ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წარმატებული წელიწადის ოქროს აკორდი

წარმატებული წელიწადის ოქროს აკორდი

ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18-წლამდელთა შორის მერი არაბიძემ 9 შესაძლებლიდან 8 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა
17 წლის მოჭადრაკეს უკვე 17 ოქრო-ვერცხლი აქვს მოპოვებული. ბრაზილიურ კალდას ნოვასში ახალგაზრდა მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18-წლამდელთა შორის ქუთაისელმა საერთაშორისო ოსტატმა მერი არაბიძემ (მწვრთნელი ალექსანდრე არსენიძე) 9 შესაძლებლიდან 8 ქულით ჩემპიონობა მოიპოვა.

ოკეანისგაღმიდან დაბრუნებულ არაბიძეს გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შეხვედრა მოუწყვეს. "ჭადრაკში გამარჯვებებით ყოველთვის ვიყავით განებივრებული და სასიამოვნოა, რომ ტრადიცია გრძელდება. მერი არაბიძემ მსოფლიოს პირველობაზე დამაჯერებელად ითამაშა და დაამტკიცა, რომ ღირსეული თაობა მოდის, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სათანადოდ გააძლიერებს", - აღნიშნა სპორტის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა შეხვედრისას, რომელსაც ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძეც ესწრებოდა.

მერი არაბიძე 17 წლისაა (1994 წლის 25 თებერვალს დაიბადა), სამტრედიის მე-3 საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს. ჭადრაკის თამაში 6 წლისამ ისწავლა. საკმაო ხანს ანზორ მაჩიტიძე ამეცადინებდა, მეექვსე წელია, ქუთაისში მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ალექსანდრე არსენიძე ავარჯიშებს. თანატოლებში საქართველოს ოთხგზის ჩემპიონმა მსოფლიოს (2004, 2005, 2011) და ევროპის (2004, 2006, 2008) პირველობები სამ-სამჯერ მოიგო, ვერცხლის მედლები კი შვიდჯერ მოიპოვა.

განსაკუთრებით დაძაბული და წარმატებულიც წლევანდელი სეზონი აღმოჩნდა.

- გაზაფხულზე 18-წლამდელთა საქართველოს პირველობაში გავიმარჯვე, - მითხრა მერიმ. - თანატოლებში ჩემპიონობა მეოთხედ მოვიპოვე. წინა წლებში უფრო ვაჟთა ტურნირებში ვმონაწილეობდი. გამოცდილების მისაღებად ეს უფრო ნაყოფიერი გამოდგა, რაშიც წლეულს დავრწმუნდი. მაისში ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში ვითამაშე. 11 შესაძლებლიდან 6,5 ქულით დიდოსტატის 2 ბალი მოვაგროვე. ახლა ამ წოდების მისაღებად ერთი ბალიღა მჭირდება. მერე ოცწლამდელთა საქართველოს ჩემპიონატში ქეთი წაწალაშვილთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გავიყავი. უარესი კოეფიციენტით ვერცხლი მერგო.

- თვრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც მეორე ადგილს დასჯერდი.

- დიახ, ბულგარულ ალბენაში კონტინენტის პირველობების მე-4 ვერცხლის მედალი მოვიპოვე, არადა, ჩემპიონობასთანაც ახლოს ვიყავი - მოლდოველმა დიანა ბასიუმ გამისწრო ნახევარი ქულით. მე-7 ტურში სომეხ მარია გევორქიანთან თანაბარ პოზიციაში ყაიმზე უარი ვთქვი - მეტი მოვინდომე, შუა თამაშში შევცდი და წავაგე. რომ არა ეს მარცხი, სტარტიდანვე ვლიდერობდი და ბასიუსთან თანაბარი ქულების შემთხვევაში მეტოქეს კოეფიციენტით გავუსწრებდი.

- სამაგიეროდ, ბრაზილიაში აიღე რევანში.

- ალექსანდრე არსენიძესთან ნაყოფიერად ვმუშაობ, ყოველი ტურნირისთვის მონდომებით ვემზადებით და შედეგებიც თვალსაჩინოა. ქუთაისის მერიის დახმარებით მწვრთნელი ბრაზილიაშიც მახლდა და თითოეულ მეტოქესთან შესახვედრად პერსონალურად მამზადებდა; განსაკუთრებით შეჯიბრების მესამე დღეს გამიჭირდა - ორგანიზატორებმა ერთბაშად ორი ტური დანიშნეს, რომ ეგზოტიკური ადგილების დასათვალიერებლად ერთი დღე გამოეთავისუფლებინათ.

დილით ბასიუ დავამარცხე, საღამოს - ირანელი ჰეჯაზეპური. ოთხ-ოთხი ქულით მე და ტურნირის რეიტინგფავორიტი, რუსი დიდოსტატი ალინა კაშლინსკაია დავწინაურდით. მეხუთე ტურში წილისყრამ სწორედ ჩვენ დაგვაპირისპირა ერთმანეთს. საქართველოდან სულ ოთხნი ვიყავით - მე და ჩემს მწვრთნელთან ერთად გიორგი და ნინო ხომერიკები. რამდენიმე საათით გავედით ქალაქის დასათვალიერებლად. მერე სასტუმროში დავბრუნდით და მომდევნო პარტიისთვის მოვემზადე. კაშლინსკაიას უწინ არასდროს შევხვედრივარ. მან ადრეულ ასაკში მიაღწია დიდოსტატობას და ასაკობრივ ჩემპიონატებში არ მონაწილეობდა.

18-წლამდელთა პირველობა მაინც სერიოზული ტურნირია და ისიც ტიტულის მოპოვების იმედით ჩაება შეჯიბრებაში. შავებით დებიუტში თანაბარი პოზიცია მივიღე, მაგრამ მიტელშპილში ვითამაშე ცუდად და პარტია დავთმე. მართალი გითხრათ, წაგება გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ დიდხანს არ მიგლოვია, რადგან ერთი მარცხით ოქროს დაკარგვა წარმოუდგენელი იყო, ისეთი ძლიერი შემადგენლობა თამაშობდა.

მართლაც, კაშლინსკაიამ მოულოდნელად უნგრელ პეტრა პაპთან წააგო, ერთი შეხვედრაც ყაიმით დაამთავრა და საბოლოოდ ნახევარი ქულით ჩამომრჩა. ბოლო ორ ტურში პაპსა და აზერბაიჯანელ ნარმინ კაზიმოვას ვძლიე. არადა, აქამდე კაზიმოვასთან 1,5:2,5-ს ვაგებდი და ბრაზილიაში ანგარიში გავუთანაბრე. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობამ ძალიან გამახარა. რაც მთავარია, გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუე, საკუთარი ძალები უფრო მეტად ვირწმუნე და რეიტინგი 28,5 პუნქტით გავზარდე.

ახლა ცოტას დავისვენებ და სპეციალური პროგრამით დავიწყებ მზადებას ევროპის ქალთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც გაისად გაზაფხულზე თურქეთი უმასპინძლებს. ამ ეტაპზე ჩემი უპირველესი ამოცანაა დიდოსტატის მესამე ბალის აღება. მერე კი უფრო დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებ.

ალექსანდრე არსენიძე: მსოფლიოს ჩემპიონატზე 18-წლიანებში ძალიან დიდი კონკურენცია იყო, რადგან ამ ასაკის ყველა უძლიერესმა მოიყარა თავი. სასიამოვო ის არის, რომ მერი არაბიძემ კარგად გადაიტანა 48-საათიანი მგზავრობა, უმტკივნეულოდ გაიარა აკლიმატიზაცია და ერთი წლით უფროს კონკურენტებს აჯობა. კარგ ფორმაშია. ბოლო დროს განსაკუთრებით მისი პარტიების ხარისხი მომწონს.

პუნქტუალური და შრომისმოყვარეა, ცხადია, ნიჭიერიც, ამიტომაც აქვს ასეთი წარმატებები. მადლობა ქუთაისის მერიას, რომელმაც მე და ჩემი შეგირდი ბრაზილიაში გასამგზავრებლად დაგვაფინანსა. დიდ დახმარებას გვიწევს კლინიკა LG, რომელსაც ყოფილი მოჭადრაკე ზაზა ლომინაძე ხელმძღვანელობს. თუ ასეთი თანადგომა იქნება, მერწმუნეთ, მერი არაბიძე უფრო დიდ სარბიელზეც გვასახელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• kopala

ბატონო ვაჟა,მართლა არიცი რამდენი წლისაა არაბიძე აქ 17 რომ წერ?

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა