ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ოთარ თუშიშვილი ტრავმით დაბრუნდა

ოთარ თუშიშვილი ტრავმით დაბრუნდა

სპორტკომპლექს "არენაში" დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც ყველა წამყვანი ფალავანი ჩაება
გუშინ სპორტკომპლექს "არენაში" დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მართლაც ყველა წამყვანი ფალავანი ჩაება მწვრთნელთა საბჭოს მიერ გათავისუფლებული ხუთეულის გარდა.

ყოველ შემთხვევაში, გუშინ ნაჭიდავებ ოთხ წონით კატეგორიაში - 55, 66, 84 და 120 კილოგრამებში მეტ-ნაკლებად ცნობილთაგან მხოლოდ შალვა მუზიაშვილს (66) არ უასპარეზია ავადმყოფობის გამო. ცხადია, ასეთმა მიდგომამ ჩემპიონატის დონე აამაღლა. ამჯერად აღარც მსაჯობას ახლდა ძველებური აყალ-მაყალი - ბოლო წლებში ამ მხრივ ვითარება ბევრად გამოსწორდა, მაგრამ საქმეს ამჯერად დიდად წაადგა სომეხი არბიტრების მოწვევა. ჩემპიონატზე სამი იქაური მსაჯია მოწვეული, რომლებმაც ფინალებში იმსაჯეს.

მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, შეჯიბრებიდან გათავისუფლებულია ლიცენზირებულთა ოთხეული, მსოფლიოს წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსნები - დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84) და დავით მოძმანაშვილი (120), აგრეთვე ევროპის შარშანწინდელი ვიცე-ჩემპიონი მალხაზ ზარქუა (60), რომლებსაც უსაგზუროდ დარჩენილთაგან მხოლოდ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55) დაუმატეს.

ხუთივე მათგანი ახალი თაობის წარმომადგენელია, რამაც ჩემპიონატში ერთგვარი ზღვარი გაავლო ახლებსა და ძველებს შორის. მათში ცხარე ბრძოლა თავიდანვე იყო მოსალოდნელი - ლიდერთა არყოფნაში ერთ მხარეს "მზის ქვეშ" მოპოვებული ადგილის შენარჩუნების შანსი ეძლეოდა, მეორეს - მისი მოპოვებისა.

ოთხიდან ორ შემთხვევაში - 55-სა და 66-ში მართლაც გაიმართა თაობათა ბრძოლა, რომელიც ძველების გამარჯვებით დასრულდა - გორელებმა, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ბესარიონ გოჩაშვილმა (55) და მსოფლიოს ვერცხლის, ევროპისა და ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანმა ოთარ თუშიშვილმა (66) ფინალამდეც და მანამდეც არაერთ ახალგაზრდა კონკურენტს სძლიეს. ფინალში მათი მეტოქეებიდან ახალი სახე უფრო გიორგი ედიშერაშვილს ეთქმის 55-ში, თორემ კობა კაკალაძე (66) ევროპის ვიცე-ჩემპიონია.

მათი მხრიდან ფინალში მოგებაც არ იყო უბრალოდ წარმატება - ორივემ დამაჯერებლად აჯობეს კონკურენტებს და მათთვის მაინცდამაინც ბევრი შანსი არ მიუციათ. განსაკუთრებით - გოჩაშვილს. ედიშერაშვილი წლეულს თითქოს ურიგოდ არ ასპარეზობდა, მაგრამ ნათქვამია, "ბებერი ხარისა რქანიც ხნავენო" და გამოცდილებამ მაინც თავისი ჰქნა - გოჩაშვილი მთელი თავით მაღლა იდგა მეტოქეზე.

მისი უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი მეორე პერიოდში იყო, როცა 4:0 დაწინაურდა. ედიშერაშვილმა მხოლოდ ამის შემდეგ გაუქვითა 2 ქულა, თუმცა ეს გიჩაშვილის მხრიდანაც დროის გასაყვან ტაქტიკურ ჭიდაობას და ქულების დათმობას უფრო ჰგავდა.

ამ წონაში ამირან ელბაქიძის ბრინჯაოსაც გამოვარჩევთ და ტრისტან ჩირგაძის კვლავაც კარგ გამოსვლას.

ამ ჩემპიონატის მთავარი სიახლე თუშიშვილის დაბრუნებაა, თუმცა საკითხავია - როდემდე! ამ ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო მოჭიდავეს წლები გაუცდა ნაირ-ნაირი ტრავმების გამო, ახლა დაბრუნდა, მთელი ტურნირი გამაყუჩებლებით იჭიდავა - ლამის ყოველი შეხვედრის წინ ნემსს უკეთებდნენ, ფინალში კი მთავარი მაწამებელი ნეკნი ისევ იტკინა და როგორც ექიმებმა წინასწარი შემოწმების საფუძველზე თქვეს, ახალ წლამდე ვერ ივარჯიშებს.

ვიქონიოთ იმედი, რომ ტრავმა არც ისე სერიოზული აღმოჩნდება. თუშიშვილს ექიმთა დახმარება პირველ პერიოდშივე დასჭირდა, დამატებითის დასასრულს კი ფეხზე წამოდგომაც გაუჭირდა - მსაჯმა გამარჯვების აღსანიშნავად ხელი ბოლომდე ვერც კი აუწია.

ტრავმის და დამატებითი დროის მიუხედავად, თუშიშვილმა ფინალი იოლად მოიგო - ბაში-აჩუკივით მისალმებაც კი არ დაესრულებინა, ისე მსწრაფლ შეუვარდა მეტოქეს ფეხში, თითქოს ვარჯიშზე დამწყებებს ამ ფანდს ასწავლიდა. კაკალაძემ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა ვერ შეძლო, მაგრამ, სამაგიეროდ, მეორე პერიოდში დაუდგა მედგრად და ქულა არ დაუთმო. თან ბედმაც გაუღიმა, როცა მოწინააღმდეგემ მისი ბურთულა ამოიღო, რაც გამოიყენა კიდეც. ეგ იყო და ეგ - დამატებითში თუშიშვილი კვლავ მოწოდების სიმაღლეზე დადგა.

ოპერაციების, ტრავმებისა და გაცდენილი პერიოდის მიუხედავად, თუშიშვილმა მანამდეც იოლად მოუგო კონკურენტებს. თანაც - ბევრთან დიდი ანგარიშით იმარჯვა: ილია ჯაშიაშვილს 8:1 აჯობა, ზურაბ იაკობაშვილს - 6:3, ირაკლი წოწონავას - 11:8, ნახევარფინალში კი გიორგი ლობჟანიძე 7:3 დაამარცხა.

ამ წონიდან კიდევ ერთ გორელს გამოვარჩევთ - ევროპის პრიზიორ მალხაზ მუზიაშვილს, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერც ამჯერად დაგვამახსოვრა თავი - პირველივე შეხვედრა იაკობაშვილთან წააგო. არადა, მისგან ბევრად მეტს ველოდით, ვიდრე ევროპული ბრინჯაოა. რატომღაც ის წარმატება დღემდე "გედის სიმღერად" ექცა.

84-სა და მძიმეში ძველი თაობიდან ტიტულოვანი თითქმის არავინ ჭიდაობდა და იქ ასპარეზი მთლიანად ახალგაზრდებს დარჩათ.

ვფიქრობთ, მკითხველთა განსაკუთრებულ ინტერესს მძიმე წონა იწვევს, სადაც ფინალის საგზური უფროსებში მსოფლიოს პრიზიორმა ლევან ბერიანიძემ და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონმა, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანმა გიორგი საკანდელიძემ მოიპოვეს, იქ კი საკანდელიძემ საკმაოდ იოლად იმარჯვა. განსაკუთრებით ეფექტური იყო მის მიერ მეორე პერიოდში მოპოვებული 3 ქულა, თუმცა იქვე დატრიალებაც რომ მოეხერხებინა, მთლად უნაკლო ეპიზოდი იქნებოდა. არადა, ცოტა დააკლდა მიზნამდე.

84-ის ფინალში დაახლოებით თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა ბექა ჭელიძემ რიგ ეპიზოდებში მაინც მოახერხა უპირატესობის მოპოვება თორნიკე სვანიძეზე და ისიც დამსახურებულად გახდა საქართველოს ჩემპიონი.

დღეს 60, 74 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, სადაც ასევე უძლიერესი შემადგენლობა გამოვა. შეხვედრები 12 საათზე დაიწყება.

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. ბესარიონ გოჩაშვილი (გორი), 2. გიორგი ედიშერაშვილი (თბილისი), 3. ტრისტან ჩირგაძე (ქუთაისი), ამირან ელბაქიძე (გორი).

66 კგ. 1. ოთარ თუშიშვილი (გორი), 2. კობა კაკალაძე (აჭარა), 3. ზურაბ იაკობაშვილი (ყვარელი), გიორგი ცუცქირიძე (ქუთაისი).

84 კგ. 1. ბექა ჭელიძე (აჭარა), 2. თორნიკე სვანიძე (თბილისი), 3. მარადი ზოიძე (აჭარა), სანდრო ამინაშვილი (გარდაბანი).

120 კგ. 1. გიორგი საკანდელიძე, 2. ლევან ბერიანიძე (ორივე - თბილისი), 3. ლევან სეთურიძე (ყაზბეგი), გიორგი მეშვილდიშვილი (ონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა