ქუთაისის სპორტის სასახლეში ქომაგმა დრამატული და ემოციებით დატვირთული მატჩი იხილა
საქართველოს ჩემპიონატი. VIII ტური

ქუთაისი-თსსუ 86:84

18-25, 24-20, 18-24, 26-15

ქუთაისი: ბაბუნაშვილი (4ქ), დიდია (8ქ), ცეკვავა (17ქ), გ.ბარბაქაძე (9ქ), მათიაშვილი (29ქ.), ფაშაევი (2ქ), დ.ბარბაქაძე (11ქ), ლომინაშვილი, ქორიძე (6)

თსსუ: ტომარაძე (6ქ), აბაიშვილი (4ქ), შვანგირაძე (12ქ), ჭოჭუა (8ქ), ილიჩი (15ქ.8მ), ჩიკვილაძე (16ქ), ყველაშვილი, ბექაური (8ქ,8მ), პირველაშვილი (1ქ), სამოილოვიჩი (14ქ)

მსაჯები: მ. კუპატაძე, დ.ბერეკაშვილი, გ.მიქელაძე

ქუთაისის სპორტის სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივრებმა დრამატული და ემოციებით დატვირთული მატჩი იხილეს. მასპინძლები თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იმყოფებოდნენ, ერთი პერიოდი მაყურებელმა მატჩი წაგებულადაც ჩათვალა და ხელიც ჩაიქნია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ქუთათურებმა ძალები მოიკრიბეს და უკანასკნელ წამებზე ბაბუნაშვილმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი რომ ჩააგდო, ხმაურისაგან და ემოციებისგან ლამის დარბაზი დაინგრა.

თუმცა, აჯობებს ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. წყვილის ფავორიტად ,,ქუთაისი" ითვლებოდა და ბევრი მასპინძლების იოლ გამარჯვებას ელოდებოდა, მაგრამ მედიკოსებმა პირველივე წუთებში აგრძნობინეს მეტოქეს, არაფრის დათმობას რომ არ აპირებდნენ. ,,ქუთაისი" 4 ქულით იყო წინ, როცა გიორგი შვანგირაძემ ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო და ,,თსსუს" ყველაზე დიდი გაქცევა (12:0) ასე დაიწყო. კარგად ჩაერთო თამაშში ბექა ჩიკვილაძე, რომელმაც საბოოლოოდ 16 ქულას მოუყარა თავი.

პირველი პერიოდის ბოლო წუთები სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მედიკოსებმა ეს მეოთხედი 7 ქულიანი სხვაობით მოიგეს (25:18). სტუმრებმა მომდევნო პერიოდიც კარგად დაიწყეს და 12 ქულამდეც გაზარდეს სხვაობა. კარგად ირჯებოდნენ მედიკოსთა სერბი ლეგიონერები ნემანია ილიჩი (15ქ) და ფილიპ სამოილოვიჩი (14ქ), თუმცა, ქუთათურებმა ფარქვეშ რიჩარდ მათიაშვილის ბრწინვალე თამაშის წყალობით, სხვაობა 3 ქულამდე შეამცირეს - 42:45.

მესამე პერიოდი საწყისი წუთები ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, ამ მონაკვეთში გულშემატკივრებმა არერთი ლამაზი ეპიზოდი იხილეს, მათ შორის ქუთაისელთა ლამაზი კომბინაცია, რომელიც გიგი ბარბაქაძის ჩატენვით დამთავრდა. უპირატესობა ისევ თბილისელთა ხელში გადავიდა, ნუგზარ კანდელაკის შეგირდებს ყველაფერი გამოსდიოდათ. თუმცა, ისც სათქმელია, რომ ქუთათურები მათ თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდნენ. ისინი თავისუფლად ისროდნენ როგორც საშუალო დისტანციიდან ასევე პერიმერტრიდანაც. მესამე პერიოდის ბოლოს ტაბლოზე სტუმრების 9 ქულიანი უპირატესობა დაფიქსირდა - 60:69

ბოლო მეოთხედი უაღრესად დრამატული და დაძაბული გამოდგა. თავიდან ქუთათურებმა ხუთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა, მაგრამ ჭოჭუასა და სამოილოვიჩის შედეგიანი სროლების შემდეგ სტუმრებმა სტატუს-ქვო აღადგინეს. მასპინძლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი არ გატყდნენ და ბოლო წუთებში შეძლეს მატჩის შემოტრიალება.

გადამწყვეტ მომენტში ,,ქუთაისის" ყველა წევრი კარგად გაისარჯა, ბარბაქაძემ მატჩის დამთავრებამდე 1 წუთით ადრე ანგარიში ერთ ქულამდე შეამცირა (81-82), ცეკვავამ კი, რომელიც ბოლო წუთებში ქუთაისელთაგან საუკეთესო იყო, საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა - 83:82, მანვე სამედიცინოს გაფუჭებული შეტევის შემდეგ ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო - 84:82, მედიკოსებმა ტომარაძის ორი საჯარიმოთი გაათანაბრეს - 84:84.

მატჩის დამთავრებამდე 7 წამი იყო დარჩენილი, მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა შეუტიეს, თემურ ბაბუნაშვილმა, რომელსაც იქამდე ერთი ორქულიანი ჰქონდა ჩაგდებული, ზუსტად ისროლა და საკუთარ გუნდს საოცარი გამარჯვება მოუტანა - 86:84

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა