ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვაკო ყაზაიშვილი: ჩემი ოცნება "იუვენტუსში" თამაშია!

ვაკო ყაზაიშვილი: ჩემი ოცნება "იუვენტუსში" თამაშია!

როგორ ცხოვრობენ და ერთობიან ჰოლანდიაში არნემის "ვიტესის" ქართველები: ყაზაიშვილი, ჭანტურია და კაშია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი მერაბ ჟორდანიას კლუბში გასულ ზაფხულს ჩაირიცხა. ვაკომ "ვიტესის" დუბლშემადგენლობაში თავი ბრწყინვალე თამაშითა და გატანილი გოლებით გამოიჩინა და ახლახან არნემული კლუბის მთავარ გუნდში, თანამემამულე გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას შეუერთდა.

ყაზაიშვილმა თავისი ბომბარდირული თვისებები არნემის "ხელრდომზე" სადებიუტო მატჩში "ვალვაიკთანაც" გამოავლინა და ეფექტური გოლით გამოირჩა. იქამდე კი "ვიტესის" ფანკლუბის საიტმა vitesse.org-მა 18 წლის ჩვენებურს სტატია მიუძღვნა.

"ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესში" ქართული კლანის ბოლო დანამატია. კლუბის მფლობელმა მერაბ ჟორდანიამ არნემულ კლუბში ის უკვე მყოფ გურამ კაშიასა და გიორგი ჭანტურიას დაამატა.

ვაკო "ვიტესში" სათამაშოდ ზაფხულში ჩავიდა. ის ოზურგეთში დაიბადა, ფეხბურთის თამაში კი საფეხბურთო კლუბ "საბურთალოში" დაიწყო, სადაც ჭანტურიასთან ერთად "დინამოში" თამაშობდა. გიორგი "ბარსელონას" აკადემიაში გადავიდა, ვაკომ კი "ვიტესში" გადასვლამდე რუსთავის "ოლიმპი" და ბოლნისის "სიონი" მოიარა.

"ჭანტურია და მე ერთმანეთს 10 წლის ასაკიდან ვიცნობთ და კარგი მეგობრები ვართ. თავიდან ჰოლანდიაში გამიჭირდა. ოჯახი და მეგობრები მენატრებოდნენ. ახლა მამაჩემი აქაა. გურამი და გიო კი მხარში მიდგანან. ყველას ცალ-ცალკე ბინა გვაქვს, თუმცა მაინც სულ ერთად ვართ".

ყაზაიშვილი ინგლისურად სულ რამდენიმე სიტყვას ამბობს, ენის შესწავლას ეშურება და კვირაში ორჯერ გაკვეთილი აქვს. მანადმე კი მას მოთამაშეებთან ურთიერთობაში გურამ კაშია ეხმარება.

სწორედ ერთგული კაპიტნის საშუალებით ყაზაიშვილი გვეუბნება, რომ ჰოლანდიაში ფეხბურთის თამაშით ბედნიერია: "ეს ჩემთვის ევროპაში თამაშის შანსია. ჩემი ამბიცია კი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობაა. მინდა ამას უახლოეს წლებში "ვიტესთან" ერთად მივაღწიო.

"ვიტესში" ჩემ საყვარელ პოზიციაზე ვთამაშობ. ისევე როგორც გიო, მეც შემქმნელი ფეხბურთელი ვარ. ტექნიკა, დრიბლინგი, გოლის გატანა ჩემი სტიქიაა. აქ შესანიშნავი ატმოსფეროა".

ვაკო ყაზაიშვილი "იუვენტუსის" გულშემატკივარია, ალესანდრო დელ პიერო კი მისი კუმირია. ეს იშვიათი შემთხვევაა, რადგან დღეს ახალგაზრდა მოთამაშეები უპირატესობას ესპანეთის ან ინგლისის დიდ კლუბებს ანიჭებენ.

"იტალიური ფეხბურთი მიყვარს. როდესაც შვიდი-რვა წლის ვიყავი, ტელევიზორში ყოველთვის ვუყურებდი. იმ დროს ტურინის "იუვენტუსი" და დელ პიერო უძლიერესნი იყვნენ. თავიდან მეც პლეიმეიქერის პოზიციაზე ვთამაშობდი და დელ პიეროს ფანი იმ დროიდან გავხდი. ჩემი ოცნება ოდესმე "იუვენტუსში" თამაშია".

ყაზაიშვილი ხმადაბლა გვესაუბრება, მაგრამ ეს მის თავდაჯერებულობას სულაც არ აკნინებს:

"ფეხბურთში ასე ხდება - როდესაც რაღაცის ბოლომდე გწამს, აღწევ კიდეც. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ გიორგი ჭანტურიას დარად, ფეხბურთის კარგად თამაში მეც შემიძლია. იმედი მაქვს, "ვიტესის" გულშემატკივრები მხარს დამიჭერენ".

ყაზაიშვილი და ჭანტურია "ვიტესში" ფლანგებზე ქართულ დუეტს ქმნიან. მათ შორის განსაკუთრებით განმასხვავებელი ორი რამაა. როგორც კაშია ამბობს, "გიო უფრო აგრესიულია, ვაკო კი უფრო ჩუმი და სერიოზულია. ის საკუთარ შანსს ელოდება".

ქართველები ერთმანეთს Playstation-ში ხშირად ეჯიბრებიან. ხშირად ბოულინგსაც ერთად თამაშობენ.

"ბოულინგის სათამაშოდ კვირაში ორ-სამჯერ მაინც მივდივართ. ბოულინგ-ცენტრის გვერდით ჩინური რესტორანია და სადილად იქ შევივლით ხოლმე, ფულს კი წაგებული იხდის", - ამბობს კაშია.

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს