საფრანგეთის ნაკრების სამუნდიალო ფიასკოს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჟან-პიერ ესკალეტის გადადგომა მოჰყვა. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას განაცხადა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს...

საფრანგეთის ნაკრების სამუნდიალო ფიასკოს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ჟან-პიერ ესკალეტის გადადგომა მოჰყვა. მან ამის შესახებ ჯერ კიდევ სამხრეთ აფრიკაში ყოფნისას განაცხადა, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დაადასტურა, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

"თავი მოვალედ მიმაჩნია, რომ ასეთი წარუმატებლობის შემდეგ თანამდებობა დავტოვო. ვალდებული ვარ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ვიკისრო. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ წლების განმავლობაში ფრანგულ ფეხბურთს ერთგულად და დაუღალავად ვემსახურე", - ამბობს 75 წლის ესკალეტი, რომელიც საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას 2005 წლიდან მართავს. მის ბოლო განცხადებას წინ უძღოდა საფრანგეთის სპორტის მინისტრის, როსელინ ბაშელოს მკაცრი გამოსვლა, სადაც მან ფრანგული ფეხბურთის მამები უმკაცრესად გააკრიტიკა.

ესკალეტის მთავარი და საბედისწერო შეცდომა კი რაღა თქმა უნდა, 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებაა, როცა მან ევროპის ჩემპიონატის ჩაფლავების მიუხედავად, რაიმონ დომენეკს კონტრაქტი მაინც გაუხანგრძლივა.

ასე რომ, საფრანგეთს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიც ახალი ეყოლება. დომენეკს როგორც იცით, ლორან ბლანი შეცვლის, ესკალეტის მემკვიდრის ვინაობა კი სულ მალე გახდება ცნობილი.

ლევან ჯანეზაშვილი

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა