დღეს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში დევისის თასის ფინალი აიღებს სტარტს.
დღეს, ესპანეთის ქალაქ სევილიაში დევისის თასის ფინალი აიღებს სტარტს. ესპანეთის ნაკრები ალბერტ კოსტას მეთაურობით ტიტო ვასკესის არგენტინას მასპინძლობს.

გუშინ, ფინალური მატჩის წილისყრა გაიმართა. ესპანელებმა ერთეულთა მატჩებზე რაფაელ ნადალისა და დავიდ ფერერის გამოყვანა გადაწყვიტეს, არგენტინამ კი თავისი არჩევანი ხუან მარტინ დელ პოტროსა და ხუან მონაკოზე შეაჩერა.

წილისყრის მიხედვით, დღეს პირველები კორტზე ნადალი და მონაკო გავლენ. შემდეგ კი ასპარეზი ფერერსა და დელ პოტროს დაეთმობათ.

შაბათს, წყვილთა თანრიგის მატჩში ესპანეთის მხრიდან ითამაშებენ ფელისიანო ლოპესი და ფერნანდო ვერდასკო, არგენტინელთა მხრიდან - დავიდ ნალბანდიანი და ედუარდო შვანკი.

კვირის პროგრამას გახსნის ფინალის ცენტრალური მატჩი: ნადალი-დელ პოტრო, რის შემდეგაც ფერერისა და მონაკოს ჯერი დადგება.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივეჯერ გამარჯვება ესპანელებს დარჩათ.

სევილია მეორედ მასპინძლობს დევისის თასის ფინალს. პირველად ეს 2004 წელს მოხდა, როცა მასპინძლებმა ამერიკის ნაკრები დაამარცხეს. საერთოდ, თუ დევისის თასის სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, ერთადერთი გუნდი, რომელსაც ესპანეთი ფინალში ჰყავს დამარცხებული - ავსტრალიის ნაკრებია, თუმცა მან ამ გამარჯვებას ბალახის კორტებზე მიაღწია. გრუნტზე კი ესპანეთის ნაკრები უკონკურენციოდაა.

ფინალის განრიგი

პარასკევი

რაფაელ ნადალი-ხუან მონაკო

დავიდ ფერერი-ხუან მარტინ დელ პოტრო

შაბათი

ლოპესი/ვერდასკო-ნალბანდიანი/შვანკი

კვირა

რაფაელ ნადალი-ხუან მარტინ დელ პოტრო

დავიდ ფერერი-ხუან მონაკო

დღეს მატჩები თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება, შაბათს - 19 საათზე და კვირას - 16 საათზე.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა