ახლა უკვე ოფიციალურად შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ დიადი ფინელი კიმი რაიკონენი ისევ გაგვახარებს თავისი ოსტატობით ფორმულა 1-ის ტრასებზე.
ახლა უკვე ოფიციალურად შეგვიძლია გამოვაცხადოთ, რომ დიადი ფინელი კიმი რაიკონენი ისევ გაგვახარებს თავისი ოსტატობით ფორმულა 1-ის ტრასებზე. "სამეფო რბოლების" ისტორიაში ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა ესა თუ ის პილოტი სხვადასხვა მიზეზის გამო ერთი ან მეტი წლით ტოვებს ფორმულას და შემდეგ ისევ ბრუნდება რბოლებში. მაგრამ დღეს გავიხსენებთ იმ შემთხვევებს, როცა სპორტიდან მიდიოდნენ მსოფლიოს ჩემპიონები და მოგვიანებით უბრუნდებოდნენ სარბოლო კარიერას.

ყველაზე სწრაფი არგენტინელი ხუან-მანუელ ფანხიო გასული საუკუნის 50-იანი წლების ერთ-ერთი ვარსკვლავი იყო. არ არსებობს სპორტის მოყვარული, ვისაც გაგონილი არ აქვს მისი სახელი. ფანხიოსთვის პირველი ორი ჩემპიონატი შესანიშნავად განვითარდა. პირველ შემთხვევაში მან მეორე ადგილი მოიპოვა, შემდეგ წელს კი ჩემპიონი გახდა. არგენტინელი ტიტულის დასაცავად ემზადებოდა, მაგრამ 1952 წლის სეზონი მისთვის არ დაიწყო...

ფანხიო საკუთარმა პასუხისმგებლობის გრძნობამ დააღალატა. სეზონის დაწყებამდე ის დათანხმდა პარიზში არაჩასათვლელ რბოლაში მონაწილეობას. მან ავიარეისზე დააგვიანა და გადაწყვიტა იტალიიდან საფრანგეთში საკუთარი ავტომობილით წასულიყო. ფანხიომ რბოლის დაწყებიდან ნახევარი საათით ადრე მიაღწია დანიშნულების ადგილს. მას იქ ახალი ბოლიდი დაახვედრეს, მაგრამ, ბუნებრივია, მრბოლელს საერთოდ არ ჰქონდა დრო ტექნიკასთან შესაჩვევად. მეორე წრეზე არგენტინელი სიჩქარის გადართვისას შეცდა, რამაც საშინელი ავარია გამოიწვია. ფანხიომ მძიმე ტრავმები მიიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ცოცხალი გადარჩა. მისი აღდგენის პროცესი სეზონის ბოლომდე გაგრძელდა. პილოტმა მოასწრო შემდეგი ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელება და იქ ტიტული მოიპოვა. შემდეგ კიდევ სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და ამ მაჩვენებლით დიდი ხანი მიუღწეველი იყო.

ალბათ, ფორმულა 1-ში ყველაზე იღბლიანი ადამიანია ნიკი ლაუდა. ლეგენდარულმა ავსტრიელმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1975 და 1977 წლებში მოიგო, ამ ტრიუმფებს შორის კი მან კომაში ყოფნა მოასწრო და კინაღამ კიდევ ერთი ჩემპიონობა მოიპოვა. მაშინ ავსტრიელმა აბსოლუტურად სწორად შენიშნა, რომ სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველანაირ პრიზს სჯობდა. მას შემდეგ, რაც ნიკი ორგზის ჩემპიონი გახდა, კიდევ ორი წელი დარჩა რბოლებში, მაგრამ 1979 წელს კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა და ისიც დაამატა, რომ საკუთარ ბიზნესს იწყებდა.

ავიაკომპანია, რომელიც ლაუდამ დააარსა, ფინაანსურად წამგებიანი გახდა, ამიტომაც 1982 წლის სეზონის დაწყებამდე ნიკიმ განაცხადა, რომ მზად იყო რბოლებში დასაბრუნებლად. მსოფლიოს ჩემპიონი "მაკლარენმა" გაიფორმა. პირველ ორ წელს ლაუდას ამ გუნდში არაფერი გამოუვიდა, მაგრამ რონ დენისმა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო და ავსტრიელი თავისთან დაიტოვა. 1984 წელს ლაუდამ მადლობა ტიტულის მოგებით გადაუხადა, როცა სულ რაღაც ნახევარი ქულით გაუსწრო ახალგაზრდა და ნიჭიერ ალენ პროსტს.

ალან ჯონსი დიდი ხანი ჯიუტად მიდიოდა ჩემპიონის ტიტულისკენ. ეჭვგარეშეა, რომ მან დაიმსახურა ამგვარი აღიარება. ამ გამარჯვებით ავსტრალიელმა სამუდამოდ ჩაწერა თავისი სახელი ფრენკ უილიამსის გუნდის ისტორიაში – ბრიტანულ საჯინიბოს პირველი ჩემპიონობა მოუტანა. შემდეგ სეზონში ალანმა ოდნავ მოუკლო, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა ტიტულის დასაცავად – არ გამოუვიდა. ამის შემდეგ ჯონსმა კარიერა დაასრულა, მშობლიურ ავსტრალიაში დაბრუნდა და ფერმერობას მიჰყო ხელი. მისი პაუზა სამი წელი გაგრძელდა.

1985 წელს ამერიკულმა გუნდმა "ჰაასმა" ჩემპიონის დაბრუნება გადააწყვიტა, რითაც საკუთარ თავს დამატებითი რეკლამა გაუწია. ჯონსისთვის ფინანსური წინადადება მეტად მაცდური აღმოჩნდა და მან წელიწადნახევარი გაატარა ამერიკელთა რიგებში. განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, სამაგიეროდ, სოლიდური ფულადი ანაზღაურება მიიღო.

90-იანი წლების დასაწყისში "ფერარი" ცუდად მოექცა ალენ პროსტს. ბოლო მომენტში იტალიელებმა კონტრაქტი გაუწყვიტეს ფრანგ პილოტს. თანაც, 1992 წლისთვის ყველა ტოპ-გუნდის შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებული იყო და ამიტომაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ერთწლიანი პაუზის აღება მოუწია.

პროსტის არყოფნამ ნაიჯელ მენსელის სრული დომინირება გამოიწვია, რომელმაც ტიტულის მოპოვების შემდეგ რბოლების მიტოვება გადაწყვიტა. სერ ფრენკ უილიამსს დიდი ხანი არ უძებნია მენსელის შემცვლელი. მან სწრაფად გაიფორმა ალენი, რომელმაც დაბრუნებისთანავე მოიგო ტიტული და საბოლოოდ დაასრულა პილოტის კარიერა.

დიდი ხანი რბოლების გარეშე ვერც ბიგ-ნაიჯმა გაძლო. სამწუხაროდ, ამას დიდწილად ხელი შეუწყო იმოლას ტრაგიკულმა უქმეებმა. ბრიტანელი "უილიამსში" შემცვლელად დაბრუნდა. 1994 წელს მან ოთხი რბოლა ჩაატარა, რომელთაგანაც ერთ-ერთი მოიგო, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცნება - ყოფილი ჩემპიონი არ არსებობს. გამარჯვების გემოს გახსენების შემდეგ მენსელმა გადადო სპორტიდან წასვლა და "მაკლარენთან" გააფორმა კონტრაქტი, მაგრამ ზედმეტმა წონამ მაინც თავისი გააკეთა. ამ გუნდში ბიგ-ნაიჯმა მხოლოდ ორი რბოლა ჩაატარა, რის შემდეგაც საბოლოოდ დაასრულა ფორმულა 1-ში გამოსვლა, თუმცა "ჯორდანში" უწევდა ტესტების ჩატარება.

ცოტა ხნის წინ, პელოტონში კიდევ ერთი დაბრუნებული ჩემპიონი ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ლაპარაკია ერთადერთ და განუმეორებელ მიხაელ შუმახერზე. 2009 წლის დეკემბერში "მერსედესმა" გამოაცხადა, რომ აბრუნებს "სამეფო რბოლებში" მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს. თუმცა პირველი ორი სეზონი მიხაელისთვის არც ისე წარმატებულად განვითარდა, რასაც ბევრი მიზეზი ჰქონდა.

წლევანდელ სეზონში მომენტებში ისევ ვიხილეთ ძველი შუმახერი, თუმცა მისი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციას ხან ტექნიკა უშლიდა ხელს, ხან თავად პილოტი და ხან იღბალი. ცხადია, რომ გერმანელს ჯერ არ უთქვამს საბოლოო სიტყვა. მით უმეტეს, რომ ლაუდამ ასევე სამწლიანი პაუზის შემდეგ ჩააგდო "მაკლარენში" პირველი ორი სეზონი, შემდეგ კი ჩემპიონი გახდა.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა