"სპორტს.რუმ" იმ ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც ევრო 2012-ზე ვერ გაირჯებიან
რუსულმა საიტმა "სპორტს.რუმ" ევროპულ კლუბებში მოთამაშე იმ ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების ჩამონათვალი წარმოადგინა, რომლებიც ევრო 2012-ზე ვერ გაირჯებიან. უკრანია-პოლონეთს მიღმა დარჩენილ თექვსმეტ "ამომავალ ვარსკლავს" შორის საიტის მესვეურებმა სამი ქართველი ფეხბურთელი: ლევან ყენია, ლევან მჭედლიძე და გიორგი მაკარიძეც მოიხსენიეს.

საიტმა ჩვენებურები მოკლედ ასე დაახასიათა:

ლევან ყენიამ საქართველოს ჩემპიონატში თავისი პირველი მატჩი 16 წლისამ ჩაატარა. 2008 წლის იანვარში ის "შალკე 04"-ში გადავიდა და კონტრაქტი 2012 წლამდე გააფორმა.

ლევან მჭედლიძემ 2006 წელს ბელგიაში, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გაიბრწყინა. სწორედ იქ მიაპყრეს მას ყურადღება მიუნხენის "ბაიერნის" სკაუტებმა, თუმცა ყველას ჯანი კარნევალიმ აჯობა, რომელმაც მოთამაშე სერია A-ს გუნდ "ემპოლის" დაუკავშირა.

ბიუროკრატიული პრობლემების გამო მჭედლიძე გუნდს მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეუერთდა. თამაში "ემპოლის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, მთავარ გუნდში კი სწრაფ დებიუტში ხელი მუხლის ტრავმამ შეუშალა. მჭედლიძისადმი ინტერესს თვით "იუვენტუსი" და კიდევ რამდენიმე კლუბი იჩენს.

გიორგი მაკარიძე ადრეული ასაკიდანვე იძლეოდა დიდ იმედებს. უკვე 18 წლისა თბილისის "დინამოს" მეკარე გახდა და ნაკრებშიც მიიწვიეს. მაკარიძის ასეთი წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 2009 წელს ის "ლე მანში" გადავიდა, თუმცა ფრანგული კლუბის ძირითადში ადგილი ჯერ-ჯერობით ვერ მოიპოვა.

dima
მაკარიძე დინამოს ძირითადი მეკარე არასდროს ყოფილა, დუბლებიდან წავიდა ეგრევე საფრანგეთში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა