„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი გუშინწინ 58 წლის გახდა, მაგრამ რურის დიდი დერბის წაგების შემდეგ სულ არ ეზეიმებოდა
„შალკეს“ მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი გუშინწინ 58 წლის გახდა, მაგრამ გასულ უქმეებზე რურის დიდი დერბის წაგების შემდეგ (0:2 დორტმუნდის „ბორუსიასთან“) მას საერთოდ არ ეზეიმებოდა. ამიტომაც იყო, ჰოლანდიელი სპეციალისტი ამ დღეებში მხოლოდ თავისი შეგირდების კრიტიკით რომ დაკავდა.

„ბიჭებისგან საჩუქარს ველოდი, რადგან იცოდნენ, რომ ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა. საჩუქარში კი ერთადერთ რამეს, თავდადებას და მოედანზე ასი პროცენტით დახარჯვას ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. შესაბამისად, ნურავის გაუკვირდება, დორტმუნდში რომ წავაგეთ. პირველ ტაიმში ფეხბურთის გარდა ყველაფერს ვთამაშობდით,“ - გამწარებულია სტევენსი.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჰოლანდიელმა გამოცდილი ესპანელი თავდამსხმელი რაული გააკრიტიკა. ბენედიქტ ჰიოვედესის არყოფნაში ეს უკანასკნელი გუნდის კაპიტანი გახლდათ. „ამ სეზონში რაული ჯერჯერობით ცუდად გამოიყურება. ხანდახან კარგად თამაშობს, ხანდახან კი ცუდად და საერთო ჯამში არასტაბილურია. მე მისგან მეტს ვითხოვ და ველი,“ - ამბობს სტევენსი ესპანელ თავდამსხმელზე.

რაულის გარდა, სტევენსმა 21 წლის ნახევარმცველი ლუის ჰოლტბიც გააკრიტიკა. ამ უკანასკნელს შარშან „მაინცში“ ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და „შალკეშიც“ სწორედ ამიტომ დააბრუნეს, მაგრამ ჯერჯერობით იმედებს ვერ ამართლებს. სტევენსი:

„ჰოლტბი 21 წლისაა და ლოგიკურად, 18 წლის იულიან დრაქსლერზე უფრო პროდუქტიული უნდა იყოს, რასაც ვერ ახერხებს. არადა, მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვათამაშებ. ჩემი აზრით, უკვე დროა, რომ ჰოლტბიმ თავის თავზე გარკვეული პასუხისმგებლობები აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ახლა ჯეფერსონ ფარფანიც ტრავმირებული გვყავს. „დორტმუნდთან“ კი ფარფანი აშკარად ძალიან გვაკლდა“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა