "კანადიან სოლარს" შეხვდება.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა