გასულ სეზონში მამუკა "დაჩიაში" თამაშობდა,სადაც მან ოცი შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც მოახერხა
საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოში" მცველი მამუკა ლომიძე ჩაირიცხა. გასულ სეზონში მამუკა მოლდოვურ "დაჩიაში" თამაშობდა,სადაც მან ოცი შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაც მოახერხა.

მოლდოვიდან მამუკა ლომიძემ ზაფხულის მიწურულს გადაწყვიტა აბარგება. ლომიძის გადაბირების სურვილი ჩეხურმა "ვიქტორიამ" გამოთქვა, თუმცა ჟიჟკოველებთან ჩატარებულ მესამე საწვრთნელ ვარჯიშზე მამუკა დაშავდა და ტრავმის გამო მისი ტრანსფერი ჩაიშალა.

სამშობლოში დაბრუნებულმა ლომიძემ "დინამოს" მიაშურა და თვენახევრიანი ვარჯიშის შემდეგ ჩვენი გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ალექს გარსიას მოწონება დაიმსახურა. მოლდოვეთის ჩემპიონსა და თასის მფლობელთან, "დინამოსთან" ექვსთვიანი კონტრაქტი გააფორმა - მომავალში გახანგრძლივების პერსპექტივით.

მამუკა ლომიძე:"დაჩიადან" როდესაც წამოვედი, დიდი შანსი იყო ჩეხეთში, ჟიჟკოვის "ვიქტორიასთან" გამეფორმებინა კონტრაქტი, თუმცა ჩეხეთში ჩასულმა მესამე დღეს ტრავმა მივიღე და ჩემი ჩეხური ვარიანტიც ჩავარდა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო დიდი პერიოდი გამიცდა. ჩემდა სასიხარულოდ ისე მოხდა, რომ "დინამოში აღმოვჩნდი". ალექს გარსია ჩემზე გარკვეულ ინფორმაციას ფლობდა და გუნდთან ერთად ვარჯიშებზე საკუთარი შესაძლებლობების გამოჩენის საშუალება მომცა.

მართალია ოპტიმალურ ფორმაში ჯერაც არ ვარ, თუმცა მოედანზე გასვლა და თამაში ნამდვილად შემიძლია. თვეზე მეტია გუნდთან ერთად ვარჯიშობ, ბოლო ერთ კვირაში გადაწყდა, რომ ჩემთან 6 თვიანი ხელშეკრულება გაფორმდებოდა. მაისის ბოლომდე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა მეძლევა და ვეცდები გუნდის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ნდობა მაქსიმალურად გავამართლო.

აღსანიშნავია, რომ გუნდში მოსვლის დროს თავი უცხოდ არ მიგრძვნია. "დინამოში" ყველანაირი პირობაა საიმისოდ, რათა ფეხბურთელმა მხოლოდ ფეხბურთზე იფიქროს. კლუბების უმეტესობას ასეთი პირობებით არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც კი არ აქვთ.

სასიხარულოა, როდესაც ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი გიფორმებს ხელშეკრულებას, "დინამოს" მიზანი საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა და ვეცდები ჩემი კარგი თამაშით გუნდს სარგებელი მოვუტანო".

fcdinamo.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა