ნაკრების გამოცდილ წევრს სჯერა, რომ თემურ ქეცბაიასა და ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მალე მოგვარდება
შეიძლება, გეუცნაუროთ, მაგრამ ზურაბ ხიზანიშვილთან საუბრისას სიტყვაც არ დაგვიძრავს თურქეთსა და "ქაისერისფორზე". საერთო საფიქრალზე, ანუ საქართველოს ნაკრებზე ვილაპარაკეთ - ეროვნული გუნდის გამოცდილი წევრი თავის აზრს გვიზიარებს განვლილ შესარჩევ ციკლზე, წარუმატებლობის მიზეზებზე, ფეხბურთელებისა და მწვრთნელის დაპირისპირებაზე...

- შემოდგომაა და წიწილების დათვლის დრო დადგა: გასრულებულ სანაკრებო სეზონში რატომ გახდა ხორვატიასთან გამარჯვება არა წინსვლის, არამედ წარუმატებელი სერიის წინაპირობა?

- ძნელი სათქმელია. ისრაელთან წაგების შემდეგ ვერა და ვერ დავლაგდით, არადა, მონდომება და ენთუზიაზმი არ გვაკლდა.

- გამართლებული იქნება იმის თქმა, რომ გუნდს ფსიქოლოგიური და სათამაშო რესურსი არ ეყო?

- ვერ გეტყვით, რა პრობლემები წარმოიშვა. ვფიქრობ, ფეხბურთელებსა და ნაკრების ხელმძღვანელობაზე დიდი ზეწოლა იყო და ეს ჩვენს თამაშზეც აისახა. სულ წნეხის ქვეშ ყოფნა ძალიან ძნელია.

- თუ გუნდს ამბიცია აქვს, ეს ასეც უნდა იყოს, მას გულშემატკივარი ყოველთვის მეტს სთხოვს.

- რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ, როდესაც შენს ნაკრებს ბევრს სთხოვ, შენც ბევრი უნდა გაიღო. მე, როგორც ნაკრების წევრი, იცით, რას ველი? იმას, რაც და როგორც ხდება გერმანიაში, ინგლისში, შოტლანდიაში, თურქეთში - ცუდი ვარ თუ კარგი, მაინც შენი ქვეყნის ნაკრების ფეხბურთელი ვარ და ნებისმიერ შემთხვევაში გვერდში უნდა დამიდგე.

- გულშემატკივარი გვერდში კი გიდგათ, მაგრამ ზოგი ნაკრები ამ ზეწოლა-მოთხოვნას უძლებს, ზოგიც იბნევა. ჩვენი ნაკრების სიტუაცია მეორე, სამწუხარო ვარიანტს ჰგავს.

- ჩვენ გვყავს ერთგული გულშემატკივარი, რომელიც ნებისმიერ ამინდში დადის სტადიონზე, მაგრამ მოლდავასთან და საბერძნეთთან სტადიონი რომ ვერ შეივსო, ეს მაინც დასანანი იყო.

- ასე მგონია, თავად ფეხბურთელებს არ გჯერათ, რომ ნაკრებს წარმატების მიღწევა შეუძლია, თორემ თამაშით თუ ვიმსჯელებთ, პირველადგილოსან საბერძნეთსაც ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდით.

- რაც ლატვიის ნაკრებთან დაგვემართა, ეს ჩვენს გუნდს ძალიან ცუდად ახასიათებს. მართლაც კარგად ვითამაშეთ, ბევრი მომენტიც შევქმენით და უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერა და ვერ გავიტანეთ. ჩვენი უიღბლობის მიზეზიც აქ არის საძიებელი - შეგვიძლია, მაგრამ ვერ ვახერხებთ. ლატვიასთან წაგების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დავკარგეთ, მალტაში მოგებაც არაფერს გვაძლევდა, ხასიათი გაგვიფუჭდა და ვაღიარებ, ვერ მოვახერხეთ ისე განწყობა, როგორც საჭირო იყო.

- გვერდს ვერ ავუვლით თემურ ქეცბაიასთან დავით მუჯირის, გოგიტა გოგუასა და დავით სირაძის დაპირისპირებას. ისინი ნაკრებში არსებულ პრობლემებზე ლაპარაკობენ. რეალურად რა მდგომარეობაა გუნდში?

- ფეხბურთელებმა თავისი აზრი გამოთქვეს, ქეცბაიამ მათ პასუხი გასცა, მე კი ვფიქრობ, რომ ორივე მხრიდან განცხადებები ცხელ გულზე გაკეთდა. დიდი ხანია, მათ ვიცნობ და არა მგონია, რომელიმემ გულში ბოღმა ჩაიდოს და ერთმანეთს საშვილიშვილოდ გადაეკიდნონ. ჩემი სურვილიც ესაა, ყველაფერი დროულად მოგვარდეს. ყველა მათგანს უყვარს საქართველო, გული შესტკივა ჩვენს ნაკრებზე. ფეხბურთელებს უნდათ, ნაკრები უფრო ძლიერი იყოს, ქეცბაიაც სწორედ საამისოდ მუშაობს და, ცხადია, საკუთარი გზა აქვს არჩეული. აქ ხომ სხვა ვარიანტი არ არსებობს.

მე მაინც მგონია, რომ ემოციებმა იძალა. იმედი მაქვს, ისინი მალე მოახერხებენ ადამიანურად დალაპარაკებას და ერთმანეთსას გაიგებენ. ეს საერთო ინტერესებისთვისაა საჭირო.

- წლის მოლდოვასთან მოგებით დასრულება ურიგო საქმე არ არის. მეტოქის სისუსტის მიუხედავად, დიდი ხანია, საქართველოს ნაკრებს ასე დამაჯერებლად არ უთამაშია.

- მატჩი ამხანაგური კი იყო, მაგრამ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ შედეგი, წელი კარგად უნდა დაგვესრულებინა. საბედნიეროდ, ეს მოვახერხეთ. თამაშის ხარისხი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იყო და მწვრთნელისგან ასეთი დავალება არც გვქონია. ამოცანად უხეირო თამაშების სერიის შემდეგ გამარჯვება და მაყურებლისთვის ხასიათის გამოკეთება გვქონდა დასახული.

- სხვათა შორის, ეს იყო ის იშვიათი შეხვედრა, როცა ფეხბურთელები თამაშით სიამოვნებას იღებდით. ეს განწყობა აშკარად გეტყობოდათ.

- როდესაც მეტოქე სუსტია და შესაძლებლობა გაქვს, რატომაც არ უნდა ისიამოვნო?! თუმცა, ისიც კარგად გვახსოვს, ორი წლის წინ თბილისში მოლდოვასთან მატჩით როგორ "ვისიამოვნეთ". ასე რომ, თუ ჩვენმა მეტოქემ კარგად ვერ ითამაშა, ეს ჩვენი დამსახურებაა და არა მხოლოდ სტუმართა სისუსტის შედეგი. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვეუბნებოდი, დიდი სხვაობითაც რომ დავწინაურდეთ, არ უნდა მოვეშვათ და რაც შეიძლება მეტი გავიტანოთ-მეთქი. ყველაზე ნერვების საწყვეტი 2:1 და 3:2 ანგარიშია. თუ შანსი გაქვს, 10:0 უნდა მოიგო და მეტოქე ბოლომდე გაარღვიო. ამით უფრო თავდაჯერებულები ხდები და მომავალი მეტოქეებიც მეტი პატივისცემით გეპყრობიან.

გვქონდა კიდეც დიდი ანგარიშით გამარჯვების შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, პენალტი ვერ გამოვიყენეთ. თუმცა ურიგო შედეგი არც 2:0-ია.

- ნაკრებში საინტერესო მოთამაშეები გამოჩნდნენ - თარგამაძე, კობახიძე... ყენიას დაბრუნების იმედიც არის. მაგრამ მომდევნო შესარჩევ ციკლში ესპანეთისა და საფრანგეთის მეტოქეობა უმძიმესი ხვედრია.

- საფრანგეთისა და ესანეთის თანაჯგუფელობისას წარმატებაზე ლაპარაკი რომ ზედმეტია, ეს საკამათო არ უნდა იყოს, მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ასეთ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ ჩვენი ნაკრები გაიზრდება და იქნებ, ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესარჩევ ციკლში მაინც ვიბრძოლოთ.

მომდევნო ციკლი კი, ჩემი აზრით, ახალგაზრდების რეკლამირებისა და დაწინაურებისთვის უნდა გამოვიყენოთ, ამ თამაშების შემდეგ ძლიერ გუნდებში რომ გადავიდნენ. ისე არ გაიგოთ, რომ ციკლს უმოტივაციოდ ველი, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები რეალურად უნდა შევაფასოთ, გასვლაზე ფიქრი კი ზღაპარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
ორჯერ დავწერე კომენტარი არ გამოაქვეყნეთ რა იყო აქაც ჩაწყობაზეა??
mesi
პროფესიონალმა ფეხბურთელმა ასეთი კომენტარები არ უნდა აკეთოს ეს არის სიმართელ.თუ აღარ აქ ერთი ადგილი თამაშის ადგეს და ცავიდეს სანამ დროა და ადგილი დაუთმოს ახალგაზრდებს რომლებიც იბრძოლებენ მაინც ბოლომდე გა მოიგებენ კიდევაც ტამაშებს!!! Xიზანა კი დაჯდეს მიხედოა თავის კარიერას სანამ პენსიაზე გასულა
tbiliskii
სიმართლეს იძაახის ხიზანა თავს ვერ გადავახტებით
Giorgipirweli
ძალიან მიყვარს ხიზანა, მაგრამ ამ განწყობის შექმნა შესარჩევი ციკლის წინ ძალიან დიდი შეცდომაა და განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედებს. საფრანგეთს ბელარუსმა გასვლაზე მოუგო. ხორვატიასთან ჩვენი მოგებაც ზღაპარი იყო, მაგრამ მოვუგეთ. ისე, რო წინასწარ ასეთი განწყობის შექმნა არ შეიძლება!!!
Toko
საბერძნეთთან და ლატვიასთან სტადიონი რომ ვერ შეივსო ეგ გულშემატკივრის კი არა ფედერაციის ბრალია - 20 ლარი რომ დაადეს ბილეთებს. მაგარი გამიტყდა ახლა ხიზანიშვილის ეს სიტყვები რა - ამ შესარჩევში ნაკრებს გულშემატკივრობა ნამდვილად არ დაკლებია.
karoltuzi
ჯიგარო და ზვიადი მართალია
ZZzZz
დავიჯერო მართლა გგონიათ რო გასვლის შანსი არსებობს?ან მაგარი ოპტიმისტები ხართ ან არ იცით ქართულ ფეხბურთში რა ხდება,მიყვარს რა ალალი ხალხი ჯიგარი ხარ ხიზან,დაიწყებდა ეხლა ვიღაც სხვა ამის მაგივრად "პირველზე თუ არა მეორეზე უეჭველი უნდა გავიდეთ" და ესეთ სისულელეებს
zviadi
ხიზანა აღმაშენებელსაც ასე რომ ეთქვა დიდგორის ბრძოლის წინ კარგი ამ ბრძოლას მაინც ვერ მოვიგებთ და ეს სხვა ბრძოლისათვის მოსამზადებლად გამოვიყენოთო ახლა საქართველო აღარ იარსებებდა. მასეთი განწყობით მოედანზე გასვლას სჯობია საერთოდ არ გახვიდეთ. ისე ნამდვილად აჯობებდა ეროვნული ნაკრები თბილისის დინამო ზესტაფონი ან ქუთაისის ტორპედო ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ სიკვდილამდე იბრძოლებდნენ.
Jigaro
"გასვლაზე ფიქრი კი ზღაპარია"-ჰოდა მოდი გზა იმათ დაუთმე, ვისთვისაც ფიქრი მაინც არ არის ზღაპარი... "განცხადებები ცხელ გულზე გაკეთდა"-ცხელ გულზე ჰქვია ორი სამი თვის შემდეგ დაწერილს?...მაგრად გაცხელებულა გული, თუ ამდენ ხანს არ გაცივდა...ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან არცერთს არ უთქვავს არაფერი ცხელ გულზე.
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ