"იუვენტუსის" ნებართვით მან "ქალბატონის" სერბი ნახევარმცველის, 27 წლის მილოშ კრასიჩის აგენტებთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართა
"პარი სენ-ჟერმენი" "პარკ დე პრენსის" საფუძვლიან რეკონსტრუქციას ჯერ კიდევ იქამდე აპირებდა, ვიდრე კლუბში ყატარელი ინვესტორები მოვიდოდნენ.

ამ პერიოდის განმავლობაში დედაქალაქურ კლუბს საშინაო შეხვედრები "სტად დე ფრანსზე" უნდა ჩაეტარებინა. ახლა გაირკვა, რომ დაგეგმილი 1 წლის ნაცვლად პსჟ-ს საფრანგეთის ნაკრების არენაზე 2 წლის გატარება მოუწევს. "პარკ დე პრენსზე" სარემონტო სამუშაოები 2012/13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყება და 2015 წლის ზაფხულზე დასრულდება. ის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი არენა გახდება.

ახლა კი "პარი სენ-ჟერმენზე" ტრადიციულ სატრანსფერო ამბებს მოგითხრობთ. იტალიური პრესის ცნობით, კლუბის მთავარი სკაუტი, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი ალენ როში იტალიაში იმყოფებოდა.

"იუვენტუსის" ნებართვით მან "ქალბატონის" სერბი ნახევარმცველის, 27 წლის მილოშ კრასიჩის აგენტებთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი გამართა. პარიზელებს ტურინელთა კიდევ ერთი ფეხბურთელი, ბრაზილიელი კარვალიო ამაურიც აინტერესებთ. ამ უკანასკნელისადმი "ლურჯ-წითელთა" ინტერესზე ჩვენს მკითხველს წინა ნომრებშიც მოვუთხრობდით.

ტურინელი ფეხბურთელების გარდა როში "რომას" თავდამსხმელის მარკო ბოლიელოს აგენტ ტიბერიო კავალიერისაც შეხვდა. ამ უკანასკნელს სანკტ პეტერბურგის "ზენიტიც" ეპატიჟება. რუსებს იმედი აქვთ, რომ ფეხბურთელს ყოფილი დამრიგებლის ლუჩანო სპალეტის ხათრით იოლად დაითანხმებენ. "რომას" ბორიელოსთან გამოთხოვება იანვარშივე სურს. "პარი სენ-ჟერმენი" არჩევანიც წინაშე დგას. მათ ერთი ცენტრფორვარდის ყიდვა აქვთ გადაწყვეტილი. კლუბში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ვისზე გაკეთდება არჩევანი ბორიელოზე თუ ამაურიზე, ამას უფრო ლეონარდო გადაწყვეტს, ვიდრე ანტუან კომბუარე.

დაბოლოს, კაკა... "პარი სენ-ჟერმენს" ყველაზე მეტად სწორედ ბრაზილიელის ხელში ჩაგდება სურს, მაგრამ თავად ვარსკვლავს "რეალიდან" წასვლის სურვილი მაინცდამაინც არ ეტყობა. ჟოზე მოურინიო მას ენდობა. ჩემპიონატის 10 შეხვედრაში მის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მართალია კაკა ხშირად რჩება სათადარიგოთა შორის, მაგრამ ეს საზარდულის ქრონიკული ტრავმის გამო ხდება და არა იმიტომ, რომ სამეფო კლუბს ვინმე მასზე უკეთესი ჰყავს. აი, რას აცხადებს ფეხბურთელის იტალიელი აგენტი გაეტანო პაოლილო: "კაკა ჩემი ოჯახის წევრია და კარგად ვიცი, რომ ის "რეალში" თავს ბედნიერად გრძნობს. "პარი სენ-ჟერმენის" დაინტერესება მას ახარებს. ვფიქრობ, ამბიციურ კლუბს რომ კაკას ყიდვის სურვილი გაუჩნდა, ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ თავად მას გადაწყვეტილი აქვს, რომ დარჩეს მადრიდში და დაამტკიცოს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა