კლუბის ხელმძღვანელობამ 17 წლის გიორგი ჯგერენაიას და 21 წლის გიორგი ყურულაშვილს კონტრაქტები 2014 წლამდე გაუხანგრძლივა
მას შემდეგ, რაც "გაგრამ" საქართველოს თასი მოიგო და ევროპის ლიგაზეც ჰქონდა დებიუტი, გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდა. მთავარი სიახლე ის იყო, რომ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი - გამოცდილი ანატოლი პისკოვეცის ნაცვლად გაგრელებს ამ საქმეში ჯერაც გამოუცდელი, 37 წლის ზვიად ჯელაძე თავკაცობს.

ჯელაძემ, უპირველესად, შეცვალა შემადგენლობა და სათამაშო სტილი, დაცვით ფეხბურთს შემტევი ამჯობინა, თამამად დაააწინაურა ლამის სკოლის ასაკის ბიჭები, რომელთა უმრავლესობა საინტერესო ფეხბურთელი გამოდგა. მაგალითად, საქართველოს ჩემპიონატის XIV ტურში უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშა 17 წლის მარცხენა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ, 18 წლისაა მეკარე გიორგი ბეგაშვილი, ძირითადში ადგილი დაიმკვიდრეს 21 წლის საყრდენმა გიორგი ყურულაშვილმა და 18 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა ჯონ ჯერემიამ.

ეს უკანასკნელი გუნდის კარგი სასელექციო მუშაობის მაგალითად გამოდგება - "გაგრამ" ორი წლის წინ ნიგერიის საფეხბურთო აკადემიასთან კონტრაქტი გააფორმა და იქიდან ჯერ ოვონიკოკო სეუნი ჩამოიყვანა, რომელმაც აშკარად გაამართლა იმედები, ახლა კი ჯერემიას ჯერია, რომელიც ოვონიკოკოზე არანაკლებ საინტერესო თავდამსხმელი ჩანს.

ჯელაძის დაწინაურებულმა მოთამაშეებმა ისე იყოჩაღეს, რომ "გაგრამ" ორ მათგანთან, ჯგერენაიასთან და ყურულაშვილთან ახალი კონტრაქტები გააფორმა.

"ჩვენი საკადრო პოლიტიკა უცვლელი რჩება: "გაგრა" ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელებს განვითარებისა და დაწინაურების შანსს აძლევს. კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელთა შტაბმა მიზანშეწონილად ჩათვალეს გიორგი ჯგერენაიასთან და გიორგი ყურულაშვილთან კონტრაქტების გახანგრძლივება და ორივე კლუბში კიდევ სამი წელი, 2014 წლამდე დარჩება", - გვითხრა "გაგრას" იურისტმა მიხეილ აფხაზავამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

F-B
სად არის მეკარე სეფიაშვილი? სხვაგან თამაშობს თუ ტრამვა აქვს?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა