ტურნირების მიმოხილვა

კანადურმა ამინდმა, როგორც იქნა, დაინდო ჩოგბურთელები და მათ მონრეალის უმაღლესი კატეგორიის ტურნირის დასრულების საშუალება მისცა. თავდაპირველად ნახევარფინალებში იყო ურთიერთობა გასარკვევი. კაროლინ ვოზნიაცკისა და სვეტლანა კუზნეცოვას მატჩში დანიელი პირველ სეტში 2:0-ს იგებდა, ვერა ზვონარევასა და ვიქტორია აზარენკას შეხვედრაში კი ჩოგბურთელებმა ერთი გეიმის გამართვაც ვერ მოასწრეს.

თამაშის განახლების შემდეგ კუზნეცოვამ პირველი სამი ქულა აიღო, მაგრამ ეს მისი დროებითი აქტიურობა აღმოჩნდა. რუსი კომბინაციების დასრულებისას ძალიან ბევრს ცდებოდა, ვოზნიაცკი კი დაცვით თამაშს კარგ შეტევით მოქმედებას უხამებდა, მოწოდებაც არ ღალატობდა და პირველ სეტში კიდევ ერთი ბრეიკის აღებით 6:2 გაიმარჯვა.

მეორე სეტში კუზნეცოვას ინიციატივის ხელში აღების შანსი გაუჩნდა, მაგრამ მან ვერ მოიგო ვოზნიაცკის მოწოდებაზე უმნიშვნელოვანესი 15-წუთიანი გეიმი, როცა ოთხი ბრეიკ-პოინტი გაანიავა. ამან დანიელს ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა და პარტიის ბოლოს "მშრალი" ანგარიშით აიღო მეტოქის გეიმი, რის შემდეგაც მატჩზე წარმატებით ჩააწოდა - 6:3.

პარალელურად სხვა კორტზე მეორე ნახევარფინალი მიმდინარეობდა. წელს ბელარუსმა აზარენკამ უიმბლდონის ფინალისტ ვერა ზვონარევას ორივე შეხვედრა მოუგო. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მათი ბრძოლა ავსტრალიის ღია პირველობაზე, როცა რუსმა პირველი სეტი მოიგო, მაგრამ ვიქტორიამ შეძლო თამაშის გადარჩენა და გამარჯვება. არანაკლებ დაძაბული გამოდგა ეს მატჩიც. კუზნეცოვა და ვოზნიაცკი შეხვედრას ასრულებდნენ, როცა ამ ნახევარფინალში ჯერ კიდევ პირველი სეტი მიდიოდა. აზარენკა ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით, თანაც მეორედ ეს პარტიის ბოლოს მოხდა და ბელარუსმა სეტზე ჩაწოდებით უფლება მიიღო. სეტბოლიც ჰქონდა, მაგრამ ზვონარევამ ბოლომდე იბრძოლა და ბრეიკით ანგარიში გაათანაბრა. ტაი-ბრეიკიც თანაბარი და დაძაბული გამოვიდა და ბედმა რუსს გაუღიმა - 8:6. მეორე სეტი ზვონარევას ბრეიკით დაიწყო, რის შემდეგაც აზარენკამ მარცხენა ფეხის ტრავმის გამო თამაში შეწყვიტა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს დაზიანება ბელარუსს აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლაში ხელს არ შეუშლის.

ორსაათიანი პაუზის შემდეგ ფინალური მატჩი დაიწყო. საწყის გეიმებში მეტოქეები ბევრს ცდებოდნენ და ერთმანეთს იოლ ქულებს ჩუქნიდნენ. პირველი გონს ვოზნიაცკი მოეგო და ხელთ იგდო ლიდერობა. თამაში ზვონარევამაც გამოასწორა, მაგრამ დანიელი დაცვაში კარგად ირჯებოდა და სულ მალე სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. გადამწყვეტ გეიმში ზვონარევამ სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, მაგრამ ვოზნიაცკიმ პარტიის გაჭიანურება არ ისურვა და ზედიზედ ხუთი ქულა და მასთან ერთად სეტიც აიღო - 6:3.

მეორე სეტი ძალიან ჰგავდა კუზნეცოვასა და ვოზნიაცკის მატჩის მეორე პარტიას. აქაც დანიელის მოწოდებაზე მეორე გეიმი ძალიან გაიწელა და ბოლოს კაროლინმა მიაღწია წარმატებას. ვოზნიაცკიმ თითქმის ასი პროცენტით გამოიყენა ბრეიკ-პოინტები და საბოლოოდ ამან სოლიდური უპირატესობა მოუტანა - 6:2. ერთ დღეში დანიელმა ორი რუსი დაამარცხა ისე, რომ ჯამში მხოლოდ 10 გეიმი დათმო.

კაროლინისთვის ეს მეათე ტიტულია კარიერაში, თუმცა მანამდე ის შედარებით მოკრძალებულ შეჯირებებში იმარჯვებდა, ასე რომ, ეს ტრიუმფი განსაკუთრებულია. სხვათა შორის, ვოზნიაცკი ამერიკის ღია პირველობაზე პირველ ნომრად იქნება განთესილი.

ამ კვირას კაცებიც და ქალებიც ნიუ ჰევენის ტურნირზე ითამაშებენ. წესით იქ ვოზნიაცკიც უნდა გამოვიდეს, რადგან შარშანდელი ტიტული აქვს დასაცავი, მაგრამ უცნობია, ეყოფა თუ არა ძალები დანიელს ნონ-სტოპის რეჟიმში სათამაშოდ.

WTA

Rogers Cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/2 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11) 6:2, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 8)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 10) 7:6(6), 1:0 აზარენკას უარი.

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-ვერა ზვონარევა (რუს, 8) 6:3, 6:2.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა