ინტერვიუ ნოვაკ ჯოკოვიჩთან

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ATP-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა გუნდური ტურნირების შესახებ, როჯერ ფედერერსა და ანა ივანოვიჩზე, აგრეთვე და თავის უმცროს ძმებზე, რომელთა წარმატების სჯერა.

- ნოვაკ, სექტემბერში დევისის თასის გადამწყვეტი მატჩებია. კანადის მასტერსზე რაფაელ ნადალთან ერთად წყვილში თამაში ნაწილობრივ უკავშირდებოდა სერბეთის ნაკრების შემადგენლობაში მომავალ გამოსვლას?

- სიმართლე გითხრათ, დევისის თასზე არ ვფიქრობდი, როცა ნადალს ტორონტოში წყვილებში თამაში შევთავაზე. რა თქმა უნდა, ასეთი პრაქტიკა ყოველთვის კარგია და ის შეიძლება დევისის თასზე გამომადგეს, რადგან მომავალ ნახევარფინალში, შესაძლოა, წყვილებშიც დამაყენონ. კარგია, რომ გუნდში გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც თითქმის უსიტყფოდ უგებე ერთმანეთს. გარდა ამისა, ჩვენთან არის ნენად ჟიმონჟიჩი - მსოფლიოში ერთი-ერთი საუკეთესო მოთამაშე წყვილთა თანრიგში. ის ნებისმიერ ჩვენთაგანთან გამონახავს საერთო ენას.

მე უფრო ერთეულთა თამაშზე ვარ კონცენტრირებული. დღეს სერბეთს მართლაც ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და მოხარული ვარ, რომ ასე შორს გასვლა მოვახერხეთ. შევეცდებით კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ და ფინალში გავიდეთ. ჩვენ არც ისე ხშირად გვიწევს ნაკრებში თამაში. ჩოგბურთი მაინც სპორტის ინდივიდუალური სახეობაა, ამიტომაც დევისის თასი - განსაკუთრებული ტურნირია. აქ გუნდურ სულს გრძნობ. გეიმებს შორის პაუზებისას არამარტო კაპიტანი გაძლევს დარიგებებს, არამედ თანაგუნდელებიც გამხნევებენ - ეს შესანიშნავია. სწორედ ამის გამოა ეს ტურნირი ასე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული.

- დევისის თასის გარდა, იანვარში სერბეთს ჰოფმანის თასზე წარმოადგენთ. ორი წლის წინ აქ ელენა იანკოვიჩთან ერთად ითამაშეთ, გაისად პარტნიორად ანა ივანოვიჩი გეყოლებათ. უკვე მოიფიქრეთ ვისთან ერთად ითამაშებთ 2012 წლის ოლიმპიადაზე?

- ამაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ, ლონდონში მიქსტს ვითამაშებ. ძალიან რთულია ერთდროულად გამოხვიდე ერთეულთა, წყვილთა და შერეულ წყვილთა თანრიგში. სამი შეჯიბრი ერთ ტურნირში - ეს მეტისმეტია.

ჰოფმანის თასი ჩემი ერთ-ერთი საყვარელია ტურნირია, რადგან აქ არა ქულებისთვის, არამედ ქვეყნის პრესტიჟისთვის თამაშობ. რა თქმა უნდა, ბოლოს დაგაჯილდოვებენ, მაგრამ მთავარი სიამოვნების მიღებაა, თანაც ეს კარგი პრაქტიკაა ავსტრალიის ღია პირველობის წინ. ორიგინალურია, როცა ერთ გუნდში თითო მოთამაშეა WTA-სა და ATP-ის ტურებიდან. ჰოფმანის თასის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. ანასთან ერთად 2006 წელს ვითამაშე და ახლა ისევ ერთად ვიქნებით. სიმართლე გითხრათ, მთელი ეს წლები მას ველოდებოდი. ყველაფერი მის გადაწყვეტილებაზე იყო დამოკიდებული.

- შარშან, ცინცინატის ფინალში როჯერ ფედერერთან წაგების შემდეგ თქვით, რომ ცუდ დროს დაიბადეთ, რადგან როჯერი არავის აძლევს გასაქანს. ახლა დრო შეიცვალა. შარშანდელთან შედარებით ამჩნევთ მის თამაშში ცვლილებას?

- მეჩვენება, რომ სხვა ჩოგბურთელები გაცილებით უკეთ ათამაშდნენ მის წინააღმდეგ. როჯერი ძველებურად ძლიერია, კარგ შედეგებს აჩვენებს, სტაბილურად ხვდება ტურნირების დასკვნით ეტაპებზე. ტორონტოს მასტერსზე ბრწყინვალე მატჩი ვითამაშეთ, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. უბრალოდ, ახლა ჩოგბურთელებს სჯერათ, რომ შეუძლიათ მისი დამარცხება, ისევე როგორც, რაფაელ ნადალის ან სხვა ტოპ-მოთამაშეების. ეს ჩვენს სპორტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

- რა ცვლილებების შეტანაა თქვენს თამაშში საჭირო, რათა ისევ მოიგოთ "დიდი სლემის" ტურნირი?

- 2008 წელს ამ ტურნირების თითქმის ყველა ნახევარფინალსა და მეოთხედფინალში ვითამაშე. ყოველთვის რაღაც არ მყოფნის იმისთვის, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი გადავდგა და ფინალში ვითამაშო. ამავდროულად, შესანიშნავად მესმის, რომ თამაში იცვლება. ახლა ბევრი ისეთი ჩოგბურთელი გამოჩნდა, რომლებსაც შეუძლიათ დიდი ტურნირების მოგება. ავიღოთ თუნდაც ეს წელი - ბერდიხმა და სიოდერლინგმა ითამაშეს ფინალში, რაც ბევრს გაუკვირდა, რადგან მიჩვეულნი არიან გადამწყვეტ მატჩებში ნადალისა და ფედერერის ხილვას. სპორტისთვის კონკურენცია კარგია, უფრო მეტ მაყურებელს იზიდავს, ჩვენთვის კი ეს კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, რომ მონდომებული შრომა "დიდი სლემის" ტურნირის მოგების კიდევ ერთ შანსს მომიტანს. კარგად ვთამაშობ, თავს დამაჯერებლად ვგრძნობ, ახალგაზრდა ვარ... ყველაფერი წინ არის.

- თქვენ საჩოგბურთო ოჯახიდან ხართ. ორივე უმცროსი ძმა პროფესიულ დონეზე თამაშობს. როგორია მათი პერსპექტივები?

- რამდენადაც შემიძლია ვეხმარები მათ, თუმცა ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს. ორივეს საკუთარი მწვრთნელი ჰყავს და საკუთარი კარიერა გააჩნია. ბევრი უნდა იმუშაონ და მაშინ მიაღწევენ წარმატებას. მათ ეს შესანიშნავად ესმით. ისინი ესწრებოდნენ ჩემს ტრიუმფს ავსტრალიის ღია პირველობაზე, სხვაგანაც ადევნებდნენ თვალს ჩემს გამოსვლას, ასე რომ იციან როგორია საჩოგბურთო სამყარო და რას ნიშნავს იყო პროფესიონალი ჩოგბურთელი.

იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოუვათ და გამოიყენებენ ამ გამოცდილებას. მარკო 19 წლისაა და სულ ახლახანს მოიპოვა პირველი სარეიტინგო 20 ქულა. ახლა ის 925-ე ჩოგანია და პროგრესისკენ მიდის. უმცროსი ძმა ჯორჯე ფლორიდაში, ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში ვარჯიშობს. ძალიან ნიჭიერია და კარგი მწვრთნელის ხელშია იმყოფება. ვნახოთ, რა გამოვა აქედან.

- ორი კვირის წინ მსოფლიოს მეორე ჩოგანი იყავით, თუმცა ფედერერმა ისევ გაგასწროთ....

- თუ რეიტინგზე ვილაპარაკებთ, მთავარი - შედეგების სტაბილურობაა, განსაკუთრებით მსხვილ ტურნირებზე. ყოველთვის ცდილობ "დიდი სლემის" ტურნირებისთვისა და მასტერსებისთვის საუკეთესო ფორმაში იყო, რადგან სწორედ იქ შეიძლება ყველაზე მეტი ქულის დაგროვება. ის, ვინც სხვებზე სტაბილურად გამოდის ამ ტურნირებზე, იქნება კიდეც საუკეთესო. გასულ წელს თითქმის 100 მატჩი ვითამაშე და ეს იმაზე მეტყველებს, რომ სეზონი სავსებით წარმატებული იყო. წელს მატჩები უფრო ცოტაა, რადგან სეზონის პირველი ნახევარი არც ისე წარმატებული იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია. უიმბლდონის შემდეგ გაცილებით უკეთ დავიწყე თამაში. უბრალოდ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო, თამაში გავაუმჯობესო და დაველოდო, როდის მივაღწევ ცხოვრების მთავარ მიზანს - რეიტინგში პირველ ადგილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი ლელო

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
[VIDEO] სანდროს კარგი მატჩი არ გამოუვიდა... "რეპტორსმა" 12 წამით ადრე 4 ქულა ამოიღო და ოვერტაიმში მოიგო
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
[VIDEO] ბითაძის სეზონის საუკეთესო მატჩი - "ორლანდომ" "ნიუ ორლეანი" დაამარცხა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება