ამ ორ პირენეულ ქვეყანას შორის ხშირად ყოფილა მტრული ურთიერთდამოკიდებულება, ხანდახან კი ომიც კი. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ არის, რომ სპორტის ნებისმიერ სახეობაში ესპანურ-პორტუგალიური დერბი განსაკუთრებული სტატუსისაა, განსაკუთრებით კი ფეხბურთში. დღეს კეიპტაუნში ესპანეთი და პორტუგალია ერთმანეთს მუნდიალის ბოლო მეოთხედფინალურ საგზურს შეეცილებიან.

ეს ქვეყნები სანაკრებო დონეზე ერთმანეთს 33-ედ დაუპირისპირდებიან...

29 ივნისი. კეიპტაუნი. გრინ პოინტ სთედიუმი. 22:30

ესპანეთი-პორტუგალია

სავარაუდო შემადგენლობები

ესპანეთი (4-2-3-1): კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ბუსკეტსი, ჩაბი ალონსო (ან მარტინესი) - ინიესტა, ჩავი, ვილია - ტორესი.

პორტუგალია (4-3-3): ედუარდო - ფერეირა, ალვეში, კარვალიო, კოენტრაო - ტიაგო, პეპე, მეირელეში - სიმაო, ლიდსონი, რონალდო.

არბიტრი: ექტორ ბალდასი (არგენტინა)

ამ ორ პირენეულ ქვეყანას შორის ხშირად ყოფილა მტრული ურთიერთდამოკიდებულება, ხანდახან კი ომიც კი. ამიტომაც, გასაკვირი სულაც არ არის, რომ სპორტის ნებისმიერ სახეობაში ესპანურ-პორტუგალიური დერბი განსაკუთრებული სტატუსისაა, განსაკუთრებით კი ფეხბურთში. დღეს კეიპტაუნში ესპანეთი და პორტუგალია ერთმანეთს მუნდიალის ბოლო მეოთხედფინალურ საგზურს შეეცილებიან.

ეს ქვეყნები სანაკრებო დონეზე ერთმანეთს 33-ედ დაუპირისპირდებიან. ესპანეთის ნაკრებს დიდი უპირატესობა აქვს, "ფურია როხამ" "სელეშაუს" მოუგო 15 მატჩი და მხოლოდ 5 დათმო. პირენეული დერბი 12-ჯერ დასრულდა ფრით, ბურთების შეფარდებაც ესპანელთა სასარგებლოდაა - 71:37. მართალია, ეს მათი 33-ე დაპირისპირებაა, მაგრამ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე ესპანეთი და პორტუგალია პირველად ეთამაშებიან ერთმანეთს.

ესპანეთი მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და ბევრი მიიჩნევდა, რომ "ფურია როხა" თავიდანვე რიხით დაიწყებდა, მაგრამ გეგმა მაშინ ჩაიფუშა, როცა "ესპანური არმადა" შვეიცარიულ ციხე-სიმაგრესთან დაიმსხვრა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდისათვის საბედნიეროდ, ეს წარუმატებლობა არ აღმოჩნდა საბედისწერო, ნაკრებმა შემდგომი ორი მატჩი მოიგო და ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა.

კარლუშ კეირუშის ნაკრები კი გამოცანად რჩება, გუნდმა "სიკვდილის ჯგუფი" დაუმარცხებლად, გოლის გაუშვებლად და ტურნირზე ყველაზე მეტი გატანილი გოლით (არგენტინასთან ერთად) დაასრულა, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვით, რომ პორტუგალია ბრწყინავს. და მაინც, ციფრები ერთობ შთამბეჭდავია - პორტუგალიის ნაკრებმა ბოლო 26 მატჩიდან 22-ში შეინახა კარი მშრალად და კეირუშის გუნდს არ წაუგია, აგერ უკვე 19 მატჩია.

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი): "პორტუგალიის ნაკრები დიდებული გუნდია. ეს გუნდი მეტია, ვიდრე კრიშტიანო რონალდო. დიახ, კრიშტიანო პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ პორტუგალიის ნაკრებს გოლი არ გაუშვია ჩემპიონატში, რაც მისი დამსახურება ვერაფრით იქნება. ეს არის სოლიდური გაერთიანება შესანიშნავი ინდივიდუალებისა და არა უბრალო ჯგუფი: რონალდო პლუს სხვები. მეტოქე თამაშს უშეცდომო დაცვაზე და მწვავე კონტრშეტევებზე აგებს, რისთვისაც მას ბრწყინვალე შემსრულებლები ჰყავს. მე ძალიან რთულ მატჩს ვვარაუდობ, ისევე როგორც ყველა სხვა მერვედფინალურ შეხვედრაში. სხვანაირად გამორიცხულია, მუნდიალზე მხოლოდ საუკეთესოები დარჩნენ".

კარლუშ კეირუში (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი): "მზად ვართ ნებისმიერ მეტოქეს შევებრძოლოთ. მძიმე თამაშების გამოცდილება გვაქვს, რადგან ჩვენთვის საკვალიფიკაციო ეტაპი იოლი არ ყოფილა, ეს კი უთუოდ წაგვადგება ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირებაში. მინდორზე მხოლოდ ერთი მიზნით გავალთ, ჩვენ უნდა დავრჩეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მეტოქე წავიდეს. პორტუგალიის საუკეთესო თამაში კიდევ წინაა".

ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა რაულ ალბიოლმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა და მისი თამაში გამორიცხულია. ის შაბათს ვარჯიშისას ცუდად დაეცა მინდორზე. ჩაბი ალონსომ მცირე ტრავმა ჩილესთან 2:1 მოგებულ მატჩში მიიღო. მართალია, ტრავმა არ არის სერიოზული, მაგრამ შესაძლოა მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა სასტარტოში ადგილი დაკარგოს. ამ შემთხვევაში სასტარტოში ხავი მარტინესის გამოჩენაა მოსალოდნელი, ეს კი ნამდვილი სენსაცია იქნება. ჩავი უფრო შემტევ პოზიციაზე ითამაშებს, ორი საყრდენი ნახევარმცველის წინ. მიუხედავად იმისა, რომ ფერნანდო ტორესი საშინელ ფორმაშია, თამაშს მაინც ის დაიწყებს და არა დავიდ სილვა.

დეკუ კარგა ხანია გამოჯანმრთელდა, მაგრამ გვეეჭვება კეირუშმა კარგად მოთამაშე ტიაგო სკამზე დააბრუნოს და მასთან დაპირისპირებული ფეხბურთელი სასტარტოში დააყენოს. დანიმ მარცხენა ფეხის მცირე ტრავმა მიიღო და მისი თამაში საეჭვოა. მარჯვენა მცველად ალბათ პაულო ფერეირას ვიხილავთ, ხოლო პეპე ისევ საყრდენობას იტვირთავს.

ვფიქრობთ, ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ითამაშებენ გუნდის ლიდერები. ამ მუნდიალზე ესპანელთა ლიდერად დავიდ ვილია წარმოჩინდა, ხოლო პორტუგალიელთა ლიდერი ვინც არის ყველას მოეხსენება...

ნიკოლოზ ნეფარიძე

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა