ბრაზილიის გრანპრიმ დაასრულა ავტოსპორტში 2011 წლის სეზონი, ამიტომაც შესაძლებელია გარკვეული შეფასებების გაკეთება
ბრაზილიის გრანპრიმ დაასრულა ავტოსპორტში 2011 წლის სეზონი, ამიტომაც შესაძლებელია გარკვეული შეფასებების გაკეთება. ამისთვის კი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა Castrol-ის რეიტინგი, რომელიც არაერთხელ შეგვითავაზებია ავტოსპორტის მოყვარულთათვის.

სწორედ დღეს ვიღებთ ყველაზე ობიექტურ სურათს, რადგან პილოტთა პოზიციების გამოთვლისას ითვალისწინებენ ახლახანს დასრულებული ჩემპიონატების სრულ შედეგებს.

გასული უქმეების შედეგების მიხედვით, ქულები შეეცვალათ ფორმულა 1-ის პილოტებს - ერთი წლის წინ აბუ დაბის ეტაპზე დაგროვილი ქულების ნაცვლად მან “ინტერლაგუშის” ტრასაზე გამოსვლისთვის მიიღეს ახალი ქულები. ამ სიტუაციაში მთავარი წაგებულია ლუის ჰემილტონი - ბრიტანელი 2010 წელს პოდიუმზე იდგა, ახლა კი ფინიშამდე ვერ მიაღწია. ჯენსონ ბატონმა კი დაადასტურა თავისი მესამე ადგილი და საბოლოოდ, გაასწრო რეიტინგში თანაგუნდელს.

თუმცა “მაკლარენის” პილოტები რეიტინგის მხოლოდ მესამე და მეოთხე ადგილებზე აღმოჩდნენ - მათ არამარტო სებასტიან ფეტელმა, არამედ მარკ უებერმაც გაუსწრო. მართალია, ავსტრალიელმა ჩემპიონატის საერთო ჩათვლაში წააგო ბატონთან, მაგრამ კვალიფიკაციებში უკეთ გამოსვლისა და რბოლების დროს უფრო მეტი სწრაფი წრეების წყალობით ორივე ბრიტანელს აჯობა სარეიტინგო რბოლაში.

პირველ ოცეულში სხვა ცვლილებები არ მომხდარა. საინტერესოა, რომ პირველი ხუთი ადგილი ფორმულა 1-ის პილოტებს ეკუთვნით, ამ სერიის შემდეგ პილოტი - ფელიპე მასა კი მხოლოდ მე-18 პოზიციაზეა.

ფორმულა 1-ის დებიუტანტებს შორის საუკეთესოა პოლ დი რესტა - ბრაზილიის გრანპრიზე კარგმა გამოსვლამ შოტლანდიელს რეიტინგში 36-ე ადგილი მოუტანა.

ქვეყნების ჩათვლაში პირველი სამეული შეადგინეს გერმანიამ, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 31 442

2. მ. უებერი (ფორმულა 1) 21 777

3. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 19 745

4. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 19 305

5. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 663

6. უ. პაუერი (IndyCar) 17 427

7. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 584

8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 327

9. ს. ლოები (რალი) 15 998

10. ს. დიქსონი (IndyCar) 14 949

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა