რონიმ ზედმეტი წონა დაიგდო, სამშობლოში ბურთაობაც მობეზრებია და როგორც ამბობენ, ახალი კლუბის ძიებაშია
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუშინ იტალიურ სპორტულ პრესაში - როგორც იცით, რონალდინიო ბრაზილიურ "ფლამენგოში" ასპარეზობს, თუმცა "მილანის" საკუთრებაა და როგორც აღმოჩნდა, იტალიაში დაბრუნების სურვილი დღემდე აქვს.

რონიმ ზედმეტი წონა დაიგდო, სამშობლოში ბურთაობაც მობეზრებია და როგორც ამბობენ, ახალი კლუბის ძიებაშია.

"მილანი" ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს და სავარაუდოდ, სრულიად უსასყიდლოდ შეელევა. უკანასკნელი ინფორმაციით, რონალდინიოთი დაინტერესება უკვე გამოთქვა სერია A-ს ორმა გუნდმა: "პარმამ" და "ბოლონიამ". სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მათ რიცხვს სხვებიც შეურთდებიან.

თავად ფეხბურთელს ჯერ ვერ გადაუწყვეტია სად გააგრძელოს კარიერა, ამაზე მისი კომენტარიც მეტყველებს: "შესაძლოა, კარიერა სამშობლოში გავაგრძელო, შეიძლება კვლავაც ევროპას მივაშურო. ჩემი სურვილი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა და მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. შესაძლოა, ბევრს ეს უტოპიად მიაჩნია, მაგრამ მე ოპტიმიზმით ვარ აღსავსე - ჯერ მხოლოდ 31 წლის ვარ და უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ დიდ ხანს შემიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა