გუშინ სეოკ-ის ოფისს მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოპსორტის ფედერაციათა ხელმძღვანელები სტუმრობდნენ
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი) გრძელდება შეხვედრები ეროვნული ფედერაციების წარმომადგენლებთან.

გუშინ სეოკ-ის ოფისს მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოპსორტის ფედერაციათა ხელმძღვანელები სტუმრობდნენ.

"დღესდღეობით ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის 6 სპორტსმენი იბრძვის, რომელთაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლიათ. მარიამ ქევხიშვილისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს ბირთვის კვრაში ლიცენზიის მოპოვება ალბათ გარანტირებულია.

გვეიმედება სპრინტერ დავით ილარიანის და სამხტომელ ლაშა ღულელაურისაც. ეს უკანასკნელი უნიჭიერესი სპორტსმენია და შედეგებს დღითი დღე აუმჯობესებს. ურიგო შანსი არც ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს აქვს. მოკლედ, ვფიქრობ სამი ლიცენზიის მოპოვება უტოპიას არ წარმოადგენს, პროგრამა მაქსიმუმი კი 4-5 საგზურია" - აღნიშნა შეხვედრაზე მძლეოსნობის ფედერაციის თავკაცმა ალექსანდრე ახვლედიანმა. მძლეოსნებისთვის ოლიმპიადამდე ორი უმნიშვნელოვანესი სტარტია - სტამბოლის მსოფლიოს ჩემპიონატი დახურულ დარბაზში და ჰელსინკში ევროპის პირველობა.

ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ბესო ნადირაძის თქმით, სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლია გიორგი ნადირაძეს. სეოკ-ის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით გადაწყვეტილია მისი ვერონაში (იტალია) ველოსპორტის კლუბში გაგზავნა სავარჯიშოდ, სადაც გამოცდილებასაც აიმაღლებს, სტარტებიც მოუმრავლდება და ლიცენზიის აღების შანსიც გაიზრდება.

ნიჩბოსნობაში ზაზა ნადირაძე სეოკ-ის დაფინანსებით უკვე უკრაინაში იმყოფება შეკრებაზე და როგორც ფედერაციის მესვეურები ამბობენ, ოლიმპიურ საგზურსაც უნდა შესწვდეს. სალიცენზიო ტურნირი ნიჩბოსნებს მაისის თვეში პოლონეთის ქალაქ პოზნანში ექნებათ.

რაც შეეხება ტაეკვონდოს, ოლიმპიური პერსპექტივები აქ ცოტათი ბუნდოვანია. ერთადერთი შანსი ქართველ ტაეკვონდისტებს ყაზანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე აქვთ და იქაც მინიმუმ საპრიზო სამეულში უნდა მოხვდნენ.

კახა ბერიძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა