ლიგა 1. XVI ტურის წინ
პარასკევს საღამოს ლიგა 1-ის მატჩები, როგორც წესი, არ ტარდება ხოლმე, მაგრამ ყველა წესს რომ გამონაკლისი აქვს, ალბათ, მოგეხსენებათ. “მარსელმა” ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ითხოვა “კანთან” 3 დეკემბერს გასვლაზე დანიშნული მატჩის 24 საათით ადრე გადაწევა, რათა ჩემპიონთა ლიგაში “დორტმუნდთან” გადამწყვეტი მატჩისთვის ძალები აღსადგენად მეტი დრო მისცემოდა. პროფესიულმა ლიგამ ვიცე-ჩემპიონთა თხოვნა გაითვალისწინა.

ანალოგიური თხოვნა ცოტა უფრო ადრე “ლილს” დაუკმაყოფილეს, რითაც “ძაღლებმა” მშვენივრად ისარგებლეს - დასვენებულებმა ცსკა-ს მოსკოვში 2:0 მოუგეს. ფრანგებს უშუალოდ გერმანელებთან სანერვიულო მაინცდამაინც არაფერი აქვთ. პროვანსელებმა იმდენი უნდა “მოახერხონ”, რომ ოთხი ბურთით არ წააგონ. თუმცა საფრთხე “ოლიმპიაკოსის” მხრიდანაა. თუკი ბერძნებმა უმოტივაციო “არსენალს” მოუგეს, ხოლო “მარსელმა” ქულაზე მეტი ვერ აიღო, ის ევროპის ლიგაზე გადაერთვება. მოკლედ, “ოლიმპიკი” გერმანიაში მოსაგებად მიდის.

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი მონაწილე “ლიონი” კვირას ღამის მატჩში “ტულუზს” უმასპინძლებს. რემი გარდის გუნდმა მე-15 ტურში “ოსერში” მოუგო და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს ფერფლიდან აღსდგაო. დიდებულად გაისარჯა ლისანდრო ლოპესი, ვინც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში. არგენტინელმა დუბლი შეასრულა. კარგად გამოიყურებოდა “აბე დეშამზე” მიშელ ბასტოსიც. ბრაზილიელმა მასპინძლებს მესამე გოლი გაუტანა. “ოსერთან” ვერ იასპარეზა, მაგრამ ხვალ აუცილებლად ითამაშებს მაქსიმ გონალონიც. მასპინძელთა სასარგებლოდ მეტყველებს სტატისტიკაც. “ლიონმა” “ტულუზთან” შინ უკანასკნელად 60-იან წლებში წააგო. ისტორიას თავი დავანებოთ და სტუმარი გუნდი ზედიზედ ოთხი გასვლითი მატჩია ვერ იგებს, აქედან სამჯერ გოლიც ვერ გაიტანა. რა შანსი უნდა ჰქონდეს მას ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “ლომებთან” ძნელი სათქმელია.

ჩემპიონი “ლილი” აუტსაიდერ “აიაჩოს” სტუმრობს, თუმცა ეჭვი გვაქვს, რომ ისიც უფრო “ტრაბზონსპორთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ფიქრობს. “ძაღლები” კორსიკას უკანასკნელად 2005 წელს ეწვივნენ და 3:3 ითამაშეს. მაშინ თავის გუნდს ბოლო წუთზე ქულა მატიე დებიუშიმ მოუტანა. ის ახლაც ფორმაშია და მზადაა ოლივიე პანტალონის გუნდთან საბრძოლველად. ჩემპიონთა მარჯვენა მცველი მისი ამპლუიდან გამომდინარე წელს უჩვეულოდ შედეგიანად თამაშობს – 12 თამაშში მის ანგარიშზე 3 გოლია. დებიუშის თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენია ლორან ბლანს. საფრანგეთის ნაკრებში დებიუტი ფეხბურთელს ამერიკის ნაკრებთან ჰქონდა.

ფრანგული ფეხბურთის სტატისტიკოსებმა თავიანთ დავთრებს ჩახედეს და შემდეგი დასკვნა დადეს: ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ლიგა 1-ის 15 ტურის შემდეგ სამეულში მყოფი რომელიღაცა გუნდი ჩემპიონატის ბოლოს აუცილებლად რჩებოდა ჩემპიონთა ლიგის მიღმა. ამჟამად სამეულში “მონპელიე”, პსჟ და “ლილი” არიან. დასკვნის გაკეთება სტატისტიკის საქმე არ არის, მაგრამ მინიშნება გასაგებია. რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ დედაქალაქელთა კრიზისზე, რაც უნდა დიდი ძალები წაართვას ლიგამ “ლილს”, ამ ორ გუნდს მაინც მეტი შანსი ექნება ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მოსახვედრად. როგორც ჩანს, ამ აზრს “მონპელიეს” დამრიგებელი რენე ჟირარიც იზიარებს.

აი, რა თქვა მან: “ჩემპიონობაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ. ჩვენ ყოველ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ და აქედან რა გამოვა, ყველანი ერთად მაისის შუა რიცხვებში ვნახავთ. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ჩვენ წინაშე ლიგა 1-ში დარჩენის საკითხი აღარ დგას, მაგრამ კიდევ გავიმეორებ, პატივს ვცემ ჩემს ბიჭებს და მათი ბოლომდე მჯერა, მაგრამ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გაუჭირდებათ. რა შედეგი დაგვაკმაყოფილებს? კარგი იქნება, თუკი ევროთასების ზონაში მოვხვდებით. ამისთვის მეხუთე ადგილის ქვემოთ არ უნდა დავეშვათ”.

და რა შეიძლება ითქვას ლამის უკვე ყველაზე ფრონტზე შერცხვენილ “პარი სენ-ჟერმენზე”? ხუთშაბათს “ლურჯ-წითლები” ზედიზედ მესამედ დამარცხდნენ და თანაც ისე, რომ ერთხელაც ვერ შეძლეს მეტოქის კარის აღება. წაგებათა ასეთი სერია გუნდს უკანასკნელად 2009 წელს ჰქონდა. ანტუან კომბუარემ თავისი ბედი, როგორც ჩანს, თავადვე გამოჭედა. დედაქალაქელები უკვე 1,5 თვეზე მეტია კრიზისში არიან, ბოლო 9 შეხვედრაში გუნდს 4 წაგება და 2 ფრე აქვს, მწვრთნელი კი ვერაფერს ახერხებს. ჩვენი ვარაუდით მას იანვარშივე გაუშვებენ.

ლიგა 1. XVI ტური

დღეს:

აიაჩო-ლილი 22:00

ბრესტი-სტ. ეტიენი 22:00

დიჟონი-სოშო 22:00

ევიანი-ვალანსიენი 22:00

მონპელიე-ლორიანი 22:00

ნიცა-რენი 24:00

ხვალ:

ბორდო-ნანსი 20:00

პარი სენ-ჟერმენი-ოსერი 20:00

ლიონი-ტულუზი 24:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. მონპელიე 15 10 3 2 32-17 33

2. პარი სენ-ჟერმენი 15 9 3 3 26-15 30

3. ლილი 15 7 7 1 24-13 28

4. რენი 15 8 4 3 27-19 28

5. ლიონი 15 8 2 5 25-17 26

6. ტულუზი 15 7 5 3 15-12 26

7. ლორიანი 15 6 5 4 17-14 23

8. სტ. ეტიენი 15 6 5 4 17-17 23

9. მარსელი 15 5 6 4 20-15 21

10. კანი 15 5 4 6 22-23 19

11. სოშო 15 4 5 6 21-30 17

12. დიჟონი 15 5 2 8 17-29 17

13. ევიანი 15 3 7 5 19-22 16

14. ბორდო 15 3 7 5 17-21 16

15. ბრესტი 15 2 9 4 15-16 15

16. ოსერი 15 3 6 6 20-23 15

17. ვალანსიენი 15 3 5 7 15-17 14

18. ნანსი 15 3 5 7 12-18 14

19. ნიცა 15 2 5 8 12-17 11

20. აიაჩო 15 1 5 9 13-31 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა