"ბაიერნის" ყოფილი თავკაცი ოტმარ ჰიტცფელდი ამბობს, რომ შვაინშტაიგერი გუნდის ტვინია
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი თავკაცი, ამჟამად კი შვეიციარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდი მიიჩნევს, რომ ბასტიან შვაინშტაიგერის არყოფნით კლუბი ბევრს კარგავს.

შვაინმა უკვე ორი შეხვედრა გამოტოვა და გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი ორივეში დამარცხდა - ჯერ "დორტმუნდთან" სახლში 0:1, ხოლო უკანასკნელ ტურში გასვლაზე "მაინცთან" ანგარიშით 2:3. ჰიტცფელდი კი ამბობს: "შვაინშტაიგერი "ბაიერნის" ტვინია. აბა, წარმოიდგინეთ, როგორი იქნება "ბარსელონა" ჩავის გარეშე? ზუსტად იგივე სიტუაციაა აქაც".

კოლაროვი: სიტი მსოფლიოში საუკეთესოა

"მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველმა ალექსანდრ კოლაროვმა განაცხადა, რომ კლუბი, სადაც თავად ასპარეზობს, მსოფლიოში საუკეთესოა. 26 წლის უკანახაზელი "დეილი მეილთან" ინტერვიუში ამბობს: "ჩემი აზრით, "მანჩესტერ სიტი" ამჟამად საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. ჩვენ ყოველ დღე ვპროგრესირებთ - "სიტის" ნებისმიერი კლუბის დამარცხება ძალუძს. მჯერა, რომ წინ დიდი მომავალი გვაქვს".

ინტერი? არასოდეს!

ინგლისის ნაკრების თავკაცმა ფაბიო კაპელომ თქვა, რომ იგი არასოდეს დათანხმდება მილანის "ინტერის" გაწვრთნას. "ჩემი გუნდი "მილანია" და სწორედ ამიტომ, არასოდეს დავთანხმდები "ნერაძურის" მწვრთნელობას - ამბობს დონ ფაბიო და იქვე დასძენს - მასიმილიანო ალეგრის კონტესთან ბრძოლა საკმაოდ გაუჭირდება. ალეგრის იბრაჰიმოვიჩი და ზეედორფი ჰყავს, რომელთაც ორივეს ვავარჯიშებდი ადრე. კონტეს კი პირლო და ახალი სტადიონი აქვს და ეს ყველაფერი შეიძლება სკუდეტოს მოპოვებაში მაგრად დაეხმაროს".

კვირის ანტიგმირი

კვირის ანტიგმირად "ჩელსის" ახალბედა პორტუგალიელ თავკაც ანდრე ვილაშ-ბოაშს მივიჩნევთ, რომელიც ბოლო მატჩებია, კლუბს საკმაოდ ცუდი ტაქტიკით ათამაშებს. უკანასკნელი 8 შეხვედრიდან გუნდმა 5 წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ისეთი გუნდისთვის, როგორიც "ჩელსია", ძალიან ცუდი ციფრია.

კვირის გმირი

აი, კვირის გმირი კი "მანჩესტერ სიტის" გოლკიპერი ჯო ჰარტია, რომელმაც კვირას, "ლივერპულთან" (1:1) შეხვედრაში არაერთი ურთულესი დარტყმა მოიგერია, რითაც ისტლენდელები წაგებისაგან იხსნა.

გიორგი ფულარიანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა