10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაგეგმილი ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და ფრანგ ჟან-მარკ მორმეკს შორის არ გაიმართება
10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში დაგეგმილი ბრძოლა უკრაინელ ვლადიმერ კლიჩკოსა და ფრანგ ჟან-მარკ მორმეკს შორის არ გაიმართება.

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში საჩემპიონო შეხვედრის გაუქმების მიზეზი უკრაინელი ჩემპიონის ავადმყოფობა გახლავთ - როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, უმცროს კლიჩკოს თირკმელში კენჭის გავლა ჰქონდა და სასწრაფოდ საოპერაციო შეიქმნა, რასაც მოგვიანებით გართულებები მოჰყვა.

3 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კლიჩკოს ანთება დაეწყო და იმის ნაცვლად, რომ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გამოცხადებულიყო, ხელმეორედ წაიყვანეს კლინიკაში. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს უკრაინელის მენეჯერმა ბერნდ ბენტემ აცნობა. მოგვიანებით კი გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ოფიციალურად გამოცხადდა ბრძოლის შეწყვეტის თაობაზე.

P. S. გუშინვე გაირკვა, რომ ეს საჩემპიონო ბრძოლა მომავალი წლის 3 მარტისთვის გადაიტანეს. გულშემატკივრებს, რომლებსაც 10 დეკემბრისთვის ჰქონდათ შეძენილი ბილეთები, 3 მარტს შეეძლებათ დიუსელდორფის სტადიონზე მოხვედრა. დღეისთვის გაყიდული იყო 30 ათასი ბილეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა