ისმაილ აისატი ჯერ ტრავმის, შემდეგ კი ფრანკ დე ბურთან კონფლიქტის გამო დიდხანს იყო ძირითად გუნდს მიღმა
ისმაილ აისატი ჯერ ტრავმის, შემდეგ კი ფრანკ დე ბურთან კონფლიქტის გამო დიდხანს იყო ძირითად გუნდს მიღმა.

მთავარმა მწვრთნელმა ის შემადგენლობაში ათიოდე დღის წინ დააბრუნა და "ექსელსიორთან" ძირითად შემადგენლობაშიც დააყენა. ისმაილმა 45 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მუხლის ტრავმა მიიღო. დე ბური იძულებული გახდა ფეხბურთელი შეეცვალა.

"აისატის სერიოზული ტკივილები დაეწყო, რის გამოც იძულებულები გავხდით ის საავადმყოფოში დაუყოვნებლივ გადაგვეყვანა. პირველად დაკვირვებით მას მუხლის ყესები აქვს გაწყვეტილი," - განაცხადა "აიაქსის" თავკაცმა.

აისატის ტრავმა მორიგი მძიმე დარტყმაა ამსტერდამული გრანდისთვის. მას სიგტორსონი, დე იონგი, ბულიკინი და ბურიხტერიც ტრავმირებული ჰყავს. ჩემპიონთა ლიგაში "რეალთან" შეხვედრაში დისკვალიფიკაციის გამო ჰოლანდიის ჩემპიონებს ეიონგ ენოც არ ეყოლებათ. სამაგიეროდ შემადგენლობას დაუბრუნდება გრეგორი ვან დერ ვილი, ვინც მცირე ტრავმის გამო "ექსელსიორთან" შეხვედრა გამოტოვა.

ვიტესის სარისკო არჩევანი

შეიძლება ითქვას, რომ არნემის "ვიტესის" ხელმძღვანელობა რისკზე წავიდა, დაითანხმა რა 6-თვიან ხელშეკრულებაზე 22 წლის ბრაზილიელი ჯონათან რეისი.

ახალგაზრდა შემტევი ერედივიზიეში უკვე თამაშობდა, 2007 წელს მან "ატლეტიკო მინეიროდან" "ეინდჰოვენს" მიაშურა, მაგრამ თავი მინდორს მიღმა უფრო დაგვამახსოვრა. სულ მის ანგარიშზე პსვ-ს მაისურით ჩატარებულ 26 შეხვედრაში 11 გოლია. პოლიციამ ერთხელ ის ანაშის ზემოქმედების ქვეშ დააკავა და დააჯარიმა.

სანქციებს ვერ ასცდა ის ვერც კლუბის მხრიდან. 2009/10 წლების სეზონში რეისი პსვ-ს ძირითადის მოთამაშედ იქცა, მაგრამ მალე ტრავმა მიიღო. 2011 წლის ზაფხულზე ბრაზილიელმა "ეინდჰოვენი" მიატოვა და უკლუბოდ დარჩა. არნემელებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მალევე შეძლებს ფორმაში შესვლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა