დევისის თასის მოგების შემდეგ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ 2012 წელს თავისი ქვეყნის რიგებში არ ითამაშებს
დევისის თასის მოგების შემდეგ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ 2012 წელს არ ითამაშებს თავისი ქვეყნის რიგებში მსოფლიოს არაოფიციალურ გუნდურ ჩემპიონატზე.

ესპანელმა ეს განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა. შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ფინალში ესპანეთს გადამწყვეტი ქულა სწორედ ნადალმა მოუტანა.

რაფას სიტყვებით, 2012 წელს ის ლონდონის ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავს, რის გამოც საკუთარი კალენდრის განტვირთვა აქვს გადაწყვეტილი. 2008 წელს ნადალმა პეკინის ოლიმპიდაზე ოქროს მედალი მოიპოვა და ახლა სერიოზულად აქვს განზრახული ტიტულის დაცვა. ჯერჯერობით უცნობია, დაბრუნდება თუ არა რაფაელი ესპანეთის ნაკრებში.

ნადალთან ერთად ნაკრებიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა დავიდ ფერერმა. ბოლო წლებშიც ისიც ესპანელთა ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და მან წლევანდელ ფინალში ერთეულთა მატჩებში ითამაშა.

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა აღიარა, რომ თითქმის გადაწყვეტილია 2012 წელს, დევისის თასის მერვედფინალში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ მისი თამაში.

"ვფიქრობ, ამ შეხვედრაში ჩემს თამაშს ხელს არაფერი შეუშლის. მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ მომხდენია მომავალი წლისთვის კალენდრის კორექტირება", - განაცხადა ფედერერმა "ნიუ იორკ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

აღსანიშნავია, რომ ფედერერს 2004 წლის შემდეგ არ უთამაშია დევისის თასის საწყის ეტაპზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა