თუ იანვარში ჰიდინკის დათანხმებაც არ გამოვიდა, მაშინ პსჟ-ის კლოდ მაკელელე ჩაიბარებს
მარსელის "ველოდრომზე" გამანადგურებელმა მარცხმა "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის ანტუან კომბუარეს აქციების ფასი მეტისმეტად დაბლა დასცა.

"ეკიპი" ორშაბათის ნომერში წერდა, მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო გუნდის თავკაცს აწყნარებს და ნდობას ეფიცება, მზადაა, იანვარში გუნდი "შახტარის" თავკაც მირჩა ლუჩესკუს ჩააბაროსო.

მოგეხსენებათ მას რამდენჯერმე აქამდეც ჰქონდა მცდელობა, რათა კომბუარეს შემცვლელი მოენახა. ყველაზე რეალური კარლო ანჩელოტის დანიშვნა იყო, მაგრამ იტალიელმა სპეციალისტმა საფრანგეთში მუშაობა იუარა. გუუს ჰიდინკის აგენტმა კი თავად დაადასტურა, რომ "პარი სენ-ჟერმენის" წინადადება მიღებული ჰქონდა, მაგრამ იქვე დაამატა, ჩემი კლიენტი გადაწყვეტილებას იანვარში მიიღებს, იქამდე კი კარგად უნდა დაისვენოსო. ჰოლანდიელთან დაკავშირება ვერაფრით ხერხდება, ჰოლანდიური ვებგვერდები წერენ, დასასვენებლად აფრიკაში გაემგზავრაო.

გუშინ იმავე "ეკიპმა" დაწერა, რომ მირჩა ლუჩესკუ თავაზიან უარს აცხადებს "პარი სენ-ჟერმენის" შეთავაზებაზე. მიზეზად ის "შახტარში" დიდი გეგმების არსებობას ასახელებსო. ეს უკვე მეორედ ხდება, როცა ლეონარდო მშრალზე რჩება. ის კი მუშაობის შეწყვეტას იქამდე არ დათანხმდება, ვიდრე ახალ, კვალიფიციურ წინამძღოლს არ ნახავს. და აი, არის იდეა! თუ იანვარში ჰიდინკის დათანხმებაც არ გამოვიდა, მაშინ გუნდს კლოდ მაკელელე ჩაიბარებს. მისი კანდიდატურა ლუჩესკუს უარის შემდეგ პარიზელთა ბანაკში აქტიურად განიხილება. კლოდს ამჟამად კლუბში სპორტული კონსულტანტის თანამდებობა უკავია. როგორც კულუარებში წერენ, მის დანიშვნას "პარი სენ-ჟერმენის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ნასერ ალ-ჰელაიფი ლობირებს.

ისე როგორ იქნება, "ლურჯ-წითლების" სატრანსფერო გეგმებზეც არ ვთქვათ ორიოდე სიტყვა? პსჟ და დევიდ ბექჰემი დიდი ხანია ეკურკურებიან ერთმანეთს. ინგლისელი ამჟამად "ლოს ანჯელეს გალაქსისთან" ერთად ტაილანდშია. კომენტარი მომავალ ტრანსფერთან დაკავშირებით მან სწორედ ამ ქვეყანაში გააკეთა.

36 წლის ფეხბურთელის თქმით, მას არჩევანის გაკეთება "პარი სენ-ჟერმენსა" და "გალაქსის" შორის უწევს. BBჩ-ის ცნობით, დევიდი საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. მათი ვარაუდით, ბექზი ევროპაში დაბრუნებას მიანიჭებს უპირატესობას. აქვე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პსჟ დევიდს 2-წლიან კონტრაქტში 8 მილიონ ევროს სთავაზობდა.

შემდეგ შეთავაზება იმავე ხანგრძლივობის კონტრაქტში 9 მილიონამდე გაიზარდა. ახლა კი ლაპარაკია, რომ აღნიშნულ 9 მილიონს ის 1,5 წელიწადში მიიღებს. ბექჰემი თავისუფალი აგენტი 31 დეკემბერს ხდება.

იანვარში "პარკ დე პრენსზე" შეიძლება "იუვენტუსის" ბრაზილიელი თავდამსხმელი კარვალიო ამაური გამოჩნდეს. მის მიმართ ინტერესი სულ ცინცხალი ამბავია. სამხრეთამერიკელი ფორვარდი ამ სეზონში თამაშგარეშია დარჩენილი. "ბიანკონერის" მწვრთნელი ანტონიო კონტე მის სამსახურზე უარს ამბობს. "ქალბატონს" ამაურის გაყიდვა ჯერ კიდევ ზაფხულზე სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა ტრანსფერზე კატეგორიული უარი განაცხადა. ახლა გუნდიდან თავის დაღწევა თავად აქვს საოცნებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა