მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა - GQ-მ სერბი ჩოგბურთელი "წლის სპორტსმენად" დაასახელა
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2011 წლის სეზონში მიღწეული წარმატებებისთვის მორიგი ჯილდო მიიღო.

მამაკაცებისთვის განკუთვნილმა ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა - GQ-მ სერბი ჩოგბურთელი "წლის სპორტსმენად" დაასახელა.

ჯოკოვიჩი ისეთი პიროვნებების გვერდით აღმოჩნდა, როგორებიც არიან რეპერი Jay-Z ("წლის მეფე"), მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი ("წლის შოუმენი") და კალათბურთელი დერიკ როუზი ("წლის MVP").

GQ ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალია მსოფლიოში, რომელსაც საშუალოდ თვეში 6.6 მილიონი ადამიანი კითხულობს.

კირილენკო ოვეჩკინს ხვდება

რუსმა ჩოგბურთელმა მარია კირილენკომ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ვაშინგტონის გარეუბანი არლინგტონი აირჩია. მარიას ამ გადაწყვეტილებამ ჟურნალისტებს ჭორების საბაბი მისცა. მათი ვარაუდით, მარია NHL-ის კლუბის "ვაშინგტონ კეპიტალზის" რუს ვარსკვლავს ალექსანდრ ოვეჩკინს ხვდება.

გაზეთი The Montreal Gazzette საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კირილენკო დაშორდა რუს ჩოგბურთელ იგორ ანდრეევს და ახლა ოვეჩკინთან გააბა რომანი. დამადასტურებელ საბუთად ჟურნალისტებს ის ფაქტი მოჰყავთ, რომ მარია ხშირად ესწრება "ვაშინგტონის" თამაშებს, ხოლო თავად ოვეჩკინი არაერთხელ შენიშნეს კირილენკოს ვარჯიშებზე.

ცონგა ფინალის დროს გაქურდეს

უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა ფრანგს ჩოგბურთელს ჟო-ვილფრიდ ცონგას. როგორც შვეიცარიული გაზეთი Le Matin წერს, იმ დროს, როცა ჟო ფინალურ მატჩს მართავდა როჯერ ფედერერის წინააღმდეგ წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ფრანგის შვეიცარიულ სახლში ქურდები შეიპარნენ.

ამის შესახებ პოლიციას ფრანგი ჩოგბურთელის ერთ-ერთმა მეზობელმა აცნობა, რომელმაც შეამჩნია, რომ ცონგას სახლის კარი ღიად იყო დარჩენილი.

ჟო-ვილფრიდ ცონგა საფრანგეთის საზღვართან ახლოს შვეიცარიის პატარა ქალაქ ჟინგენში ცხოვრობს. ფრანგი იქ საცხოვრებლად 2009 წლის ივნისში გადავიდა.

ენდი ნომინანტია

მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, შოტლანდიელი ენდი მიურეი "ბრიტანეთის წლის სპორტსმენის" ტიტულზე აცხადებს პრეტენზიას.

კანდიდატთა შორის ასევე დასახელებულნი არიან: გოლფისტები - დარენ კლარკი, ლუკ დონალდი და რორი მაკილროი, მოკრივე - ამირ ხანი, მძლეოსნები - მო ფარა და დეი გრინი, ველომრბოლი - მარკ კევენდიში და კრიკეტისტები - ელისტერ კუკი და ენდრიუ სტრაუსი.

გამარჯვებული გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება. პრიზის გადაცემის საზეიმო ცერემონია 22 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ წელს მიურეიმ მოიგო ATP-ის სერიის ხუთი ტურნირი, მათ შორის ორი მასტერსი ცინცინატისა და შანხაიში. გარდა ამისა, ენდიმ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა