"ინტერს" ბრემენის "ვერდერის" გამოცდილი პერუელი თავდამსხმელის გადაბირება უნდა და როგორც ირკვევა, არც 33 წლის ფორვარდია უარზე
მილანის "ინტერს" ბრემენის "ვერდერის" გამოცდილი პერუელი თავდამსხმელის, კლაუდიო პისაროს გადაბირება უნდა და როგორც ირკვევა, არც 33 წლის ფორვარდია უარზე.

ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგების ცნობით, დიდი შანსია, რომ ეს ტრანსფერი იანვარში განხორციელდეს. "ნერაძურის" პისაროთი დაინტერესების შესახებ თავიდან მხოლოდ იტალიური პრესა წერდა, ახლა კი, გერმანულმა გაზეთმა "ველტმა" ბრემენელთა გოლეადორის კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც პისარო მოსალოდნელ ტრანსფერს ადასტურებს.

"დიახ, "ინტერს" მართლაც სურს ჩემი გადაბირება და არც იმას დავმალავ, რომ მეც დაინტერესებული ვარ," - ამბობს პისარო "ველტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მას "ვერდერთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება. პისაროს მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე მყოფი ბრემენული კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

კლაუდიოს განცხადებას "ვერდერის" ბოსი კლაუს ალოფსი გამოეხმაურა: "პისარო ჩვენი ლიდერია და იანვარში მის გაყიდვას კატეგორიულად გამოვრიცხავ," - თქვა "მუსიკოსების" სპორტულმა დირექტორმა. თუმცა ფაქტია, რომ თუ პისარო წასვლას დაიჟინებს, ბრემენელებს მისი შეფერხება გაუჭირდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა