ბოლო 7-8 თვეა, "პარი სენ-ჟერმენზე" ალბათ იმდენივე იწერება, რამდენიც ერთად აღებული დანარჩენ ფრანგულ ფეხბურთზე
ტრანსფერები

ბოლო 7-8 თვეა, "პარი სენ-ჟერმენზე" ალბათ იმდენივე იწერება, რამდენიც ერთად აღებული დანარჩენ ფრანგულ ფეხბურთზე და ამის მიზეზი ამ კლუბის განუზომელი სატრანსფერი მადაა.

ჩვენი ფრანგი კოლეგების ცნობით, გუნდს "ნაპოლიდან" 25 წლის ურუგვაელი ედინსონ კავანის გადაბირება განუზრახავს და ამ მიზნით 75 მილიონი ევრო გაამზადაო. სამხრეთამერიკელით აქამდე ყველაზე მეტად დაინტერესებული "ჩელსი" იყო. დიდი ხანია ლაპარაკობენ, რომ პარიზელები იტალიიდან მარცხენა მცველს, 30 წლის ფედერიკო ბალცარეტისაც გადაიბირებენ. იტალიელი "პალერმოში" თამაშობს, კლუბში საიდანაც "ლურჯ-წითლებმა" პასტორე და სირიგუ გადაიბირეს.

ფრანგული გამოცემა Journal Do Dimanche -ი პორტუგალიური "აკადემიკა კოიმბრას" პრესსამსახურის განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ კლუბი კატეგორიულ უარს აცხადებს "მარსელს" 20 წლის ივუარელი თავდამსხმელი იბრაჰიმ სისოკო იმ თანხად მიჰყიდოს, რამდენის გადახდასაც ისინი აპირებენ. ლაპარაკია სულ რაღაც ნახევარ მილიონ ევროზე.

ტრავმები

კვირას ლიგა 1-ის უმთავრეს დაპირისპირების 32-ე წუთზე "მარსელის" 24 წლის ცენტრფორვარდი ლოიკ რემი მამადუ სახოსთან საჰაერო ორთაბრძოლის შემდეგ მიწაზე უხერხულად დაეშვა და ფეხის ტრავმა მიიღო. მის ნაცვლად მინდორზე ჟორდან აიუ შევიდა. ექიმებს ტრავმის სირთულე ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა წინასწარი ვარაუდით სერიოზული არაფერია. და მაინც, ლაპარაკი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების კონკრეტულ ვადებზე ნაადრევია.

"ევიანის" 34 წლის კარის დარაჯმა ბერტრან ლაკემ "რენთან" შეხვედრის მე-60 წუთზე უგო მონტანოსთან შეჯახებისას ბარძაყის დიდი ძვალი გაიტეხა. მის ნაცვლად მოედანზე სტეფან ანდერსენი გამოვიდა. ექიმების წინასწარი ვარაუდით, ბედშავ ლაკეს მკურნალობა მინიმუმ 6 თვე მოუწევს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ის პატარა ბიჭი უკვე აღარ არის, აღნიშნულმა ტრავმამ შესაძლოა მის კარიერას სულაც წერტილი დაუსვას. კარიერის განმავლობაში მას "ნანსისა" და ბელგიური "შარლერუას" ღირსება დაუცავს.

გეგმები

ჟან ტიგანას შარშან "ბორდოში" სეზონი არ ჩაუმთავრებია. თანამდებობიდან ის თავისი ნებით აპრილის დასაწყისში გადადგა. ორიოდე კვირის წინ ღვაწლმოსილ სპეციალისტს "შანხაი შენხუამ" სარფიანი კონტრაქტი შესთავაზა. მოლაპარაკების ადგილზე გასამართად მუსიე ტიგანა აღნიშნულ ქალაქს ესტუმრა.

56 წლის ფრანგი აცხადებს რომ: "ჩინეთში გასართობად არ ჩამოვსულვარ. ამხელა გზაზე იმიტომ გამოვწიე, რომ კონტრაქტის გარდა პირობები ადგილზე შემესწავლა, ასევე დამეთვალიერებინა ქალაქი. ამ ყველაფრისთვის, პლუს, თანხმობის ან უარის სათქმელად სულ სამი დღე მაქვს. თუკი ჩინეთში ისე დავრუნდები, იმისთვის, რომ კონტრაქტის ხელი მოვაწერო და სამუშაოს შევუდგე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა