ნიუ იორკში 26 წლის ინგლისელმა მოკრივემ ჯონ მიურეიმ ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო
ნიუ იორკში 26 წლის ინგლისელმა მოკრივემ ჯონ მიურეიმ ზედიზედ მეორე ბრძოლა წააგო. ის მექსიკური წარმოშობის ამერიკელმა, 25 წლის ბრენდონ რიოსმა დაამარცხა. ბრძოლა ლეგენდარულ "მედისონ სკვეარ გარდენში" გაიმართა, სადაც მანჩესტერელმა (წინა ბრძოლაში კევინ მიტჩელთან დამარცხდა) 11 რაუნდი გაძლო.

ბრძოლამდე რიოსს მსუბუქ წონაში WBA-ს ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს. მიზეზი საკამათო იყო - ამერიკელს ბრალი დასდეს, რომ წონაში 61 კილოგრამსა და 234 გრამს გადააჭარბა. ამის მიუხედავად დაპირისპირება შედგა, თუმცა ორგანიზატორებმა რაღაც უცნაური წესი მოიგონეს: იმ შემთხვევაში თუ მიურეი გაიმარჯვებდა, ჩემპიონის ქამარს მას შემოარტყამდნენ, ხოლო რიოსის გამარჯვების შემთხვევაში ტიტული "უპატრონოდ" დარჩებოდა. ასე მოხდა კიდეც.

ამერიკელმა ბრიტანელს აშკარად აჯობა. მეექვსე რაუნდში მიურეის სისხლი წასკდა, ხოლო მეთერთმეტეში რეფერიმ ბრძოლა ორ წუთსა და ექვსი წამის შემდეგ შეწყვიტა, რადგან "ბემ ბემს" დიდი უპირატესობა ჰქონდა.

არადა პირველ რაუნდებში მეტოქეებს შორის დიდი განსხვავება არ იყო. მიურეი, რომელსაც ივნისში, მიტჩელთან წაგებამდე 31 ბრძოლა ჰქონდა მოგებული "ბემ ბემს" ტოლს არაფერში უდებდა. სურათი ზემოთ ნახსენები მეექვსე რაუნდის შემდეგ შეიცვალა, როდესაც ამერიკელმა "პირველი სისხლი" დაინახა. მას მერე ცხადი გახდა ვინ გაიმარჯვებდა. ერთადერთი, მიურეიმ მეცხრე რაუნდში გაიბრძოლა, უნდოდა მდგომარეობა შეეცვალა, მაგრამ რიოსმა ძალა და ოსტატობა გამოამჟღავნა.

საბოლოოდ ბრიტანელი გვარიანად ნაცემი დარჩა, რაც სახეზეც ეტყობოდა. ერთადერთი, რითაც მანჩესტერელს შეუძლია თავი დაიმშვიდოს ის არის, რომ მას 20 500 დოლარი გადაუხადეს. მიზეზი: ის წონას გადაჭარბებულ მეტოქესთან ბრძოლას არ მოერიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა