ავტოსპორტში სეზონი ტრადიციულმა საავტომობილო შოუმ - "ჩემპიონთა რბოლამ" დაასრულა
ავტოსპორტში სეზონი ტრადიციულმა საავტომობილო შოუმ - "ჩემპიონთა რბოლამ" დაასრულა. ამჯერად, სხვადასხვა სარბოლო სერიის საუკეთესო პილოტები გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში შეიკრიბნენ და როგორც ყოველთვის გუნდურ და პირად პირველობებში გაარკვიეს უძლიერესი.

როგორც უკვე ვწერდით, გუნდური შეჯიბრი ზედიზედ მეხუთედ გერმანიის ნაკრებმა მოიგო, რომლის რიგებში მიხაელ შუმახერი და სებასტიან ფეტელი გამოდიოდნენ. მეორე დღეს კი პირად პირველობაში გამოვლინდა გამარჯვებული. საინტერესოა, რომ ფორმულა 1-ის პილოტებიდან ნახევარფინალამდე მხოლოდ შუმახერმა გააღწია, მაგრამ ამ ეტაპზე მან ლე მანის რბოლების სპეციალისტთან ტომ კრისტენსენთან წააგო. გამარჯვება კი ფრანგმა რალისტმა სებასტიან ოჟიემ მოიპოვა, რომელიც ჩემპიონთა რბოლის დებიუტანტი გახლდათ.

ოჟიემ არც ისე დამაჯერებლად დაიწყო გამოსვლა და ჯგუფში სამიდან ერთი დუელი დათმო, მაგრამ შემდეგ მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა.

მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა მსოფლიო ტურინგის ჩემპიონი ენდი პრიოლი, რომელსაც მეოთხედფინალში გაუსწორდა, ნახევარფინალში მოუგო გერმანული სუპერტურიზმის საუკეთესო პილოტ მარტინ ტომჩიკს და ბოლოს, ფინალში "მისტერ ლე მანს" ტომ კრისტენსენს აჯობა. თანაც ყოველთვის ფრანგის უპირატესობა ფინიშზე საკმაოდ სოლიდური იყო.

"ძალიან ბედნიერი ვარ, შესანიშნავი უქმეები გამოვიდა! - განაცხადა სებასტიანმა. - ისეთი გამოცდილი პილოტი დავამარცხე, როგორიც არის ტომ კრისტენსენი, რომელსაც კარიერაში უამრავი მოგება აქვს. მადლობა ყველას, ვინც ამ შოუს სანახავად მოვიდა!"

რაც შეეხებათ ფორმულა 1-ის პილოტებს, როგორც ვთქვით, დიუსელდორფში ამ სერიის ექვსი წარმომადგენლიდან საუკეთესო შუმახერი იყო, რომელმაც ნახევარფინალში შეწყვიტა ბრძოლა. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სებასტიან ფეტელი მეოთხედფინალში სწორედ შუმისთან დამარცხდა, ამავე ეტაპზე გამოეთიშნენ ბრძოლას ჯენსონ ბატონი და დევიდ კულტჰარდი, ხოლო ჯგუფიდან ვერ გავიდნენ ვიტალი პეტროვი და რომან გროსჟანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა