გორში "სპორტული ცენტრის" ძირითადი საზრუნავი ადგილზე ჩატარებულ შეჯიბრებათა ორგანიზება იქნება
რეგიონებში ადგილობრივი, თუ საქვეყნო მასშტაბის შეჯიბრებების გამართვისას ჩვენ არა მხოლოდ ტექნიკურ შედეგების, ორგანიზაციული მხარის დადებით ასპექტსა თუ ნაკლოვანებებზეც ყოველთვის ვცდილობთ ყურადღების გამახვილებას.

ამ თვალსაზრისით ბოლო ხანს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გორში საკმაოდ ნორმალური ვითარება იყო, თუმცა ჩანს ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს კიდევ უფრო დაიხვეწოს პროცესები, რაზეც ახლახან მათი მონდომებით "სპორტული ცენტრის" შექმნა მეტყველებს.

"სპორტული ცენტრის" ძირითადი საზრუნავი ადგილზე ჩატარებულ შეჯიბრებათა ორგანიზება იქნება. ამით გორის სპორტული სკოლების ხელმძღვანელებს და იქ მომუშავე სპეციალისტებს მეტი დრო გამოუთავისუფლდებათ შეგირდებთან სამუშაოდ.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ხელმძღვანელი ოლიმპიური პრიზიორი, ძიუდოში მოღვაწე გია თენაძე იქნება, რომელიც ყველასთვის და ყოველთვის იყო სიტყვით და საქმით აქტიური მხარდამჭერი და არა მხოლოდ ძიუდოში. გამოცდილება კი დიდი აქვს. შეგახსენებთ, რომ თენაძე 2005-2006 წლებში გორის მუნიციპალიტეტის სპორტული კომიტეტის ხელმძღვანელად მუშაობდა. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ გვერდში დგომით მისებრ გამორჩეულ სხვა ადგილობრივ მოხელეს ძნელად თუ გაიხსენებენ აქაური სპეციალისტები და სპორტსმენები.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა