"სოვეტსკი სპორტმა" 2011 წლის რუსული პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად ტრადიციული გამოკითხვა დაიწყო
გუშინ "სოვეტსკი სპორტმა" დაიწყო ტრადიციული გამოკითხვა 2011 წლის რუსული პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. გამარჯვებულს გულშემატკივრები ასახელებენ.

გაზეთმა უკვე გამოქვეყნა იმ მოთამაშეთა სია, რომელთა შორისაც გამოვლინდება ლაურეატი: 16-ივე გუნდის საუკეთესოს საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით ყველაზე მაღალი ქულების მქონე 4 ფეხბურთელი დაამატეს.

თავის კლუბში საუკეთესოობის ერთ-ერთი კანდიდატი "კრასნოდარის" კაპიტანი ალეკო ამისულაშვილი იყო - საბოლოოდ, ის მესამე პოზიციაზე დარჩა - ხუთბალიანი სისტემით 29 წლის მცველმა 26 მატჩის საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლით 3,44 ქულა დააგროვა.

ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" მთელი სეზონის განმავლობაში გოგიტა გოგუა და გოჩა ხოჯავა ლიდერობდნენ, მაგრამ წლის ბოლოს თამაშების 50 პროცენტი არ მოუგროვდათ (დუბლებში გადაყვანის გამო) და სამეულში ვერ მოხვდნენ. ნიჟნელთა შორის საუკეთესოდ უზბეკი სანჟარ ტურსუნოვი, მეკარე ილია აბაევი და მარცხენა მცველი ანდრეი ბუიოლოვი დაასახელეს. არადა, გოგუასა და ხოჯავას მაჩვენებელი 3,35 ქულა იყო, რაც ტურსუნოვისას ბევრად აღემატება - 3,19. უზბეკი პრემიერლიგის 20 საუკეთესოს შორისაა და ნომინანტა სიაშიც მოხვდა.

ვიყოთ სამართლიანები, მთელი სეზონი მაღალ დონეზე არც ერთ ქართველს არ ჩაუტარებია და მათი დაუსახელებლობა ლოგიკურია.

არადა, სეზონი რა კარგად დაიწყო, განსაკუთრებით "ვოლგას" ქართველებისთვის. "სოვეტსკი სპორტი" წერს კიდეც, ნიჟნელთა ქართველების თამაში იმდენად შთამბეჭდავი იყო, მათ ბევრმა ცნობილმა კლუბმა დაადგა თვალი, მაგრამ სეზონი ასევე ვერ დაასრულესო.

ერთი ჩვენთვის გამოსარჩევი ამბავი ის იყო, რომ წლეულს რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ათეულში ოთარ მარცვალაძის "ვოლგადან" "კრასნოდარში" გადასვლა მოხდა.

არადა, რამდენიმე წლის წინ ბევრ ქართველს თავის ამპლუაში საუკეთესოობაზე მაინც ჰქონდა პრეტენზია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა