საქართველოს ჩემპიონები 6 დეკემბერს, ევროჩელენჯის ჯგუფური ეტაპის მატჩს თურქულ "ბეშიქთაშთან" დანაკლისით ხვდებიან
ორიოდე დღის წინ შემოგთავაზეთ "არმიას" მთავარი მწვრთნელის, კოტე ტუღუშის ინტერვიუ, რომელშიც იგი სანდიატა გეინსსა და გილერმო დიასზე ლაპარაკობდა.

უნდა გარკვეულიყო, NBA-ს ლოკაუტის დასრულების შემდეგ კიდევ რამდენ ხანს დარჩებოდა გეინსი საქართველოში.

სამწუხაროდ, მას ამერიკულმა კლუბმა "ნიუ ჯერსიმ" უკვე უხმო. მართალია, სანდიატას ამერიკაში გამგზავრების ზუსტი თარიღი გუშინ გარკვეული არ იყო, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ იგი "არმიას" 6 დეკემბერს თურქულ "ბეშიქთაშთან" ვერ დაეხმარება.

გასარკვევი იყო მეორე უკანახაზელის, გილერმო დიასის საკითხიც. მან გერმანიაში, "გოტინგენთან" მატჩის პირველ პერიოდში მუხლი დაიზიანა და საქართველოში ჩასატარებელი გამოკვლევის შედეგად უნდა გამოვლენილიყო ტრავმის სიმძიმე.

როგორც არმიელთა დამრიგებელმა კოტე ტუღუშმა გვითხრა, ექიმებმა დიასს 10-დღიანი დასვენება გამოუწერეს. შესაბამისად, სამშაბათს ვერც პუერტორიკოელი ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა