კორუფციულ სკანდალში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი ფიფას ყოფილი პრეზიდენტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობიდან გამოვიდა
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ჟოაო აველანჟი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობიდან გამოვიდა. ბრაზილიელი ჩინოვნიკი სოკ-ის წევრი 1963 წლიდან იყო და რეკორდი დაამყარა ამ პოსტზე ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით.

95 წლის აველანჟი ეჭვმიტანილია კორუფციულ სკანდალში მონაწილეობაში. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ოლიმპიური კომიტეტის ეთიკის კომიტეტს უნდა დაეწყო ფიფა-ს ექს-პრეზიდენტის საქმის განხილვა. ვარაუდობენ, რომ აველანჟის სოკ-დან წასვლის შემდეგ ამ საქმის ძიება დასრულებული იქნება.

აველანჟს ფიფა-ს პრეზიდენტის თანამდებობა 1974 წლიდან 1998 წლამდე ეკავა. მისი სახელი უკავშირდება სკანდალურ საქმეს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის წევრები ქრთამს იღებდნენ მარკეტინგული კომპანია ISMM/ISL-გან, რომელსაც ეკუთვნოდა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლიაციის უფლებები. 2001 წელს ეს კომპანია გაკოტრებულად გამოცხადდა.

2010 წელს, ფიფას ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს, განაცხადეს, რომ ამ ორგანიზაციის აღმასკომის ორმა წევრმა ISMM/ISL-სგან ქრთამის სახით დაახლოებით 5 მილიონი დოლარი მიიღო. BBC-ის ჟურნალისტთა ვარაუდით, ქრთამის მიღებაში ეჭვმიტანილნი იყვნენ ჟოაო აველანჟი და რიკარდო ტეიშიერა, რომელიც ფიფას აღმასკომში ბრაზილიას წარმოადგენდა. აველანჟმაც და ტეიშეირამაც კატეგორიულად უარყვეს ამ კორუფციულ სკანდალში მონაწილეობა.

ISMM/ISL-თან დაკავშირებული სკანდალის გამო ფიფა-ს მოქმედმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა გასცა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების ბრძანება, რომლის შედეგები 2011 წლის 17 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა