ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. დღევანდელი მატჩების წინ
მანჩესტერს ისტორიული კოლაფსის საფრთხე ემუქრება: ბოლო ტურში მოვლენები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ ჯგუფური ეტაპი ვერც „სიტიმ“ და ვერც „იუნაიტედმა“ გადალახონ. თუკი სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდების ბედი მათსავე ხელშია („ბაზელთან“ არ უნდა წააგონ), „სიტის“ პერსპექტივა „ვილიარეალი“-„ნაპოლის“ მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.

A ჯგუფი

მანჩესტერ სიტი-ბაიერნი

„ბაიერნი“ მერვედფინალშია და თანაც, პირველადგილოსნის რანგში, რაც საფუძვლიანად აჩენს იმის ეჭვს, რომ მიუნხენელები „მანჩესტერ სიტისთან“ ბოლო ტურის მატჩში ბრძოლით თავს არ მოიკლავენ. მოტივაციის შესახებ კითხვას ბავარიელთა კაპიტანი ფილიპ ლამი პოლიტკორექტულად პასუხობს:

„ჩვენ ნამდვილი პროფესიონალები ვართ და წაგება არ გვიყვარს. ასე რომ, მანჩესტერში იმისთვის ნამდვილად არ მივდივართ, რომ იქიდან ხელცარიელები დავბრუნდეთ.“

„ბაიერნის“ პრეზიდენტი ული ჰიონესი კი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვებისთვის უეფა პრემიის სახით 800 000 ევროს იხდის და იქვე ამატებს, „მანჩესტერ სიტის“ ჯგუფში ჩარჩენა ნამდვილად გვაწყობს, რადგან ამ შემთხვევაში ფლეი ოფში ერთით ნაკლები საშიში კონკურენტი გავაო.

ამ უქმეებზე რეკორდმაისტერმა „ვერდერი“ 4:1 გაანადგურა და იმ შეხვედრის შემდეგ „ბაიერნის“ თავკაცმა იუპ ჰაინკესმა თქვა, არიენ რობენს „სიტისთან“ ძირითად შემადგენლობაში ვათამაშებო, მაგრამ ამ დაპირებას ვერ შეასრულებს, რადგან ჰოლანდიელი მანჩესტერში გრიპის გამო ვერ წავიდა. მიუნხენში დარჩა ტონი კროოსიც. შესაბამისად, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰაინკესმა ახალი პირობები დადო: „მარჯვენა მცველად რაფინიას ვათამაშებ, მარცხნივ დიეგო კონტენტოს. ძირითად შემადგენლობაში იქნება ივიცა ოლიჩიც.“ შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ბასტიან შვაინშტაიგერიც აკლია.

„სიტი“ კი ძალიან მოტივირებულია, თუმცა მანჩესტერელთა ბედი მათ ხელში არცაა. რობერტო მანჩინის შეგირდებმა „ბაიერნი“ აუცილებლად უნდა დაამარცხონ და თან იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ „ნაპოლი“ „ვილიარეალს“ ვერ მოუგებს. თუ არა და „სიტი“ მესამე ადგილზე გავა და ევროპის ლიგაში გადაინაცვლებს, რაც თავმოყვარე გუნდისთვის არასახარბიელო პერსპექტივაა. თავმოყვარეობა კი „სიტის“ განსაკუთრებით ამ სეზონში არ აკლია - გუნდი პრემიერლიგაში მარშირებულ სვლას განაგრძობს. მანჩინის გუნდმა ამ უქმეებზე „ნორვიჩი“ 5:1 გაანადგურა და კვლავ ლიდერია.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი - მ. რიჩარდსი, კოლო ტურე, კომპანი, კლიში - იაია ტურე, ბერი - სილვა, ნასრი, ადამ ჯონსონი - აგუერო.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, კონტენტო - ლუის გუსტავო, ტიმოშჩუკი - თ. მიულერი, ალაბა, ოლიჩი - გომესი.

არბიტრი:

ვილიარეალი-ნაპოლი

„ნაპოლიმ“ კი თავისი გასაკეთებელი თავად უნდა გააკეთოს და ჯგუფიდან უპრობლემოდ გავა - იტალიელებს აქამდე უქულოდ მყოფი „ვილიარეალის“ სტუმრად დამარცხება სჭირდებათ. ვალტერ მაძარის გუნდი რომ დამარცხდეს, ხოლო „სიტიმ“ „ბაიერნთან“ ფრე გაახერხოს, იტალიელები და ინგლისელები ქულების თანაბარ რაოდენობას დააგროვებენ, მაგრამ ჯგუფიდან „ნაპოლი“ გავა, რადგან „სიტისთან“ პირად დუელებში უპირატესობა აქვს (2:1, 1:1). იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ნეაპოლელებმა „ლეჩეს“ 4:2 მოუგეს - ჯემაილიმ და ლავეციმ თითოჯერ იხეირეს, კავანიმ კი დუბლი მიითვალა.

„ვილიარეალთან“ წლის მატჩი გვაქვს. წარმომიდგენია, რა მოხდება ნეაპოლში, მერვედფინალში რომ გავალთ,“ - ეს ლავეცის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები

ვილიარეალი (4-2-3-1): ლოპესი - მარიო, გონსალო, მუსაკიო, ორიოლი - ბრუნო, დე გუზმანი - პერესი, ვალერო, კანი (ან მოიზესი) - რუბენი.

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო, გარგანო, ინლერი, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

არბიტრი:

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბაიერნი 5 4 1 0 11-4 13

2. ნაპოლი 5 2 2 1 8-6 8

3. მანჩესტერ სიტი 5 2 1 2 7-6 7

4. ვილიარეალი 5 0 0 5 2-12 0

B ჯგუფი

ინტერი-ცსკა

„ინტერს“ მერვედფინალში თამაშთან ერთად, პირველ ადგილზე გასვლაც განაღდებული აქვს, დანარჩენი სამი გუნდიდან კი სამივეს აქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი. ამ სამეულიდან თავს ყველაზე კომფორტულად ტრაბზონელები გრძნობენ, რადგან ცსკა-ს და „ლილს“ ერთი ქულით უსწრებენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - ნაგატომო, რანოკია, სამუელი, ძანეტი - კამბიასო, ტიაგო მოტა, ობი - სტანკოვიჩი - სარატე, მილიტო.

ცსკა (4-4-2): გაბულოვი - ნაბაბკინი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი - ოლისე, ალდონინი, ძაგოევი, ცაუნია - ვაგნერ ლავი, დუმბია.

არბიტრი:

ლილი-ტრაბზონი

„ლილი“ და „ტრაბზონსპორი“ ერთმანეთს საფრანგეთში ხვდებიან და ამ მატჩის გამარჯვებული ავტომატურად გავა მერვედფინალში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს მატჩი ფრედ დასრულდა, ცსკა-ს მილანში მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლა შეუძლია. თუ ცსკა „სან სიროზე“ ვერ მოიგებს, „ტრაბზონი“ ფლეი ოფში ფრის შემთხვევაშიც გაძვრება და სასაცილო რეკორდსაც დაამყარებს: სულ რაღაც შვიდი ქულით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი არავის გადაულახავს მას მერე, რაც ფეხბურთში მოგებისთვის სამი ქულა დაწესდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ლილი (4-3-3): ლანდრო - დებუში, შედიუ, ბასა, ბერია - ბალმონი, მავუბა, კოული - პაიე, სოუ, ჰაზარი.

ტრაბზონი (4-2-3-1): თოლგა - შერქანი, გლოვაცკი, კაჩარი, ჩელუსტკა - კოლმანი, ზოკორა - ჰალილ ალთინთოფი, პაულო ენრიკე, მიერჟეიევსკი - ბურაქ ილმაზი.

არბიტრი:

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინტერი 5 3 1 1 7-5 10

2. ტრაბზონი 5 1 3 1 3-5 6

3. ლილი 5 1 2 2 6-6 5

4. ცსკა 5 1 2 2 7-7 5

C ჯგუფი

ბაზელი-მანჩესტერ იუნაიტედი

ამ ჯგუფში კი ბოლო ტურის ერთ-ერთი უპრინციპულესი შეხვედრა გაიმართება: მესამე ადგილზე მყოფი „ბაზელი“ მეორეადგილოსან „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს და თუ მოიგო, ინგლისურ სუპერგრანდს ჯგუფში ჩატოვებს. ცხადია, ჯერ კიდევ გეხსომებათ პირველი წრის შეხვედრა, როცა „ბაზელმა“ „ოლდ ტრეფორდზე“ ყველასათვის მოულოდნელად ფრეს (3:3) მიაღწია, თუმცა მაშინ შვეიცარიული კლუბის მთავარი მწვრთნელი ტორსტენ ფინკი იყო, რომელიც ახლა გერმანულ „ჰამბურგს“ უდგას სათავეში.

„იუნაიტედის“ ჯგუფში ჩარჩენა ინგლისისთვის და კერძოდ ქალაქ მანჩესტერისთვის ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა - მით უმეტეს, რომ იგივე საფრთხე მეორე მანჩესტერულ კლუბს, „სიტისაც“ ემუქრება. თუმცა სერ ალექს ფერგიუსონს ამის გაგონებაც არ უნდა. მანკუნიანელებს მოგება უნდათ, თუმცა ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ეყოფათ.

„იუნაიტედს“ ბოლო 25 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ წაგებული და ამიტომაც ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გამოცდილება თავისას იზამს და „ბაზელი“ ჩემი გუნდის დამარცხებას ვერ შეძლებს,“ - აცხადებს ფერგიუსონი.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი (4-4-2): ზომერი - შტაინჰიოფერი, აბრაამი, დრაგოვიჩი, პარკი - შაქირი, ჰუგელი, შაკა, ფ. ფრაი - ა. ფრაი, შტრელერი.

მანჩესტერ იუნაიტედი (): დე ხეა - სმოლინგი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ნანი, ჯოუნსი, ფლეტჩერი, იანგი - რუნი - უელბეკი.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი

ბენფიკა-ოცელული

„მანჩესტერ იუნაიტედს“ პირველი ადგილის დაკავებაც კი უნდა, მაგრამ ამას სავარაუდოდ ვეღარ მოახერხებს, რადგან პირველ ადგილზე მყოფ „ბენფიკას“ ზედმეტად იოლი მატჩი ელის - ლისაბონში, უიმედო აუტსაიდერ, უქულო „ოცელულთან“.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-2-3-1): არტური - ამორიმი, ჟარდელი, გარაი, ემერსონი - გარსია, ვიტსელი - გაიტანი, მატიჩი, ნოლიტო - კარდოსო.

ოცელული (4-5-1): ბრანეტი - რაპა, პერენდიხა, კოსტინი, სალაგეანუ - ფილიპი, იორგა, გიურგიუ, ვილიანტი, ნეაგუ - პენა.

არბიტრი:

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბენფიკა 5 2 3 0 7-4 9

2. მანჩესტერ იუნაიტედი 5 2 3 0 10-6 9

3. ბაზელი 5 2 2 1 9-9 8

4. ოცელული 5 0 0 5 3-10 0

D ჯგუფი

აიაქსი-რეალი

„რეალს“ საქმეები იდეალურად მისდის. „სამეფო გუნდმა“ ამ უქმეებზე „ხიხონი“ 3:0 დაამარცხა, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგაშიც ყველაფერი კარგადაა - მადრიდელებს მერვედფინალში თამაშთან ერთად, ჯგუფში პირველი ადგილის განაღდებული აქვთ. აღსანიშნავია, რომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ზედიზედ მეთხუთმეტედ გადალახა.

თუ დღეს „რეალი“ ამსტერდამში მოიგებს, ჟოზე მოურინიოს სამწყსო გახდება მეხუთე გუნდი, რომელიც ჯგუფურ ეტაპზე ქულების მაქსიმალურ რაოდენობას მოუყრის თავს და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს არასახარბიელო პერსპექტივაა, რადგან წინა ოთხ „ასპროცენტიანს“ იმ სეზონებში ჩემპიონთა ლიგა არ მოუგიათ.

„აიაქსს“ მინიმუმ ფრე სჭირდება, თუმცა ამსტერდამულ კლუბს მერვედფინალში თამაშის გასანაღდებლად ალბათ წაგებაც ეყოფა...

სავარაუდო შემადგენლობები

აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან დერ ვილი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ანიტა - ენო, ერიკსენი, იანსენი - სულეიმანი, ლოდეირო, ებეცილიო.

რეალი (4-2-3-1): ადანი - არბელოა, ალბიოლი, ვარანე, კოენტრაუ - ჩაბი ალონსო, შაჰინი - ჰამით ალთინთოფი, კაკა, კალეხონი - ბენზემა.

არბიტრი:

დინამო (ზ)-ლიონი

ზაგრების „დინამოს“ ხუთივე თამაში წააგო, ბოლო ადგილი გარანტირებული აქვს და მხოლოდ საკუთარი პრესტიჟისთვის თუ იბრძოლებს. „ლიონის“ შანსი ფანტასტიკის სფეროდანაა - „აიაქსმა“ უმოტივაციო „რეალთან“ უნდა წააგოს, ფრანგებმა კი ზაგრებში რაც შეიძლება დიდი ანგარიშით უნდა მოიგონ. ამ ეტაპზე, „აიაქსს“ ბურთების შეფარდების მხრივ „ლიონთან“ 7-ბურთიანი უპირატესობა აქვს. ბურთების სხვაობაზე კი იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რომ „აიაქსსა“ და „ლიონს“ შორის ორივე დუელი 0:0 დასრულდა.

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო ზ. (4-4-1-1): კელავა - ტომეჩაკი, ვიდა, კუფრე, იბანიესი - ბადეი, კალელო, ლეკო, სამირი - რუკავინა - ბეჩირაი.

ლიონი (4-2-2-2): ლორისი - რევეილერი, კონე, ლოვრენი, სისოხო - კალსტრიომი, გონალონსი - ბრიანი, ბასტოსი - ლისანდრო ლოპესი, გომისი.

არბიტრი:

თ მ ფ წ ბ ქ

1. რეალი 5 5 0 0 16-2 15

2. აიაქსი 5 2 2 1 6-3 8

3. ლიონი 5 1 2 2 2-6 5

4. დინამო (ზ) 5 0 0 5 2-15 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა