ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უარყო იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაოდ მახაჩყალის “ანჟის” ჩაიბარებს
ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა რუსულ პრესას ინტერვიუ მისცა, სადაც უარყო იმის შესაძლებლობა, რომ სამუშაოდ მახაჩყალის “ანჟის” ჩაიბარებს. მან სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა.

- ოთხი წლის წინ, როცა ხორვატიის ნაკრებით გუუს ჰიდინკის რუსეთი დაამარცხეთ, ჰოლანდიელმა სმს მოგწერათ, ვამაყობ, რომ შენთან ნაცნობობა მაკავშირებსო. ამ ისტორიის შემდეგ შეიძლება თუ არა თქვენ მეგობრები გიწოდოთ?

- დიახ, მართალია. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შემდეგ მე და გუუსი კარგი მეგობრები გავხდით. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მათ შორის ახლა, სტამბოლური მატჩის წინაც. მახსოვს, ავსტრია-შვეიცარიაში გასამართი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე ლუცერნში შევხვდით, ლიფტში ერთად მოვხვდით. წყნარად ვიდექით, მერე უცბად მომიბრუნდა და გადამეხვია. არაჩვეულებრივი ადამიანია. ნამდვილი ჯენტლმენი.

- ზაგრებული მატჩის შემდეგ უკვე თქვენ გადაეხვიეთ მას. მინდორთან ახლოს რამდენიმე წუთი ელაპარაკეთ ერთმანეთს. რაზე საუბრობდით, თუ საიდუმლო არ არის?

- საიდუმლოა. დაე, ჩვენ ორს შორის დარჩეს. ჰიდინკმა წაგების მიუხედავად გამონახა ძალა და ჩვენს გასახდელში შევიდა ბიჭებისთვის მისალოცად. იმ მომენტში იქ არ ვიყავი. თავად მე თურქების გასახდელში გახლდით.

- გუუს ჰიდინკს უამრავი კლუბი იწვევს, მათ შორის მახაჩყალის “ანჟი”. გსმენიათ ამ კლუბის ამის შესახებ?

- ვფიქრობ, მახაჩყალის “ანჟის” არსებობის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. კლუბის შესახებ პირველად მაშინ გავიგე, როცა იქ რობერტო კარლოსი გადავიდა. შემდეგ მის კვალს სამუელ ეტოოც დაადგა.

- რუსეთიდან თუ მიგიღიათ ოდესმე წინადადება?

- ამ შეკითხვას ბევრი მისვამს. ვადასტურებ, ჩემდამი ინტერესი მრავალ კლუბს გასჩენია, მაგრამ მე ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და აქედან წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა