თურქეთში ახალგაზრდა მოფარიკავეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში ლუკა ღაღანიძემ რაპირაში 86 მონაწილეს შორის მე-3 ადგილი დაიკავა
თურქულ ბურსაში ახალგაზრდა მოფარიკავეთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირში მასპინძლებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, რუმინეთისა და იორდანიის წარმომადგენლებმაც იასპარეზეს. საპრიზო ადგილებისთვის სულ 316 მუშკეტერი იბრძოდა.

პირად პირველობაში ლუკა ღაღანიძემ რაპირაში 86 მონაწილეს შორის მე-3 ადგილი დაიკავა. ქვეჯგუფში მან 5 მეტოქე დაჯაბნა, მერვედფინალში თანაგუნდელ არჩილ უგულავას აჯობა 15:9, მეოთხედფინალში იორდანელ ომარ ალჰაჰადიდის დააყრევინა ფარ-ხმალი - 15:8, მასპინძელ თურქ ბირენბორასთან კი ნახევარფინალი ორი ჩხვლეტით დათმო. ამ უკანასკნელმა ტურნირის მთავარი პრიზი მოიპოვა.

მოხმალავე გოგონებში, ასევე, ბრინჯაოს დასჯერდა თბილისელი თეოდორა კახიანი. მეოთხედფინალში ჩვენებურმა აზერბაიჯანელ ეკატერინა პროხოროვას სძლია 15:13. თავად კი ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით მასპინძელ ილგინ სარბანთან წააგო. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ტურნირებში კახიანი თურქ მეტოქესთან მეხუთედ დამარცხდა.

- მართალი გითხრათ, ქართველი მოფარიკავეებისგან პირად პირველობებში უკეთეს შედეგებს მოველოდით, - გვითხრა ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ლუდვიგ ღაღანიძემ. - სამაგიეროდ, მათ გუნდურ პირველობებში იყოჩაღეს.

რაპირაში ბიჭებმა (ლუკა ღაღანიძე, არჩილ უგულავა, ნიკა ვეფხვიაშვილი) ოთხი შეხვედრა მოიგეს. მათ შორის - დაძაბულ ფინალურ პაექრობაში 45:43 დაამარცხეს თურქეთის პირველი ნაკრები და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ჩვენს გუნდს წარმატება გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უგულავას გამარჯვებამ მოუტანა. ამავე სახეობაში იყოჩაღეს გოგონებმაც - თეონა გოგლიძემ, ანა მელიამ და ნუცა იაგორაშვილმაც ფინალში მასპინძლებს სძლიეს, თანაც იოლად - 45:27.

ფინალში ოდნავ წაიფორხილეს მოხმალავე ვაჟებმა (შოთა შავგულიძე, საბა სულამანიძე, გიორგი სახვაძე), რომლებიც საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. ყოველივეს მიუხედავად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ახალგაზრდა ქართველ მოფარიკავეებს დიდი პოტენციალი აქვთ საიმისოდ, რომ უფრო მნიშვნელოვან ტურნირებშიც საპრიზო ადგილებისთვის იასპარეზონ.

განსაკუთრებით ანა მელია, ნიკა ვეფხვიაშვილი და საბა სულამანიძე მინდა გამოვყო: ისინი ბრძოლის ჟინით გამოირჩეოდნენ და 5-6 წლით უფროს მეტოქეებს ტოლს არ უდებდნენ. სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში ჩვენი გოგო-ბიჭები დიდ სარბიელზეც გვასახელებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა