სლავენ ბილიჩი დონეცკში "კირშას" ბაზას ეწვია, სადაც ნაკრების ფეხბურთელებს დარიო სრნასა და ედუარდოს პირადად შეხვდა
ხორვატიის ნაკრების ხელმძღვანელობა ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრის შედეგების გაანალიზების შემდეგ მიხვდა, რომ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე ალოგიკური იქნებოდა, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას საცხოვრებლად დონეცკში დარჩენილიყვნენ.

კენჭისყრის მეორე დღეს სლავენ ბილიჩი დონეცკში "კირშას" ბაზას ეწვია, სადაც ნაკრების ფეხბურთელებს დარიო სრნასა და ედუარდოს პირადად შეხვდა.

"როგორც კი გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის თამაშებს პოლონეთში ჩავატარებთ, დონეცკის ვარიანტი იმწუთასვე უარვყავით. თუმცა ამ ქალაქში მაინც ჩამოვედი, რათა ჩემს ფეხბურთელებს შევხვედროდი, - განაცხადა ბილიჩმა და იქვე დაამატა - ამ კვირაში ნაკრების მენეჯერი ალიოშა ასანოვიჩი პოლონეთში ჩავა და იმ ბაზებს მოინახულებს, რომელიც უკვე მოვინიშნეთ. სულ ასეთი 4-5 ვარიანტია. გვინდა, რომ მათი რიცხვი ორამდე მაინც შევამციროთ. რის შემდეგაც დავსხდებით და ყველაფერს დაწვრილებით განვიხილავთ. შევეცდებით იმის მსგავსი ბაზა მოვნახოთ, როგორიც 2008 წელს ავსტრიაში გვქონდა".

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ესპანეთის, იტალიისა და ირლანდიის ნაკრებები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა