უკვე მეორე სეზონია 29 წლის ქართველი ფეხბურთელი სამხრეთაფრიკულ "მოროკა სვაროვსში" თამაშობს
უკვე მეორე სეზონია, გია ნერგაძე სამხრეთაფრიკულ "მოროკა სვაროვსში" თამაშობს. 29 წლის ფეხბურთელი ამ კლუბში თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა რაინერ ცობელმა წაიყვანა და მას შემდეგ იქაა.

წლეულს გიამ 12 შეხვედრიდან 10-ში ძირითადში ითამაშა და ერთი გოლი მიითვალა.

- ერთი წელია, ჩვენებურებისთვის უჩვეულო საფეხბურთო გარემოსა და ქვეყანაში თამაშობ.

- სამხრეთაფრიკელები თბილი ხალხია და აქაურობას ძალიან შევეჩვიე. ფეხბურთი უყვართ, მოთამაშეებს პატივისცემით ეპყრობიან, ქვეყანაც ლამაზი და მდიდარია - აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული სახელმწიფოა.

- ფეხბურთი რა დონისაა?

- სულაც არ ვნანობ, სათამაშოდ ჩვენთვის უცნობ ლიგაში რომ წამოვედი. სავარჯიშო და ყველა სხვა პირობა არ დაიწუნება. რაც მთავარია, სასიამოვნო საფეხბურთო გარემოა. საქართველოსაზე ბევრად ძლიერი ლიგაა.

- მოკლედ, სამხრეთ აფრიკაში თამაშით კმაყოფილი ხარ.

- ძალიან კმაყოფილი. ფეხბურთელს რა სჭირდება? კარგი პირობები და საფეხბურთო გარემო, ეს კი, უკვე გითხარით, აქ დამხვდა.

გუნდს აღარ ავარჯიშებს რაინერ ცობელი, რომელიც თბილისის "დინამოდან" მიცნობდა და ამიტომაც მიმიწვია, ის გორდონ იგესუნდმა შეცვალა, მაგრამ ჩემთვის არაფერი შეცვლილა, როგორც ადრე, ახლაც ძირითადში ვთამაშობ.

- ცობელთან ურთიერთობას აგრძელებ?

- დიახ, ხშირად ვეხმიანები. საქართველოს კარგად იხსენებს.

- სხვა შემოთავაზებები ხომ არ გაქვს, თუ "მოროკა სვაროვსში" რჩები?

- კონტრაქტი ივლისში მიმთავრდება, მაგრამ მისი გახანგრძლივება შემომთავაზეს და, ალბათ, დავრჩები კიდეც.

- რა პოზიციაზე გათამაშებენ?

- ცობელის დროს დაცვის ცენტრშიც მითამაშია და საყრდენადაც. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯერ უკანა მცველად დამაყენა, მერე საყრდენად, აქ უფრო მოვეწონე და დღემდე ნახევარმცველობას მავალებს. თამაშს ორივე პოზიციაზე ნაჩვევი ვარ, ასე რომ, პრობლემები არ შემქმნია, ისე კი, საყრდენობა უფრო მირჩევნია.

- შეგიძლია, თქვა, რომ სამხრეთ აფრიკაში თამაშით პროფესიულად გაიზარდე?

- აქ საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და მართლაც შემიძლია იმის თქმა, რომ თავს პროგრესს ვატყობ.

- საქართველოში დაბრუნება ხომ არ შემოუთავაზებიათ?

- კონკრეტული არაფერი ყოფილა. ალბათ, დედამიწის მეორე ბოლოში რომ ვარ, ყველას დავავიწყდი.

- გუნდში რომელიმე ქართველის აყვანას ხომ არ აპირებენ?

- ცობელს სურდა ერთი ქართველი ფეხბურთელის ჩამოყვანა, მაგრამ ამ საქმიდან საბოლოოდ არაფერი გამოვიდა.

- საქართველოში სხვებივით ხშირად ვერ ჩამოხვალ - გზა ძალიან შორია. თავს მარტო ხომ არ გრძნობ?

- სიშორის გამო საქართველოს მართლაც მონატრებული ვარ, მაგრამ ახლა ინტერნეტის ეპოქაა და ურთიერთობის პრობლემა აღარ არსებობს. ლამის ყოველდღიური კავშირი მაქვს ოჯახთან, ძმაკაცებთან, ნათესავებთან, თანაც, ოჯახი აქ მყავს და მარტოობა რა სათქმელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა