ანა ტატიშვილი ამერიკის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადის მეორე წრეშია

ნიუ იორკში ამერიკის ღია პირველობა (22,6 მილიონი დოლარი) საკვალიფიკაციო ბატალიებით დაიწყო. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სწორედ საკვალიფიკაციო ბადეა, რადგან ქალთა შორის სამმა ქართველმა შეიტანა განაცხადი: ანა ტატიშვილმა (149), ოქსანა კალაშნიკოვამ (189) და მაკა ჩახნაშვილმა (213). სამშაბათს, ჩვენი დროით საღამოს 7 საათზე ერთბაშად რამდენიმე კორტზე დაიწყო იუ ეს ოუფენი, ერთ-ერთი პირველთაგანი ჩვენი პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი გამოვიდა, რომელიც მე-17 კორტზე 21 წლის ფრანგ ირენა პავლოვიჩს (196) ხვდებოდა. თითქოს, ფავორიტი ჩვენებური იყო, მაგრამ დაიწყო თამაში და პავლოვიჩმა ანას მოწოდებაზე მოიგო გეიმი, თავისიც მიაყოლა და ისევ ანას გეიმს შეეჭიდა - 30:15-ს უგებდა. ამის შემდეგ თამაშში ბუნების ძალები ჩაერივნენ, წვიმა წამოვიდა და მატჩები 3 საათით შეწყდა.

პაუზის შემდეგ კორტებზე სულ სხვა ანა ვიხილეთ, 0:2-დან უმალ 6:2 გახადა (ზედიზედ 6 გეიმი მოიგო!) და არც მეორე სეტში გაჭირვებია ფრანგის ძლევა - 6:2, 6:3. თამაში (სუფთა დრო) საათსა და 20 წუთს გაგრძელდა, ანას ყველა სტატისტიკური მონაცემი უკეთესი ჰქონდა მეტოქეზე: პირველი მოწოდების სიზუსტე (69% - 60%), ვინერები პირველი მოწოდებიდან (74% - 60%), მეორე მოწოდებიდან (69% - 30%), მიღება (52%-27%), მოიგო 10-დან 4 ბრეიქპოინტი, ირენამ კი მხოლოდ 1.

მეორე საკვალიფიკაციო წრეში გასვლით ტატიშვილმა 5 ათას დოლარზე მეტი გაინაღდა, თუმცა მისი მიზანი ძირითად ბადეში გასვლაა. მეორე წრეში 20 წლის ქართველის მეტოქე 25 წლის გერმანელი ანა-ლენა გრიონფელდია (141). 4-5 წლის წინათ გერმანელი დიდებულად თამაშობდა, მსოფლიოს მე-14 ჩოგანიც გახდა, მაგრამ შემდეგ პირად მწვრთნელს ეჩხუბა, წონაში მოიმატა და შედეგები გაიუარესა. 2008 წლის სეზონი მან მთლიანად გამოტოვა და შემდგომ დაუბრუნდა ჩოგბურთს და ამერიკის ღია პირველობის მე-4 რაუნდამდეც გააღწია. ანასა და გერმანელი ჩოგბურთელის დაპირისპირება ხუთშაბათს გაიმართება.

საქართველოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მაკა ჩახნაშვილმა უკვე დაასრულა ასპარეზობა ამერიკის ღია პირველობაზე. მისი მეტოქე 23-ე ნომრად განთესილი რუსი ალექსანდრა პანოვა (134) იყო. ქართველმა პირველ სეტში გაიბრძოლა, მეორე კი პირწმინდად წააგო - 4:6, 0:6. თამაში საათსა და 7 წუთს გაგრძელდა, მაკას საშინელი პირველი მოწოდება (42%) ჰქონდა და 7 ორმაგი შეცდომაც დაუშვა.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა