მას შემდეგ, რაც სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, "მილანის" საქმეებში უფრო დეტალურად ჩაიხედა
მას შემდეგ, რაც სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა, "მილანის" საქმეებში უფრო დეტალურად ჩაიხედა და კლუბის მართვასაც უფრო საფუძვლიანად მიჰყო ხელი.

ამის შესახებ ქვეყნის ექს-პრემიერმა "რაი-სპორტთან" მიცემულ ინტერვიუში იუსაუბრა - მოვუსმინოთ "მილანის" პრეზიდენტს:

"ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, პრემიერმინისტრს არ აქვს უფლება იყოს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი და შესაბამისად, ოფიციალურად ეს პოსტი დღემდე ვაკანტური გახლავთ.

თუმცა, პრემიერობის დროსაც კლუბი ჩემს ფლობელობაში რჩებოდა და არც უარვყოფდი, რომ მართვის პროცესებში გარკვეულ მონაწილეობას ვიღებდი. სულ მალე, პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად დავბრუნდები და "მილანის" საქმეებში გაცილებით უფრო აქტიურად ჩავერევი.

ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში, "მილანმა" 27 ტიტულის მოპოვება შეძლო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია მსოფლიო მასშტაბით - ჩემს შემდეგ, სანტიაგო ბერნაბეუ მოდის, რომლის "რეალმაც" ჩვენი ტიტულების მხოლოდ ნახევარი მოიგო".

არ შეძლება არ აღვნიშნოთ, რომ სილვიო ბერლუსკონის შეცდომაში შეჰყავს როგორც ჟურნალისტები, ისე საფეხბურთო საზოგადოება.

მსოფლიო ფეხბურთს არაერთი პრეზიდენტი ახსოვს, რომლის მმართველობის დროსაც ამა თუ იმ კლუბმა სამ ათეულზე მეტი ტროფეი მოიგო - ამ მხრივ, რეალური რეკორდსმენი "პორტუს" პრეზიდენტი პინტუ და კოშტა გახლავთ, რომლის დროსაც მისმა გუნდმა 51 ტიტული მოიგო.

თუმცა, იმას ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის მოგება გაცილებით უფრო ადვილია "პორტუსთვის", ვიდრე სკუდეტოს მოპოვება "მილანისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა