გუშინ რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის რუსეთიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა
გუშინ სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" ერთ-ერთ ცხინვალურ ოპოზიციურ ვებგვერდზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ჯამბულათ თედეევის რუსეთიდან წასვლის შესახებ.

ცხინვალური პირველწყაროს ინფორმაციით, თურმე თედეევი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში დაიბარეს, სადაც ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის არალეგიტიმურ არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევას მხარდაჭერის, პარალელურად კი სეპარატისტული რეგიონის ადრინდელ მმართველ ედუარდ კოკოითთან და აღნიშნულ არჩევნებში კრემლის კანდიდატ ანატოლი ბიბილოვთან დაპირისპირების შეწყვეტა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქვეყნის ღალატში დადანაშაულებით დაემუქრნენ.

იმავე წყაროს ცნობით, თედეევი შეხვედრაზე მარტო იმყოფებოდა, საპირისპირო მხარეს კი სამი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი წარმოადგენდა, რომლებმაც მწვრთნელს შეახსენეს, რომ ცოტა ხნის წინათ ის სიკვდილს გადაარჩინეს და ცხინვალიდან რუსეთში გადასვლის საშუალება მისცეს, როცა, პრაქტიკულად, შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ საქმის ვითარებას - სეპარატისტულმა ცესკ-მ თედეევი აღნიშნულ არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა იმ მოტივით, რომ ბოლო ათი წელიწადი არ ცხოვრობდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. მაშინ ამას თედეევსა და კოკოითს შორის ისეთი დაპირისპირება მოჰყვა, საქმე ლამის სამოქალაქო ომში გადაიზარდა - იარაღის ჟღარუნში უფრო კოკოითის მხარემ იმძლავრა, რომელმაც თედეევი საკუთარ სახლში გამოკეტა და, პრაქტიკულად, შინაპატიმრობა მიუსაჯა.

თედეევს გვერდში დაუდგა მთელი საჭიდაო სამყარო ჩრდილო კავკასიიდან, ეს კი იქაური ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობაა. ჩრდილო ოსეთიდან, დაღესტანიდან თუ რუსეთის სხვა რეგიონ-ქალაქებიდან მის მხარდასაჭერად ცხინვალში მოჭიდავეთა ჯგუფები ჩავიდნენ, თუმცა ვითარების განმუხტვა ვერ შეძლეს. მაშინვე ვრცელდებოდა ხმები, რომ თედეევს თუ ძირითადად დუმის დეპუტატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ემხრობოდნენ, კოკოითს ზურგს რუსული სპეცსამსახურები უმაგრებენო.

მაშინ მდგომარეობა იმით დასრულდა, რომ ხანგრძლივი შინაპატიმრობის შემდეგ თედეევი მოსკოვსა და ნაკრებს დაუბრუნდა, თუმცა ამით ცხინვალში იარაღის ჟღარუნი არ დამთავრებულა - ჩატარებულ არჩევნებში ალა ჯიოევამ გაიმარჯვა, ანატოლი ბიბილოვი დამარცხდა და მიძინებულმა კონფლიქტმაც ახალი ძალით იფეთქა. იქაურმა ცესკ-მ არჩევნების შედეგები გააუქმა, ხელახალი არჩევნები დანიშნა, ოღონდ ჯიოევას მასში მონაწილეობა აუკრძალა. ამან ხალხის გაღიზიანება გამოიწვია და უკვე რამდენიმე დღეა, ცხინვალის ქუჩებში საპროტესტო კარვებია გაშლილი - ჯიოევას მომხრეები დანებებას არ აპირებენ და ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ კოკოითისგან არჩევნების შედეგების აღიარებას მოითხოვენ.

ამ ახალ დაპირისპირებაში თედეევი ვის მხარეს დადგებოდა, თქმაც არ გინდათ. ჰოდა, ოსური სააგენტოს ცნობით, მოსთხოვეს კიდეც ჯიოევასგან განდგომა. ამაზე თედეევს უპასუხია, რომ ის არავის გადაურჩენია და ცხინვალი მაშინ დატოვა, როცა საჭიროდ მიიჩნია. მან ჯიოევას შესახებ განაცხადა, ის დღეს ცხინვალში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია და კოკოითისგან განსხვავებით, არ შეარცხვენს რუსეთსო, თან დასძინა, რომ ორი სამშობლო აქვს - სამხრეთ ოსეთი და რუსეთი, ხოლო ცხინვალში ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკოსები არ არიან. საინტერესოა მისი კიდევ ერთი მოსაზრება, რომელშიც საქართველოში გაზრდილი კაცი ჩვენს ქვეყანას ახსენებს:

"რით ხართ ქართველებზე უკეთესი - თქვენც ჩვენი ხალხის დაჩოქება გინდათ, რის წინააღმდეგაც სამხრეთ ოსეთის ხალხი 20 წელიწადია, იბრძვის და მუდამ იბრძოლებს, ვიდრე იცოცხლებს. ჩვენ დაჩოქილი სიცოცხლე არ შეგვიძლია, თქვენ კი ოსებს უკვე შეურყიეთ რუსეთთან ყოფნის სურვილი. ნაწილი უკვე ფიქრობს, რომ რუსეთს და საქართველოს ერთნაირად უნდათ ეს ტერიტორია - ოსი ხალხის გარეშე" - განუცხადა თურმე მან რუს გენერლებს.

იმავე წყაროს ცნობით, იმ შეხვედრაზე თედეევმა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს თავისი დაპატიმრებაც შესთავაზა, მაგრამ მათ იუარესო.

კიდევ ვიმეორებთ, ამ ინფორმაციის პირველწყარო ოსურია და მის სისწორეზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ თედეევი რომ ნამდვილად წავიდა რუსეთიდან, ეს გუშინ რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის საიტმაც დაადასტურა, ოღონდ სულ სხვა მიზეზი დაასახელა - გრიჟის ოპერაციის გასაკეთებლად წავიდა გერმანიაში, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მწვრთნელი უკვე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის და მალე დაუბრუნდება ნაკრებსო.

ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა